Სარჩევიchevron-down
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი და კრიპტოვალუტები
კრიპტო ნაკრების მეკარე - ბიტკოინი (BTC)
რა მსგავსება არსებობს საფეხბურთო მეკარის პოზიციასა და ბიტკოინს შორის?
სად შეიძლება ბიტკოინის ყიდვა?
შეჯამება - ბიტკოინი და EURO 2024
Georgian Wording and Crypto Football Team 1000x300
2024-06-21clock5 minutes

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი და კრიპტოვალუტები

თითქმის ერთ კვირაზე მეტია რაც EURO 2024 დაიწყო და მასში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმაც პირველად მიიღო მონაწილეობა.

საქართველოში ტურნირის ჩვენების ერთ-ერთი სპონსორი კრიპტო ბირჟა კრიპტალიც არის. ამ ბლოგში კი გაიგებ, როგორი იქნებოდა კრიპტოვალუტებს ეროვნული ნაკრები რომ ჰყოლოდა, უფრო კონკრეტულად კი, მოგიყვებით კრიპტო ნაკრების კარის დარაჯის პოზიციაზე და რატომ ითამაშებდა აქ ბიტკოინი.

კრიპტო ნაკრების მეკარე - ბიტკოინი (BTC)

ფეხბურთში პოზიციების ათვლა სულ პირველი ნომრიდან, ანუ მეკარისგან იწყება. ეს პოზიცია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, როგორც უშუალოდ სათამაშო ასპექტში, ასევე მოტივაციური კუთხითაც.

ხშირად ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებს არა მხოლოდ ბურთის მოგერიებისა და გათამაშების ნიჭი აქვთ, არამედ სხვა თვისებებიც გამოარჩევთ, მაგალითად როგორიც არის ლიდერობა.

კარგს გუნდს აუცილებლად ესაჭიროება კარგი და ძლიერი მეკარე. კაპიტნებიც ამ პოზიციებიდან არც თუ იშვიათი სანახავია ფეხბურთში.

სწორედ ამიტომ, კრიპტო ნაკრების მეკარე აუცილებლად ბიტკოინი იქნებოდა. ეს კრიპტოვალუტა CoinMarketCap-ის სათავეში, მეკარის პოზიციის მსგავსად, პირველია ჯამური საბაზრო კაპიტალიზაციით, ფასითა და ვაჭრობის მოცულობით. ამ ყველაფრის კომბინაციით კი, ეს ციფრული აქტივი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა დამსახურებულად არის.

რა მსგავსება არსებობს საფეხბურთო მეკარის პოზიციასა და ბიტკოინს შორის?

  • პირველობა - როგორც ვახსენეთ, მეკარე გუნდის ნომერი პირველი მოთამაშეა. ზუსტად ისე, როგორც ბიტკოინი კრიპტოვალუტების სამყაროში.

    CoinMarketCap-ის მონაცემებით, ბიტკოინი ყველაზე პოპულარული კრიპტო აქტივია. მას ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს, ბიტკოინის ფასი კი, ციფრულ აქტივებს შორის ყველაზე მაღალია და ამჟამად მისი ღირებულება $62,000-ის ფარგლებში მერყეობს.

  • ლიდერობა - მეკარე ხშირად გუნდის მთავარი ლიდერია და მის მაგალითს მიჰყვება მთელი გუნდიც. ზუსტად ასეა ბიტკოინიც, ეს ციფრული აქტივი კრიპტო სამყაროს ნამდვილი ლიდერია და მის „მაგალითს“ მიჰყვება სხვა აქტივებიც. თუკი ბიტკოინის ფასი იზრდება, იმატებს სხვა ციფრული აქტივების ღირებულებაც.

სად შეიძლება ბიტკოინის ყიდვა?

თუ კრიპტოს ყიდვა მოგინდა, მაშინ ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი ისეთი კრიპტო ბირჟების გამოყენებაა, როგორიც მაგალითად Cryptal, Coinmania, ბაინანსი და სხვები არიან.

ბირჟები მომხმარებლებს სთავაზობენ უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს კრიპტოს ყიდვა გაყიდვისათვის და ვაჭრობისათვის. ისინი ციფრული აქტივებით დაინტერესებულ ადამიანებს ერთ სივრცეში ერთმანეთთან აკავშირებენ, სწორედ ამიტომ არის ბირჟები ბიტკოინისა და სხვა ქოინების შესაძენად კარგი გზა.

