Სარჩევიchevron-down
ფულის გამომუშავება Binance Alpha-ში - აირდროპები და სხვა ბონუსები
როგორ მუშაობს პლატფორმა?
ჯილდოს მიღების 4 გზა
როგორ მიმდინარეობს პროცესი?
როგორ შეუერთდე აირდროპს?
binance-alpha-airdrop-1000x300
2025-11-13clock5 minutes

ფულის გამომუშავება Binance Alpha-ში - აირდროპები და სხვა ბონუსები

თუ კრიპტო სამყაროში ადრეული ეტაპის ინვესტიციებს ეძებ, Binance Alpha ზუსტად შენთვის არის შექმნილი. ეს არის პლატფორმა, რომელიც გაძლევს საშუალებას, აღმოაჩინო, ივაჭრო და ჩაერთო ადრეული ეტაპის პროექტებში.

გაითვალისწინე, რომ Binance Alpha-ზე არსებული ზოგიერთი ტოკენი შესაძლოა მომავალში Binance Exchange-ზე ლისტინგისთვის განიხილონ. თუმცა, ლისტინგი არასოდეს არის გარანტირებული. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ახლა იწყებ ინვესტირებას.

პლატფორმაზე ვაჭრობით, შენ დაიწყებ ე.წ. Alpha Points-ის ანუ კრიპტოს გამომუშავებას. ეს ქულები შენი ექსკლუზიური საშვია სპეციალურ ღონისძიებებზე. მათ შორისაა უფასო კრიპტოს აირდროპები, ტოკენის გენერაციის ღონისძიებები (TGE) და სხვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები.

Alpha Points-ის მიღება და გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის ეკოსისტემაში შენი აქტივობის სარგებელს. ამგვარად, პლატფორმა მიზნად ისახავს კრიპტო ენთუზიასტების გააქტიურებას და წახალისებას.

როგორ მუშაობს პლატფორმა?

კრიპტოს გამომუშავება პირდაპირ კავშირშია Alpha Points-თან. პლატფორმაზე ვაჭრობით, შენ დაიწყებ Alpha Points-ის დაგროვებას. შემდეგ, შენი Alpha Points-ის გამოყენებით, წვდომას იღებ ექსკლუზიურ ღონისძიებებზე, რომლებიც ჯილდოებს გპირდება. მათ შორისაა უფასო კრიპტოს (Airdrop) დარიგებები, ტოკენის გენერაციის ღონისძიებები (TGE) და სხვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები.

ციფრებს თუ გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ 2025 წლის აპრილიდან მოყოლებული, Binance Alpha-მ 221-ზე მეტი ტოკენი გამოუშვა Airdrops-ის, TGE-ების და Booster პროგრამების მეშვეობით. ეს მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ მსურვლეებს თავისუფლად აქვთ შესაძლებლობა გამოიმუშავონ უფასო კრიპტო აქტივები. მათი მიღების ზოგადი პროცესი კი, ასე გამოიყურება:

  1. ბაინანს ალფაზე ვაჭრობა
  2. ალფა ქულების დაგროვება
  3. ქულების პრიზებში/ღონისძიებების მოსაწვევებში გადაცვლა, სადაც უფასო კრიპტოა

ჯილდოს მიღების 4 გზა

უფასო კრიპტო Airdrops-ის მეშვეობით

აირდროპი მას შემდეგ აქტიურდება, რაც პროექტი Binance Alpha-ზე დაიშვება. ჯილდოების მიღება შესაძლებელია როგორც მყისიერად, "ვინც პირველი მივა, პირველი მიიღებს” პრინციპით, ასევე ორფაზიანი სისტემით. ეს სისტემა პრიორიტეტს ანიჭებს მომხმარებლებს, რომლებსაც უფრო მაღალი Alpha Points-ის ბალანსი აქვთ.

როდესაც აირდროპი აქტიურდება, გახსენი მისი გვერდი, რათა ზუსტად ნახო, რა გჭირდება მონაწილეობის მისაღებად. შენ იპოვი ორ მარტივ მოთხოვნას:

  • მინიმალური Binance Alpha Points-ის რაოდენობა, რომელიც უნდა გქონდეს დასაშვებად
  • Alpha Points-ის რაოდენობა, რომელსაც დახარჯავ ჯილდოების მისაღებად

გახსოვდეს, რომ თითოეული ღონისძიებისთვის საჭირო Alpha Points-ი შეიძლება განსხვავდებოდეს, ამიტომ ყოველთვის გადაამოწმე აირდროპების გვერდი მეტი დეტალებისთვის.

ადრეული წვდომა Token Generation Events (TGE)-ის მეშვეობით

პლატფორმაზე ტოკენის გენერაციის ღონისძიებები (TGE) გაძლევს ადრეულ წვდომას კრიპტო ტოკენებზე, სანამ ისინი საჯარო ვაჭრობისთვის გახდება ხელმისაწვოდმი. არსებობს TGE-ის სამი ტიპი:

  1. სტანდარტული TGE: ტოკენები შემოთავაზებულია ფიქსირებულ ფასად. ტოკენები დაუყოვნებლივ ხდება სავაჭროდ ხელმისაწვდომი, როგორც კი განაწილება დასრულდება.
  2. Bonding Curve-ზე დაფუძნებული TGE: ამ ტიპის TGE-ში ტოკენის ფასი დინამიურია და იცვლება მოთხოვნის მიხედვით ღონისძიების განმავლობაში. ტოკენები ნაწილდება მყისიერად და მათი გაცვლა შესაძლებელია Bonding Curve-ის გარემოში ღონისძიების მიმდინარეობისას. საჯარო ვაჭრობა იხსნება ღონისძიების დასრულების შემდეგ.
  3. BuildKey TGE მოდელი: BNB-ს დეპოზიტით, შენ მიიღებ BuildKey-ებს, რომლებიც უზრუნველყოფს შენი ტოკენის გამოყოფილ წილს. შეგიძლია ივაჭრო BuildKey-ებით Bonding Curve-ის ფულში გაშვებამდე, ან შეინახო ისინი და გადაცვალო პროექტის ტოკენებში TGE-ის დროს.

