
Cryptal მხარს უჭერს DGFI 2026: ციფრული ფინანსები და ინოვაციები თბილისში
ციფრული ფინანსები ყოველდღიურად ცვლის იმას, თუ როგორ ვიხდით, ვაგზავნით თანხას და ვიყენებთ ფინანსურ სერვისებს. ამ ცვლილებების უკეთ გასაგებად მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც ახალი იდეები, პრაქტიკული გამოცდილება და ინდუსტრიის ხედვები ერთმანეთს ხვდება.
სწორედ ასეთ შესაძლებლობას ქმნის DGFI 2026, საერთაშორისო ციფრული ფინანსების კონფერენცია თბილისში. Cryptal მხარს უჭერს ღონისძიებას და ციფრულ ინოვაციებზე საუბარს, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების უკეთ გაცნობასა და მათ მიმართ ინტერესის გაღვივებას უწყობს ხელს.
რა არის DGFI 2026 და სად გაიმართება კონფერენცია?
DGFI 2026 გაიმართება 2026 წლის 30-31 ოქტომბერს, Pullman Tbilisi, Axis Towers-ში. ორი დღის განმავლობაში კონფერენცია გააერთიანებს საერთაშორისო სპიკერებს, ფინანსური და ფინტექ სექტორის ლიდერებს, ინვესტორებსა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებს.
ღონისძიების მთავარი ფოკუსი ციფრული ფინანსების განვითარებაა: რა შესაძლებლობებს ქმნის ახალი ტექნოლოგიები, როგორ იცვლება ფინანსური მომსახურება და რომელი მიმართულებები იმსახურებს მეტ ყურადღებას. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში შეკრება მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, მოისმინონ განსხვავებული ხედვები და უკეთ გაეცნონ საკითხებს, რომლებიც ფინანსების მომავალთან არის დაკავშირებული. კონფერენცია საინტერესო იქნება როგორც სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის, ისე მათთვის, ვისაც ციფრული ეკონომიკის განვითარება აინტერესებს.
ციფრული აქტივებიდან ტოკენიზაციამდე: კონფერენციის მთავარი თემები
ციფრული ფინანსები მხოლოდ კრიპტო აქტივებით არ შემოიფარგლება. ის მოიცავს გადახდებს, აქტივების მართვას და ტექნოლოგიებს, რომლებიც ფინანსურ სერვისებთან ურთიერთობას ცვლის. DGFI 2026-ის მთავარი თემები ამ მრავალფეროვნებას ასახავს:
- ციფრული აქტივები: რა ადგილი უკავია მათ თანამედროვე ფინანსებში და როგორ შეიძლება მათი გამოყენება სხვადასხვა საჭიროებისთვის.
- სტაბილური ქოინი: როგორ მუშაობს კრიპტო აქტივები, რომელთა მიზანია კონკრეტულ ვალუტასთანან სხვა აქტივთან მიმართებით სტაბილური ღირებულებისშენარჩუნება.
- ტოკენიზაცია: როგორ შეიძლება აქტივის ან მასთან დაკავშირებული უფლებების ციფრული ტოკენით წარმოდგენადა რატომ აინტერესებსეს მიმართულება ფინანსურ სექტორს.
- ციფრული გადახდები: როგორ ვითარდება თანხის გადახდისა და გადარიცხვის გზები და რა როლი აქვს ამ პროცესში მომხმარებლის გამოცდილებას.
- ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება: როგორ პასუხობს ფინტექი ადამიანებისა და ბიზნესებისსაჭიროებებს და რა შესაძლებლობებს აჩენს ახალი მიდგომები.
ამ თემების გაცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ტექნოლოგიური ტერმინები ყოველდღიურ საუბარში სულ უფრო ხშირად გვხვდება. მათი პრაქტიკული მნიშვნელობის გაგება გვეხმარება, უკეთ დავინახოთ, კონკრეტულად რა იცვლება მომხმარებლისთვის, ბიზნესისთვის და მთლიანად ფინანსური ეკოსისტემისთვის.
მსგავს საინტერესო თემატიკაზე სასაუბროდ DGFI 2026-ის ფარგლებში 100-ზე მეტი სპიკერი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის არიან: საქართველოს ფინტეკ ასოციაციის Chairman დავით კიკვიძე, Tether-ის გაფართოების ხელმძღვანელი ფაბიო ბალიო, Cardano Foundation-ის ელჩი ენდრიუ თორნჰილი და სხვები. სრული სიის სანახავად ეწვიე ვებ-გვერდს.
რატომ უჭერს Cryptal მხარს ციფრულ ინოვაციებს?
Cryptal-ის მიზანია, კრიპტო უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია როგორც სერვისების განვითარება, ისე ცოდნის გაზიარება და სივრცეების მხარდაჭერა, სადაც ადამიანებს ახალი ფინანსური შესაძლებლობების გაცნობა შეუძლიათ.
DGFI 2026-ის მხარდაჭერაც ამ ხედვას ეხმიანება. ინდუსტრიის განვითარებისთვის საჭიროა საუბარი იმაზე, როგორ გამოიყენება ტექნოლოგია რეალურ ცხოვრებაში, რა საჭიროებებს პასუხობს და როგორ შეიძლება მისი უკეთ გაგება. მსგავსი ღონისძიებები აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც ამ კითხვებზე განსხვავებული გამოცდილება და ხედვა აქვთ. Cryptal-ისთვის ციფრული ინოვაციების მხარდაჭერა სწორედ ასეთი დიალოგისა და ინტერესის წახალისებასაც გულისხმობს.
სპეციალური შეთავაზება Cryptal-ის ქომუნითისთვის
თუ DGFI 2026-ზე დასწრებას გეგმავ, შეგიძლია აირჩიო შენთვის სასურველი ფორმატი. Cryptal-ის ქომუნითისთვის VIP ბილეთებზე მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება, რომლის მისაღებადაც უნდა გამოიყენო პრომოკოდი CryptalCommunity.
დასწრების ორი შესაძლებლობაა:
- Regular Pass: თავისუფალიდასწრებისთვის გაიარე რეგისტრაცია Luma-ზე.
- VIP Pass: შეიძინე VIP ბილეთი TKT-ზე და გამოიყენე პრომოკოდი CryptalCommunity, რათა მიიღო 25%-იანი ფასდაკლება.
შეარჩიე დასწრების ფორმატი, გაიარე რეგისტრაცია ან შეიძინე ბილეთი შესაბამის ბმულზე. VIP ბილეთის შეძენისას ფასდაკლების მისაღებად პრომოკოდის გამოყენება არ დაგავიწყდეს.
შეჯამება
შევხვდებით 30-31 ოქტომბერს, Pullman Tbilisi, Axis Towers-ში, სადაც ორი დღის განმავლობაში ყურადღების ცენტრში ციფრული აქტივები, ფინანსური ტექნოლოგიები და ინოვაციები იქნება.
შემოუერთდი DGFI 2026-ს და გაეცანი თემებს, რომლებიც ციფრული ფინანსების განვითარებას განსაზღვრავს. გამოიყენე შესაძლებლობა, მოუსმინო სფეროს წარმომადგენლებს და აღმოაჩინო ახალი იდეები.