Სარჩევიchevron-down
Private Keys, კრიპტო საფულე და უსაფრთხოება - რას გაიგებ?
რა არის Private Keys?
რა რისკებს მოიცავს Private Keys დაკარგვა?
როგორ შევინახო Private Keys?
კრიპტო საფულის აღდგენა Private Key-ის დახმარებით?
Digital Key with Bitcoin logo and Georgian Text
2024-01-12clock5 minutes

Private Keys, კრიპტო საფულე და უსაფრთხოება - რას გაიგებ?

კრიპტოვალუტების ტურბულენტურ და საინტერესო სამყაროში შენი აქტივების უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. კრიპტო უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი კი, Private Key-ია.

კრიპტო საფულე აქტივების შესანახად ერთი ნაწილია, ხოლო Private Key კი მეორე. თუკი დაკარგულ საფულესთან წვდომის აღდგენა გინდა, მაშინ ეს უკანასკნელი უმნიშვნელოვანესია და აქ გაიგებ, როგორ დაგეხმარება ის, დაიბრუნო წვდომა შენს კრიპტოვალუტებთან.

რა არის Private Keys?


კრიპტო ინდუსტრიაში ნებისმიერი კრიპტო საფულის არქიტექტურის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კრიპტოგრაფიული გასაღებია. ეს გასაღებები, რომლებიც ყველა მომხმარებლის შემთხვევაში უნიკალურია, კრიპტო აქტივების შესანახად უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
Private Key ერთგვარ პაროლის როლს ასრულებს, რომლის მეშვეობითაც შენ წვდომა გაქვს შენს კრიპტო აქტივებთან, ხოლო Public Key ერთგვარი საბანკო ანგარიშია, რომელიც ტრანზაქციებისათვის გამოიყენება. რთული ალგორითმის წყალობით ჩამოყალიბებული ეს გასაღებები, ციფრული აქტივების უსაფრთხოების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საწყისი ნაბიჯია, რომელიც ერთგვარად ჩვენს საკუთრების უფლებას ადასტურებს საფულეში არსებულ კრიპტოვალუტებზე.


ტრადიციული საბანკო სისტემისგან განსხვავებით, სადაც დაკარგული ინფორმაცია შესაძლოა მარტივად აღდგეს, კრიპტოვალუტების სამყაროში დაკარგული გასაღები ყველაზე საშიში კოშმარია. როგორც ვახსენეთ, Private Key გადაჯაჭვულია საკუთრების უფლებასთან და მას ძალიან დიდი მოფრთხილება სჭირდება.


როგორ დავაგენერირო გასაღები?


როდესაც რომელიმე კრიპტოვალუტის შესანახად კრიპტო საფულეს შექმნი, ორი გასაღებიც ავტომატურად გენერირდება - Public Key და Private Key.
პროცესი სრულიად ავტომატურია.


როგორ დავიცვათ უსაფრთხოება?


საფულის შექმნისა და გასაღებების ავტომატურად დაგენერირებისთანავე, მფლობელი ვალდებულია, რომ Private Key უსაფრთხოდ შეინახოს და იგი არავის გაუზიაროს.


დამატებით, კრიპტო საფულის მფლობელებს აქვთ მოქნილობა, რომ გასაღები მრავალი მეთოდით შეინახონ და დაიცვან.

რა რისკებს მოიცავს Private Keys დაკარგვა?


ონლაინ უსაფრთხოებისა და კრიპტოვალუტების სფეროში პირად გასაღებზე დაკარგული წვდომა დიდ რისკებს უკავშირდება. სწორედ Private Key უკავშირდება უსაფრთხო ტრანზაქციები და საკუთრების დადასტურება. მისი დაკარგვა კი, შენი კრიპტოვალუტების დაკარგვას ნიშნავს.
შენი Private Key-ის მოპარვა ან დაკარგვა კი, შეიძლება სერიოზული ლეგალური ღონისძიებების მიღების წინაპირობა გახდეს - იდენტობის მითვისება, სხვისი აქტივების მითვისება, პერსონალური მონაცემების მოპარვა და ა.შ.


Private Key-ის დაკარგვასთან დაკავშირებული რისკების უკეთ გასაანალიზებლად, შეგვიძლია კრიპტო ინდუსტრიიდან რამოდენიმე კარგი მაგალითი მოვიყვანოთ.
სწორედ ასეთ მაგალითს წარმოადგენს ჯეიმს ჰოველისა და სტეფან ტომასის შემთხვევები. IT სფეროში მომუშავე ჯეიმს ჰოველმა 2013 წელს შემთხვევით ის მყარი დისკი დააზიანა, რომელზეც მისი Private Key და შესაბამისად, ბიტკოინი ინახებოდა. დღევანდელი მონაცემებით შეფასებულია, რომ მყარ დისკზე არსებული აქტივების რაოდენობა რამოდენიმე მილიონი ა.შ.შ დოლარის ექვივალენტია, მისი აღდგენა კი, შეუძლებელია.


გაცილებით დრამატული შემთხვევა კი, სტეფან ტომასს გადახდა თავს, რომელსაც დაავიწყდა პაროლი, ანუ Private Key. მის საკუთრებაში არსებული 7,022 BTC კი, რომელიც რამოდენიმე ათეული მილიონის ღირებულებისაა, IronKey-ის მყარ დისკშია გაჭედილი. სტეფანს რამოდენიმე კომპანიამ შესთავაზა დახმარება და პაროლის აღდგენა, თუმცა მათ თანხმობა ჯერ არ მიუღიათ.

