UEFA EURO 2024 მთავარი ეტაპის საფინალო მატჩი - England vs Spain
ევროპის ჩემპიონატი დაძაბული ნახევარფინალური ეტაპის შემდგომ კულმინაციას უახლოვდება. 14 ივლისს EURO 2024-ის საფინალო მატჩი გაიმართება, სადაც ბერლინში ერთმანეთს ინგლისი და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
თუ მატჩზე დასწრებას ვერ ახერხებ, ფინალის ყურება პირველი არხის დახმარებით შეგიძლია, ხოლო მისი ტრანსლირების ერთ-ერთი სპონსორი კრიპტალიც არის.
მთელი ტურნირის განმავლობაში 114 გოლი გავიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ ანგარიში ყოველ 39 წუთში იცვლებოდა. ამ სტატისტიკაში მნიშვნელოვანი როლი მონაწილე გუნდების თავდამსხმელებსაც აქვთ, რადგან სწორედ ეს არის რგოლი, რომლის პირდაპირი მოვალეობაც რაც შეიძლება მეტი გოლის გატანაა.
ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობით კი, ესპანეთის ნაკრები ლიდერობს. ეს ნაკრები 14 ივლისს ინგლისს დაუპირისპირდება ევროპის საუკეთესო გუნდის გასარკვევად.
მანამდე კი, წარმოგიდგენთ ჩვენი კრიპტო ნაკრების თავდასხმის სამ წევრს - PEPE, DOGE და SHIBA INU. ამ ბლოგში გეტყვით, თუ რა თვისებებით გამოირჩევა ეს სამი კრიპტოვალუტა და რატომ იქნებოდნენ ისინი კარგი ვარიანტები მოდენის ამ პოზიციაზე სათამაშოდ. ასევე გეტყვით, სად შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე სწრაფად და მარტივად.
EURO 2024-ის კრიპტო ნაკრები
მანამ, სანამ უშუალოდ თავდასხმის რგოლზე გადავალთ, თვალი უნდა გადავავლოთ ჩვენი კრიპტო ნაკრების სრულ შემადგენლობას.
მეკარე: ბიტკოინი
მეკარის პოზიციაზე ბიტკოინია განლაგებული. როგორც წესი, ფეხბურთში მეკარეები პირველი ნომრით ასპარეზობენ, სწორედ ასეა კრიპტოშიც. ბიტკოინი ყველაზე დიდი და პოპულარული კრიპტოვალუტაა, ეს ციფრული აქტივი საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს.
გარდა ამისა, მეკარე უნდა გამოირჩეოდეს ლიდერული თვისებებით, რომელიც ბიტკოინს ასევე აქვს. როდესაც ბიტკოინის ფასი იზრდება, მას აუცილებლად მიყვება სხვა კრიპტოვალუტების ღირებულებაც.
დაცვა: ეთერიუმი, USDT, BNB და სოლანა
მეკარის შემდგომ მოდის დაცვის ხაზი, რომელსაც ოთხი გამორჩეული კრიპტოვალუტა ამაგრებს - ეთერიუმი, USDT, BNB და სოლანა.
ყველა ეს კრიპტოვალუტა გამოირჩევა იმ თვისებებით, რომელიც ფეხბურთში დაცვის წევრებს უნდა ჰქონდეთ. USDT და BNB ცენტრალური მცველები არიან და მათთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა, შესაბამისად ამ პოზიციაზე სტაბილური კრიპტოვალუტები განლაგდნენ.
ხოლო ფლანგის მცველებისთვის უმთავრესი თვისებაა სისწრაფე, ზუსტად ის, რაც ეთერიუმსა და სოლანას ბლოკჩეინებს გამოარჩევთ.
ნახევარდაცვა: რიპლი, ლაითქოინი და ტრონი
დაცვის ხაზის წინ ნახევარდაცვა დგას და ეს ადგილი ჩვენს კრიპტო ნაკრებში სამ გამორჩეულ კრიპტოვალუტას უკავია - რიპლი, ლაითქოინი და ტრონი.
ნახევარდაცვის რგოლისთვის მნიშვნელოვანია როგორც სისწრაფე, ისე კომუნიკაცია სხვა პოზიციების ფეხბურთელებთან. სწორედ ეს თვისებები გამოარჩევს ამ კრიპტოვალუტებსაც. რიპლი, ლაითქოინი და ტრონი კრიპტო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტრანზაქციებით გამოირჩევიან, ხოლო მათი ბლოკჩეინი სხვა ქსელებთან დაკავშირების და დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
კრიპტო თავდასხმა
როგორც უკვე ვნახეთ, ჩვენს კრიპტო ნაკრებში კრიპტოვალუტები მათი თვისებებიდან გამომდინარე ასპარეზობენ. ყველა კრიპტო აქტივს ის დამახასიათებელი ღირებულება აქვს, რაც რეალურად ფეხბურთში ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელს სჭირდება.
