კრიპტო დამწყებთათვის: რას ნახავ ბლოგში?
კრიპტოვალუტების სამყარო შესაძლოა დამწყები ინვესტორების ან უბრალოდ გამდიდრების მსურველთათვის საკმაოდ მოცულობითი იყოს.
პირველი ნაბიჯების გადადგმისას შენ შეხვდები უამრავ ახალ ტერმინსა და კონცეპტს, რომლის სწავლაც და გაანალიზებაც აუცილებლად მოგიწევს.
ამ ბლოგში მოკლედ განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან და აუცილებელ ტერმინს, რომელსაც კრიპტოვალუტების სამყაროში აუცილებლად შეხვდები.
გეტყვით რა არის ბლოკჩეინი, როგორ შეინახო შენი კრიპტო აქტივები უსაფრთხოდ კრიპტო საფულეში, რა არის Public და Private გასაღები, რას ნიშნავს მაინინგი და როგორ გეხმარებიან კრიპტო ბირჟები მარტივად იყიდო ან გაყიდო სხვადასხვა ქოინები და კრიპტოვალუტები.
რა არის ბლოკჩეინი? - უსაფრთხო, სწრაფი და მომავლის ქსელი შენი ფინანსებისთვის
ბლოკჩეინ ტექნოლოგია წარმოადგენს კრიპტოვალუტების სამყაროს უმთავრეს ტექნოლოგიას.
ის არის დეცენტრალიზებული, ციფრული ქსელი, რომელიც ინახავს ყველა განხორციელებულ ტრანზაქციას. ბლოკჩეინი შედგება პატარ-პატარა ბლოკებისაგან, სადაც შენი ყველა განხორციელებული გადარიცხვა და მიღება ფიქსირდება. ეს გადარიცხვები კი ქსელში ჩართული უამრავი მომხმარებლისა და კომპიუტერის მიერ დასტურდება.
ბლოკჩეინის სწორად გაგება უმნიშვნელოვანესია თუ კრიპტო სამყაროში შემობიჯებას გეგმავ.
რა არის კრიპტო საფულე? - შენი კრიპტოვალუტების უსაფრთხოების გარანტი
კრიპტოვალუტების შესანახი საფულე არის ციფრული ან ფიზიკური მოწყობილობა, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას მიიღო, გაგზავნო და შეინახო სხვადასხვა ქსელზე მომუშავე ქოინები.
არსებობს რამოდენიმე ტიპის კრიპტო საფულე, იქნება ეს „ცხელი საფულე“, „ცივი საფულე“ თუ სხვა.
ყოველ მათგანს აქვს საკუთარი როლი და ფუნქციონალი, რომელიც დამოკიდებულია კრიპტოვალუტის თრეიდერზე, მის სტრატეგიაზე და იმ კონკრეტულ ქოინებზე, რომლითაც ვაჭრობას აპირებს.
რა არის Public და Private გასაღები?
Public Key, ანუ საჯარო გასაღები არის შენი კრიპტო საფულის უნიკალური მისამართი. ის საბანკო ანგარიშის ნომერს ჰგავს, რომელიც სხვებს უნდა გაუზიარო, რათა სხვადასხვა fiat ვალუტა ჩაგირიცხონ.
მეორე მხრივ, Private Key, ანუ პერსონალური გასაღები არის პაროლი შენი კრიპტო საფულისათვის. მისი დახმარებით გაქვს წვდომა შენს აქტივებთან, ახორციელებ ტრანზაქციებს და ა.შ.
მნიშვნელოვანია, რომ პერსონალური გასაღები შეინახო უსაფრთხოდ და არასდროს გადასცე სხვა ადამიანს.
რა არის მაინინგი? - პროცესი, რომლითაც კრიპტოვალუტებს გამოიმუშავებ
მაინინგი არის ტრანზაქციების დადასტურების და მათი ბლოკში დამატების პროცესი. მაინერები იყენებენ ძლიერ კომპიუტერულ მოწყობილობას, რათა ქსელში გადაჭრან სხვადასხვა კომპლექსური მათემატიკური ამოცანები, რითაც ხდებიან ტრანზაქციების ვალიდატორები.
სანაცვლოდ, ჯილდოს სახით ისინი იღებენ სხვადასხვა კრიპტოვალუტებს. ჯილდოსა და განაწილების საკითხი დამოკიდებულია კრიპტოვალუტასა და მომუშავე ბლოკჩეინზე.
კრიპტო ბირჟა - ადგილი, სადაც კრიპტოვალუტებით ვაჭრობ
კრიპტო ბირჟა არის ადგილი, სადაც შეგიძლია სხვადასხვა კრიპტოვალუტა იყიდო ან გაყიდო. არსებობს უამრავი ტიპის კრიპტო ბირჟა, რომლებსაც სხვადასხვა ფუნქციონალი აქვთ, განსხვავებული საკომისიოებით გამოირჩევიან და ა.შ.
კრიპტოვალუტის შეძენამდე მნიშვნელოვანია მცირე მოკვლევა აწარმოო, გაარკვიო რომელ კრიპტო ბირჟას რა ტიპის ქოინების მხარდაჭერა აქვს, რამდენია ვაჭრობის საკომისიო და როგორ შეგიძლია კრიპტო აქტივების ყიდვა & გაყიდვა, იქნება ეს საბირჟო გარიგება თუ კონვერტაციის ფუნქციონალის გამოყენება.
შენი პირველი კრიპტოვალუტა - როგორ იყიდო და რა გჭირდება?
შენ უკვე იცი იმ ფუნდამენტური ტერმინების შესახებ, რომელიც ყველა კრიპტო ენთუზიასტმა და დაინტერესებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს. იცი, როგორ მუშაობს ბლოკჩეინი, რატომ არის მაინინგი ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი.
ახლა დროა, შენი პირველი კრიპტოვალუტა იყიდო. ამისათვის დაგჭირდება შენზე მორგებული კრიპტო ბირჟა შეარჩიო. ნებისმიერ ბირჟაზე სავაჭროდ საჭიროა რეგისტრაციის პროცესი გაიარო, შემდგომ კრიპტოსთვის საყიდელ თანხა შეგაქვს შენს ანგარიშზე საბანკო გადარიცხვის ან ბარათების გამოყენებით, ამის შემდგომ კი შეგიძლია სასურველი კრიპტოვალუტა საბირჟო გარიგების ან მარტივი კონვერტაციის წყალობით იყიდო.
სულ ეს არის, შენი პირველი კრიპტო უკვე შენს საფულეშია.
შეჯამება: ყველაფერი დამწყები კრიპტო ენთუზიასტებისთვის
კრიპტოვალუტებით ვაჭრობა შესაძლოა გამდიდრებისაკენ ერთ-ერთი ყველაზე მოკლე გზა იყოს, თუმცა დაწყებამდე ყველა რისკი უნდა გაითავისო და ყველაფერი კარგად გათვალო.
ბლოკჩეინის, კრიპტო საფულეების, Public და Private გასაღებების, მაინინგისა და სწორი კრიპტო ბირჟის შესახებ მიღებული ინფორმაცია დაგეხმარება კარგად აღიჭურვა იმ სამყაროში შესაბიჯებლად, რომელიც სავსეა შესაძლებლობებითა და რისკებით.