Სარჩევიchevron-down
Cryptal x თიბისი ფეი - ბალანსის შევსება მარტივად!
ბალანსის შევსება - ინსტრუქცია:
რა უპირატესობები აქვს თიბისი ფეის გამოყენებას?
tbc-pay-balance-top-up-cryptal-1000x300
2025-05-21clock3 minutes

Cryptal x თიბისი ფეი - ბალანსის შევსება მარტივად!

კრიპტო აქტივების პოპულარობის ზრდისა და უამრავი ადამიანის დაინტერესების მიუხედავად, მომხმარებლებისთვის ეს სფერო მაინც შორეულ პერსპექტივად რჩება.

ადამიანებისთვის ციფრულ აქტივებთან ურთიერთობა რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. კრიპტოს ყიდვა, ბიტკოინი, ბალანსის შევსება და სხვა მსგავსი ტერმინები, ერთი შეხედვით რთულია, თუმცა ეს წარსულს ჩაბარდა.

კრიპტალისა და თიბისი ბანკის დახმარებით, ისეთი ცნობილი ციფრული აქტივები, როგორიც ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), ლაითქოინი (LTC) და USDT არიან, კიდევ უფრო ხელმისაწვდომნი გახდნენ. პლატფორმაზე თანხის შეტანა უკვე TBC ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით არის შესაძლებელი.

ამ ბლოგში გაჩვენებთ, როგორ შეიძლება ანგარიშზე თანხის შეტანა მარტივად და როგორ დაგეხმარება თიბისი ფეი ამაში.

ბალანსის შევსება - ინსტრუქცია:

ნაბიჯი 1 - ბანკები, სხვა ფინანსური მომსახურება
თიბისი ფეის აპარატთან მოხვედრის შემდგომ, კრიპტალი უნდა იპოვო, რომელიც შესაბამის კატეგორიაში დაგხვდება - ბანკები, სხვა ფინანსური მომსახურება

ნაბიჯი 2 - ელექტ. საფულეები
ბანკებისა და სხვა ფინანსური მომსახურების კატეგორიის შემდგომ, დამატებითი არჩევანი გამოჩნდება. გადადი ელექტრო საფულეების სექციაში.

ნაბიჯი 3 – Cryptal
ელექტრონული საფულეების კატეგორიაში გადასვლის შემდგომ კი, Cryptal გამოჩნდება.

ნაბიჯი 4 - იდენტიფიკაცია
იმისათვის, რომ საკუთარ საფულეში თანხის შეტანა შეძლო, იდენტიფიკაცია უნდა გაიარო, რომლის მეშვეობითაც აპარატი შენს ანგარიშს დაუკავშირდება. იდენტიფიკაცია შესაძლებელია სამი გზით:
- პირადი ნომრით
- პასპორტის ნომრით
- თიბისი ბარათით

ნაბიჯი 5 - ინფორმაციის გადამოწმება
მას შემდგომ, რაც შერჩეული მეთოდით იდენტიფიკაციას გაივლი, აპარატზე კრიპტალის ანგარიშის ინფორმაცია გამოჩნდება. დარწმუნდი, რომ ნამდვილად შენი ანგარიშია და შემდგომ დაკლიკე წინ.

ნაბიჯი 6 - თანხის შეტანა
ბოლო ეტაპი კი, აპარატში სასურველი თანხის შეტანაა. გაითვალისწინე, მინიმალური რაოდენობის ჩასარიცხი თანხა 1₾ შეადგენს, ხოლო მაქსიმალური - 1500₾.

რა უპირატესობები აქვს თიბისი ფეის გამოყენებას?

  • სწრაფია - აპარატში თანხის შეტანას რამდენიმე წუთი სჭირდება, ჩარიცხული თანხა კი, ანგარიშზე მყისიერად აისახება.

  • მარტივია - თიბისი ფეი მომხმარებელს ბალანსის შესავსებად ზუსტად იგივე მარტივ პროცედურებს სთავაზობს, როგორც კომუნალური გადასახადებისას ან სხვა ნებისმიერი ნაცნობი ოპერაციისას ხდება.

  • ხელმისაწვდომია - თიბისი ფეი საქართველოს მთელი მასშტაბით არის წარმოდგენილი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატები 24/7-ზე მუშაობენ.

  • მოსახერხებელია - მომხმარებელს შეუძლია საკუთარი ბალანსი ნაღდი ფულის გამოყენებით შეავსოს.
Support