სწორედ აქედან გამომდინარე, თავდასხმის სამ წევრად დოჯქოინი, პეპე და შიბა ინუ შეირჩა. ისევე როგორც ნახევარმცველებს ან ფლანგის მცველებს, თავდამსხმელებსაც სისწრაფე და იმპულსურობა უნდა ახასიათებდეთ. სწრაფად უნდა შეეძლოთ მონაკვეთის დაფარვა და არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა ეთაკილებოდეთ.
სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევიან დოჯქოინიც (DOGE), პეპეცა (PEPE) და შიბა ინუც (SHIB). კრიპტო ნაკრების თავდასხმა მიმქოინებით არის დაკომპლექტებული.
Dogecoin (DOGE)
დოჯქოინი კრიპტო ნაკრების თავდასხმის პირველი წარმომადგენელია. მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე სათამაშოდ ფეხბურთელს სისწრაფე ესაჭიროება, ზუსტად ის, რაც დოჯქოინს აქვს.
უამრავი ადამიანი და კრიპტო ინვესტორი დოჯქოინში სწორედ სისწრაფეს გამოარჩევს, როგორც ტრანზაქციებისას, ისე ზოგადად, მისი ბლოკჩეინის სისწრაფეს დაამუშაოს დიდი მოცულობის ინფორმაცია ძალიან მოკლე დროში.
რა მახასიათებლები აქვს დოჯქოინს (DOGE)?
- სისწრაფე - საფეხბურთო მოედნის მარცხენა ფლანგზე მოასპარეზე ვინგერები ძირითადად სისწრაფითა და მოქნილობით გამოირჩევიან, რაც მათ დაცვისათვის გვერდის ავლაში მთავარ იარაღად იქცევა. სწორედ ეს თვისება ახასიათებს კრიპტოვალუტა დოჯქოინსაც.
აქტივი ცნობილია ტრანზაქციების სისწრაფით, რაც მას კრიპტო მომხმარებლებს შორის ძალიან პოპულარულ ქოინად აქცევს.
- მოულოდნელობა - ფეხბურთში შემტევთათვის მოულოდნელობა ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა. როდესაც მოწინააღმდეგე ფეხბურთელი შენს გარკვეულ ქმედებას არ ელის, ეს მისთვის დამაბნეველია.
დოჯქოინიც საკმაოდ მოულოდნელი აქტივია, როდესაც ინვესტორები არ ელიან, სწორედ მაშინ შეიძლება გაიზარდოს კრიპტოს ფასი.
Shiba Inu (SHIB)
კრიპტო შემადგენლობაში მნიშვნელოვანი თავდასხმითი როლი აკისრია შიბა ინუსაც, რომელმაც თავისი თვისებებიდან გამომდინარე მარჯვენა ვინგერის როლი შეითავსა.
კრიპტოვალუტა მისი დანიშნულებიდან და თვისებებიდან გამომდინარე ზედმიწევნით ეხმიანება ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელის საჭიროებებს, იქნება ეს სისწრაფე, მოულოდნელობის ეფექტის ქონა თუ სხვა თვისება.
რა მახასიათებლები აქვს კრიპტოვალუტა შიბა ინუს (SHIB)?
- მაღალი ენერგია - თავდამსხმელებსა და კონკრეტულად ვინგერებს, მოედანზე ყველაზე დიდი ჯაფა ადგებათ, რადგან მათ ყველაზე დიდი ფართობი უნდა დაფარონ. სწორედ ამიტომ, ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელები მაღალი ენერგიითა და გამძლეობით გამოირჩევიან.
მაღალია შიბა ინუს სავაჭრო მოცულობაც, რაც აქტიურ კრიპტო ბაზარში გამოიხატება, სადაც მომხმარებლებს კრიპტოს ყიდვა გაყიდვა მომენტალურად, დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ.
- მრავალფეროვნება - იმისათვის, რომ ფეხბურთელის თამაში სწორხაზოვანი და მარტივად გამოსაცნობი არ გახდეს, საჭიროა მრავალფეროვნება. სწორედ ეს მოეთხოვებათ თავდამსხმელებსა და ვინგერებს.
ზუსტად ასეთი კრიპტოვალუტაა შიბა ინუც. მისი ქსელის წყალობით ის ნამდვილად მრავალფეროვანი კრიპტო აქტივია - კრიპტოს ყიდვა შეგიძლია როგორც ტრადიციულად, საინვესტიციო მიზნებისათვის, ასევე მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც საგადახდო საშუალებად ან სხვადასხვა დეცენტრალიზებული ფინანსების ინდუსტრიაში ოპერირებად აქტივად.
Pepe (PEPE)
ჩვენი კრიპტო ნაკრების ბოლო და ერთ-ერთი მთავარი პოზიცია ცენტრალური თავდამსხმელია. ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელის მთავარი ამოცანა რაც შეიძლება ბევრი გოლის გატანაა.
ხშირად, ამ პოზიციაზე მოასპარეზე ფეხბურთელებს განსაკუთრებული ლიდერული თვისებებიც აქვთ ხოლმე.
რა მახასიათებლები აქვს კრიპტოვალუტა PEPE-ს?
- ლიდერობა - როგორც თავდამსხმელი ასრულებს გუნდის ცენტრალური მოთამაშის მოვალეობას, სწორედ ასეა PEPE მიმქოინებს დიდ ინდუსტრიაში.
