Სარჩევი
10₾ კრიპტო ვაუჩერი საჩუქრად - Cryptal და PayBox!
როგორ შეიძლება კრიპტო ვაუჩერის გამოყენება?
რა უპირატესობები აქვს Cryptal და PayBox გამოყენებას?

2025-06-11
3 minutes
10₾ კრიპტო ვაუჩერი საჩუქრად - Cryptal და PayBox!
Cryptal-ზე, PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დახმარებით, კრიპტოს ყიდვა უკვე ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომია. თუმცა დღეიდან უკვე მომგებიანიც არის!
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტალზე 100₾ მეტი ღირებულების მქონე ციფრული აქტივების ყიდვისას მომხმარებლები დამატებით, 10₾-ის კრიპტო ვაუჩერს იღებენ საჩუქრად.
როგორ შეიძლება კრიპტო ვაუჩერის გამოყენება?
იმისათვის, რომ 10₾-იანი კრიპტო ვაუჩერის გამოყენება შეძლო, საჭიროა Cryptal-ის ანგარიში და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, შემდგომ კი მიჰყევი ინსტრუქციას:
- აპარატში მოიძიე ფინანსური მომსახურება
- აირჩიე კრიპტო
- მონიშნე Cryptal
- გაიარე ავტორიზაცია პირადი ნომრით - ამის შემდგომ, ეკრანზე გამოჩნდება ველი, სადაც პრომო კოდის შეყვანა შეგეძლება:

- შეიყვანე პრომო კოდი

- იყიდე 100₾ ან 100₾-ზე მეტი ღირებულების კრიპტო აქტივი
- ბონუს კრიპტო ავტომატურად ჩაირიცხება მიმღების ანგარიშზე
რა უპირატესობები აქვს Cryptal და PayBox გამოყენებას?
- მარტივია - PayBox-ით სარგებლობა ყველასთვის კარგად ნაცნობია და რთულ პროცედურებს არ უკავშირდება. ზუსტად ასევეა ამ გზის გამოყენებით კრიპტოს ყიდვა. არ აქვს მნიშვნელობა გამოცდილებას, სასურველ ციფრულ აქტივამდე რამდენიმე კლიკია.
- სწრაფია - ამ მეთოდის დახმარებით ნაყიდი ციფრული ვალუტა მომხმარებლის ან მიმღების ანგარიშზე მომენტალურად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე აისახება. თუკი კრიპტოს შეძენის დროს სისწრაფე მნიშვნელოვანია, მაშინ PayBox იდეალური არჩევანია.
- კომფორტულია - თუ მომხმარებელს არ სურს საბანკო სერვისების გამოყენება, მაშინ PayBox იძლევა უნიკალურ საშუალებას - იყიდო კრიპტო ბანკის ჩარევის გარეშე. საჭიროა მხოლოდ კრიპტალის ანგარიში და ნაღდი ფული.
- ხელმისაწვდომია - განსხვავებით ბანკებისაგან, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ყოველ დღე, 24/7-ზე ფუნქციონირებენ. მომხმარებელს კრიპტოს ყიდვა, იქნება ეს ბიტკოინი, ლაითქოინი თუ სხვა, საქართველოს მასშტაბით განთავსებული 1000-ზე მეტი PayBox-ის აპარატის დახმარებით შეუძლია.
- მომგებიანია - Cryptal-სა და PayBox-ის წყალობით, კრიპტოს ყიდვა უკვე მომგებიანია და მომხმარებლებს დამატებით საჩუქრად, 10₾ კრიპტო ვაუჩერის მიღება შეუძლიათ.