გაითვალისწინე, რომ თითოეული ტიპის TGE განსხვავებული მექანიკით მუშაობს, ამიტომ აუცილებლად ჩაატარე კვლევა, რათა დარწმუნდე, რომელი ტიპი გიხდება შენ საუკეთესოდ.

ჯილდოების დაჯავშნა Pre-TGE-ის მეშვეობით

Pre-TGE-ები ასევე გვთავაზობს ადრეულ წვდომას კრიპტო ტოკენებზე ფიქსირებულ ფასად, მაგრამ ერთი ძირითადი განსხვავებით. TGE-ისგან განსხვავებით, Pre-TGE-დან მიღებული ტოკენები დაბლოკილია (Locked) და მათი გაცვლა ან გადაცემა შეუძლებელია დაბლოკვის პერიოდის დასრულებამდე. პროექტი წყვეტს დაბლოკვის პერიოდის ხანგრძლივობას და შესაძლოა მოგვიანებით გამოაცხადოს. დაბლოკვის პერიოდის დასრულების შემდეგ, ტოკენები ხდება სავაჭროდ ხელმისაწვდომი და გამოსაყენებლად მზად.

არსებობს Pre-TGE-ის ორი ტიპი:

  1. სტანდარტული Pre-TGE: ეს მოდელი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ ტოკენები ფიქსირებულ ფასად საჯარო ლისტინგამდე და მხარს უჭერს პროექტების ფართო სპექტრს, მათ შორის ადრეული ეტაპის განვითარებაში მყოფებს.
  2. Pre-TGE - Prime Sale გამოცემა: Pre-TGE Prime Sale გამოცემა მომხმარებლებს სთავაზობს შედარებით უფრო მოწიფულ პროექტებზე ადრეულ წვდომას, რომლებიც განვითარების უფრო მაღალ დონეს აჩვენებენ.

დამატებითი ჯილდოების მოპოვება Booster პროგრამით

Booster პროგრამა არის On-Chain ქვესტები, რომლებიც, როგორც წესი, Pre-TGE-ის შემდეგ იმართება. მომხმარებლებს შეუძლიათ კრიპტოს გამომუშავება და დამატებითი ჯილდოების მიღება მარტივი დავალებების შესრულებით. Booster ჯილდოები ნაწილდება და მოთხოვნილია ფაზებად, პროექტის Vesting გრაფიკის შესაბამისად. გაითვალისწინე, რომ მონაწილეობა არ ღირს არცერთი Binance Alpha Point-ი. შენ უბრალოდ გჭირდება მინიმუმ 61 ქულის ქონა.

როგორ მიმდინარეობს პროცესი?

პროექტების უმეტესობა პლატფორმაზე სამი ძირითადი გზით ხვდება: სტანდარტული აირდროპი, Token Generation Event (TGE) ან Pre-TGE. როდესაც პროექტი Pre-TGE-ს ირჩევს, მას ხშირად მოყვება Booster პროგრამა, რომელიც უწყვეტ მონაწილეობას აჯილდოებს.

მთელი ამ პროცესის განმავლობაში, შენი Alpha Points ერთგვარი ბილეთების მსგავსად მუშაობს. ზოგიერთი ღონისძიება მოითხოვს, რომ Alpha Points დახარჯო ჯილდოს მოსათხოვად ან მონაწილეობის მისაღებად. სხვა ღონისძიებები კი უბრალოდ ამოწმებს, რომ საკმარისი ქულა გქონდეს კვალიფიკაციისთვის. ნებისმიერ ღონისძიებაზე დაკავშირებამდე, შეამოწმე ტოკენის Alpha გვერდი. ამით გაიგებ ფასს, რამდენი Alpha Points-ია საჭირო, როდის შეგიძლია ჯილდოს მოთხოვნა და როდის გახდება ტოკენი სავაჭროდ ხელმისაწვდომი.

როგორ შეუერთდე აირდროპს?

იმისთვის, რომ იპოვო მომავალი ან მიმდინარე Alpha ღონისძიებები, შეგიძლია გამოიყენო ერთ-ერთი შემდეგი გზა:

  • ბაინანსის აპლიკაციის მთავარ გვერდზე საძიებო ველში ჩაწერე „Alpha events“ (Alpha ღონისძიებები).
  • დააჭირე პროფილის ნიშანს მთავარი გვერდის ზედა მარცხენა და მოძებნე Alpha events

შემდეგ, გახსენი სასურველი ღონისძიება და მიჰყევი ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს. აუცილებელია, რომ დაადასტურო Alpha Points-ის რაოდენობა, რომელსაც ხარჯავ აირდროპებში ან TGE-ებში მონაწილეობის მისაღებად.

Support