პეპე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტაა და შესაბამისად, მისი წყალობით მიმქოინების პოპულარობაც იზრდება, ინდუსტრიაში ის ამ როლით ნამდვილი ლიდერია და მომხმარებლებს მიმქოინების კულტურაც გააცნო.
- ფეთქებადობა - ცენტრალური თავდამსხმელისათვის ფეთქებადი ხასიათი მნიშვნელოვანია. როდესაც სიტუაცია წყნარია და არსაიდან ფეხბურთელს გოლი გააქვს, თამაშის სცენარი უეცრად იცვლება.
სწორედ ასეა კრიპტოვალუტა პეპე. მისი ფეთქებადი ბუნებიდან გამომდინარე, ხშირად დაფიქსირებულა კრიპტოს ფასის სწრაფი და უეცარი ზრდა.
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა?
თუ ჩვენს ბლოგსა და ნაკრებში მოხვედრილი კრიპტოვალუტებით დაინტერესდი და კრიპტოს ყიდვა გადაწყვიტე, მაშინ ამაში ბირჟა დაგეხმარება.
ბირჟები არიან პლატფორმები, რომლებიც მომხმარებლებს უსაფრთხო და კომფორტულ სივრცეში კრიტოს ყიდვა გაყიდვისა და გადაცვლის საშუალებას აძლევენ. ასეთები ქართულ ბაზარზე მრავლად არიან, იქნება ეს კრიპტალი, Coinmania, Mycoins თუ სხვა.
თუ ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამ ან სულაც უკვე გამოცდილი კრიპტო თრეიდერი ხარ, მაშინ არჩევანი Cryptal-ზე უნდა შეაჩერო.
ჩვენთან კრიპტოს ყიდვა ორი მარტივი, სწრაფი და იაფი მეთოდით შეგიძლია - კონვერტაცია და Spot ბირჟა.
კონვერტაცია - კრიპტოს ყიდვა მომენტალურად
კონვერტაციის დახმარებით კრიპტოს ყიდვა რამოდენიმე წამში, ზედმეტი ლოდინის გარეშე შეგიძლია. ის განკუთვნილია დამწყებთათვის - თუკი კრიპტოში ახალი ხარ და კრიპტოვალუტას სულ პირველად ყიდულობ, მაშინ კონვერტაცია საშენოა.
- შედიხარ კრიპტალზე
- აირჩიე კრიპტოს შეძენა
- მიუთითე სასურველი კრიპტო და სტაბილური ვალუტა - Doge, Pepe ან Shiba Inu
- მიუთითე კრიპტოვალუტის რაოდენობა - რამდენის ყიდვა გსურს
- დაკლიკე ყიდვა
Spot ბირჟა - კრიპტოს საუკეთესო ფასი
ბირჟა ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციონალია. აქ კრიპტოს ყიდვა გაყიდვის სურვილის მქონე ადამიანები ერთ ციფრულ სივრცეში იკრიბებიან და სასურველ კრიპტო აქტივებს ერთმანეთში ცვლიან.
ბირჟაზე ათავსებ კრიპტოს ყიდვა გაყიდვის მოთხოვნას, რომელსაც სხვაგვარად Order ჰქვია. მოთხოვნაში კი უთითებ, რომელი კრიპტოვალუტის და რა რაოდენობის ყიდვა ან გაყიდვა გსურს. შემდგომ კი, ელოდები ადამიანს, რომელიც შენს მიერ მოთხოვნილ კრიპტოვალუტას ყიდის, შეთავაზებული ფასი კი, მისთვის მისაღებია. ასეთის გამოჩენის შემთხვევაში ბირჟაზე გარიგება შედგება, ანუ ორდერი დაიხურება. შენ მიიღებ კრიპტოვალუტას, მეორე ადამიანი კი სტაბილურ კრიპტოს (ქართული ლარით, ა.შ.შ. დოლარითა ან/და ევროთი გამყარებულ ციფრულ ვალუტას).
გაითვალისწინე, ბირჟაზე ორი დამატებითი ფუნქცია არსებობს, რომელიც ადამიანებს ავტომატიზაციასა და პროცესის გამარტივებაში ეხმარება.
ა. Market Order - ფუნქცია, რომლის დახმარებითაც ბირჟა ავტომატურად გაწვდის იმ მომენტში ბაზარზე არსებულ საუკეთესო ფასს.
ბ. Limit Order - ფუნქცია, რომლის დახმარებითაც შენ თავად უთითებ ფასის მინიმალურ და მაქსიმალურ დიაპაზონს, რომლის სანაცვლოდაც მზად ხარ კრიპტოვალუტა იყიდო.
ბირჟა შენს მიერ მითითებულ შუალედში ეძებს გასაყიდად გამოტანილ აქტივებს და პოვნის შემთხვევაში ავტომატურად ყიდულობს ან ყიდის მას.
გაითვალისწინე, Spot ბირჟა შედარებით გამოცდილი თრეიდერებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა აქ კრიპტოს ყიდვა გაყიდვა საუკეთესო და ყველაზე მომგებიან ფასად არის შესაძლებელი.