კრიპტალი კი, მომხმარებლებს ბაზარზე არსებულ საუკეთესო კურსებსა და საკომისიოებს სთავაზობს ყველა პოპულარულ ციფრულ აქტივზე. აქ შენთვის ბიტკოინის ყიდვა მომგებიანი და მოსახერხებელი იქნება, დამწყები ხარ თუ უკვე გამოცდილი ინვესტორი. ამისათვის კი, ორი გზა გაქვს:

  • კონვერტაცია - არის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც სასურველ კრიპტოვალუტას მომენტალურად, სულ რამოდენიმე წამში იყიდი და თანაც რამოდენიმე კლიკში, ზედმეტი პროცედურების გარეშე.

    უბრალოდ ირჩევ, რომელი კრიპტოვალუტა გინდა შეიძინო, რა რაოდენობით და რომელი სტაბილური ქოინით გინდა ქოინის ყიდვა - TOGEL, TOUSD თუ TOEUR.



    - შედიხარ კრიპტალზე
    - აირჩიე ბიტკოინი
    - მიუთითე სასურველი სტაბილური კრიპტოვალუტა
    - მიუთითე კრიპტოს რაოდენობა
    - დააკლიკე ყიდვა-ს



  • Spot ბირჟა - არის ადგილი, სადაც თავს იყრიან კრიპტოს ყიდვა გაყიდვის მსურველები. კრიპტალი კი მათ საშუალებას აძლევს აქტივები უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში გაცვალონ.

    თუკი ბიტკოინის ყიდვა Spot ბირჟაზე გადაწყვიტე, ის შემდეგნაირად მუშაობს: ათავსებ მოთხოვნას, რომ გსურს გარკვეული რაოდენობის კრიპტოს ყიდვა და მზად ხარ სანაცვლოდ კონკრეტული რაოდენობის თანხა გადაიხადო. თუკი მეორე მხარეს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მზად იქნება შენს მიერ მოთხოვნილი რაოდენობის აქტივები მითითებულ ფასად დაგითმოს, თრეიდიც შედგება.

    გაითვალისწინე, ბირჟას აქვს ორი მოსახერხებელი ფუნქცია:
    ა. Market Order - რომლის დახმარებითაც პლატფორმა ბირჟაზე ავტომატურად გაწვდის იმ მომენტში ბირჟაზე არსებულ საუკეთესო ფასს შენს მიერ მოთხოვნილ კრიპტოვალუტაზე.

    მაგალითად: თუკი ბირჟაზე ბიტკოინს 5 ადამიანი ყიდის, მარკეტ ორდერის ფუნქცია შენ ყველაზე დაბალი ფასის მქონე თრეიდერთან დაგაკავშირებს.

    ბ. Limit Order - არის ფუნქცია, რომლის გამოყენებითაც შენ თვითონ უთითებ ფასის იმ მაქსიმალურ და მინიმალურ ლიმიტებს, რომლის გადასახდელადაც მზად ხარ, ბირჟა კი, შენს მიერ მითითებულ ლიმიტების შუალედში დაგაკავშირებს საუკეთესო ფასის მქონე თრეიდერთან.

    მაგალითად: წინასწარ უთითებ შენთვის მისაღებ ფასის დიაპაზონს და პლატფორმას ორდერს აძლევ, რომ თუკი შენს მიერ მითითებულ დიაპაზონში, პირობითად 55,000-დან 58,000-ის ფარგლებში, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ყიდის კრიპტოს, ორდერი დაკმაყოფილდეს და თრეიდი შედგეს. თუკი ასეთ დიაპაზონში გასაყიდი კრიპტო არ გამოჩნდება, ბირჟა დაელოდება მანამ, სანამ მითითებული პირობები არ დაკმაყოფილდება.

შეჯამება - ბიტკოინი და EURO 2024

ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი EURO 2024 აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, მისი ტრანსლირების სპონსორი კი, კრიპტალია.

შეიძლება ერთი შეხედვით წარმოუდგენელი იყოს, მაგრამ ბიტკოინი და ფეხბურთი ერთმანეთს ჰგავს, უფრო კონკრეტულად კი, მეკარის პოზიცია. კრიპტოს რომ ნაკრები ჰყოლოდა და იქ ბიტკოინს ეთამაშა, ის აუცილებლად მეკარე იქნებოდა.

ისევე როგორც მეკარის პოზიცია არის ნომერი ერთი და მას აუცილებლად ლიდერული თვისებები უნდა ჰქონდეს, ასევეა ბიტკოინი, რომელიც ნომერი პირველი აქტივია თითქმის ყველა მონაცემით - საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია, ფასი და ა.შ.

რაც შეეხება ლიდერობას, ბიტკოინის შემთხვევაში ეს მხოლოდ სტატიკურ ციფრებში არ გამოიხატება, არამედ მისი ბიტკოინის ფასის ზრდა მნიშვნელოვნად მოქმედებს სხვა კრიპტო აქტივებზეც.

Support