როგორ შევინახო Private Keys?


პირადი გასაღების შენახვა უმნიშვნელოვანესია ყველა კრიპტო თრეიდერისა და ინვესტორისთვის, რათა „პაროლის“ დავიწყების, ან სხვა უცაბედი მოვლენების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს აქტივებზე წვდომა.
ამისათვის რამოდენიმე მეთოდი არსებობს:


ქაღალდის საფულე: პირადი გასაღების შენახვის ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული და გავრცელებული საშუალება ქაღალდის საფულეებია. ამგვარი ტიპის საფულეები დაცულნი არიან ონლაინ შეტევებისგან და ისინი სრულიად ფიზიკური სახის არიან.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ჩვეულებრივი ქაღალდი, რომელზეც შენი გასაღებია დაწერილი.


თუმცა, ქაღალდის საფულეს საკუთარი მინუსები აქვს. ფიზიკური ნივთები ძალიან მარტივად შეიძლება დაგვეკარგოს და სწორედ ამ რისკის წინაშე დგას ქაღალდის საფულეც. გარდა ამისა, Private Key-ის შეყვანა ტრანზაქციებისთვის აუცილებელია და ყოველ ჯერზე, ფურცლიდან უამრავ ციფრიანი და ასოიანი კოდის გადაწერა, სირთულეებს უკავშირდება.

Hardware საფულე: თუკი არჩევანს ამგვარ მოწყობილობაზე შეაჩერებ, იცოდე, რომ ისინი სპეციფიკურად შექმნილნი არიან შენი პირადი გასაღების ოფლაინ რეჟიმში შენახვაზე, რაც გაცილებით მაღალი უსაფრთხოების სტანდარტია, ვიდრე ონლაინ საფულეები და მოწყობილობები.
ამგვარი ტიპის მოწყობილობები გაცილებით კომფორტული და უსაფრთხოა, თუმცა მათაც ახასიათებთ გარკვეული რისკები, ისევე როგორც ყველაფერს. შესაძლოა დაზიანდნენ ან სულაც, ქაღალდის საფულის მსგავსად, დაიკარგონ.

Online საფულე: ჩვენს მიერ ნახსენები ორი ალტერნატივისგან განსხვავებით, ქაღალდის საფულე და Hardware საფულე, ონლაინ Software საფულეები გაცილებით დიდი მოქნილობითა და კომფორტულობით გამოირჩევიან.
თუმცა, ინტერნეტთან მუდმივი კავშირი, ამ ტიპის კრიპტო საფულეებს, შედარებით დაუცველს ხდის ონლაინ ჰაკერული თავდასხმებისგან, სადაც შენი პირადი გასაღები შეიძლება მოპარვის საფრთხის ქვეშ დადგეს.

კრიპტო საფულის აღდგენა Private Key-ის დახმარებით?


Private Key-ის დაცულად შენახვა უმნიშვნელოვანესი მომენტია, თუმცა საფულის აღდგენაც არა-ნაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპია:

ნაბიჯი 1: შეაგროვე მასალები
დაკარგული ან დავიწყებული საფულის აღდგენა პროცესია, რომლის დროსაც ყველა საჭირო მასალის წინასწარ შეგროვება გმართებს. ამ პროცესში იგულისხმება შესაბამისი საფულის, იქნება ის Hardware თუ ონლაინ, პროგრამის ჩამოტვირთვა.
გახსენი პროგრამა, დაიწყე ინსტალაცია და მიჰყევი ინსტრუქციას. გაითვალისწინე, პროგრამა მხოლოდ ოფიციალური წარმომადგენლის ვებ-გვერდიდან უნდა ჩამოტვირთო.

ნაბიჯი 2: საფულის აღდგენა
პროგრამის დაინსტალირების შემდგომ, შენ უკვე წვდომა გაქვს შენს საფულესთან, თუმცა აქტივების სამართავად გჭირდება შენი ანგარიშის პროგრამაში იმპორტი, რისთვისაც უნდა აირჩიო - Import Private Key.
გაითვალისწინე, პროგრამის მეშვეობით საფულის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ და Hardware საფულეების შემთხვევაში.

ნაბიჯი 3: დადასტურება და უსაფრთხოება
Private Key-ის შეყვანის შემდგომ, პროგრამა დაადასტურებს შენს ავთენტურობას, რის შემდგომაც წვდომა გეხსნება საკუთარ ციფრულ აქტივებზე.
თუმცა საფულის აღდგენა, ამით არ სრულდება, აუცილებელია მისი უსაფრთხოება, ახალი პაროლის დაყენებით ან 2FA აპლიკაციების გამოყენება.

საფულის აღსადგენად არსებობს კიდევ ერთი გზა და მას საიდუმლო ფრაზა ჰქვია. საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ დაგენერირებული სიტყვები, რომლებიც შენ თავად, ხელით უნდა შეიყვანო.
გაითვალისწინე, კრიპტო საფულის მსგავსად, საიდუმლო ფრაზის უსაფრთხოდ შენახვაც არა-ნაკლებ მნიშვნელოვანია. ეს მეთოდი კი, მოსახერხებელია იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც ციფრულ საშუალებებს ტრადიციულ მეთოდებს ამჯობინებენ.
მაგრამ, როგორც ვახსენეთ, საიდუმლო ფრაზები ნაკლებ კონფიდენციალური საშუალებაა და მისი უსაფრთხოდ, ყველასაგან დაცულად შენახვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად კრიპტო საფულის უსაფრთხოება.

Support