The game Axie Infinity displayed on a Smartphone
2023-10-13clock10 minutes

აქსი ინფინიტი - რევოლუცია კრიპტოვალუტებისა და სათამაშო ინდუსტრიაში

თუ Play to Earn პრინციპზე რაიმე გსმენია, იცი რამდენად სასიამოვნოა გართობა და პარალელურად თანხის გამომუშავება. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე, კრიპტო სამყაროს ნამდვილი პიონერი აქსი ინფინიტი არის, თავისი ითამაშე და გამოიმუშავე მოდელით, რომელიც ეთერიუმის ბლოკჩეინზეა დაფუძნებული. აქსის თამაშს კი ყველაფერი აქვს, ბლოკჩეინ ტექნოლოგიიდან დაწყებული, NFT ტოკენებით დასრულებული.

გამოჩენისთანავე თამაშმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და დღემდე იზრდება ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ერთვებიან აქსი ინფინიტის ბუმში. ინოვაციური ითამაშე და გამოიმუშავე მეთოდი კი, ადამიანებისთვის ძალიან მიმზიდველი გლობალური ფენომენი გახდა და თამაშს მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან ჰყავს. თუმცა, ალბათ დაგაინტერესა, როგორ შეიძლება შენც ჩაერთო ამ ყველაფერში და თამაშით დაიწყო თანხის გამომუშავება? სწორედ ამას გასწავლით ბლოგში ნაბიჯ-ნაბიჯ და აგიხსნით აქსი ინფინიტის თამაშის ყველა ნიუანსს.

საინტერესო ფაქტი: Axie Infinity გახდა პირველი Play to Earn ტიპის თამაში, რომლის ჯამური ტრანზაქციებიც $1 მილიარდ ა.შ.შ დოლარს აღემატებოდა.

რა ეკოსისტემა აქვს აქსი ინფინიტის?

აქსის სამყაროში თამაშისას მოთამაშეს ორი გზა აქვს - თავგადასავალი და არენა. როდესაც შენ გადაწყვეტ, რომ თავგადასავალს მიჰყვე, ეს ნიშნავს, რომ მიდიხარ მისიაზე და შენი აქსიების დახმარებით ებრძოლები რუკაზე განთავსებულ სხვადასხვა მონსტრებს. დავალებები ყოველდღე და მონსტრები ყოველ დღე ახლდება, მათი დამარცხებით კი, საშუალოდ 50 SLP-ის გამომუშავება შეგიძლია, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

ხოლო თუ არენაში გადაწყვეტ ძალების მოსინჯვას, აქ სხვა შენნაირი მოთამაშეები დაგხვდებიან, სხვადასხვა აქსებით, რომელთა უნარებიც განსხვავებული და უნიკალურია. აქ შენ დაჯგუფდები გუნდში და მოგების შემთხვევაში, გამომუშავებული პრიზები გადანაწილდება შენი ბრძოლაში კონტრიბუციის მიხედვით.

Smooth Love Potion (SLP) - თამაშის ტოკენი

აქსი ინფინიტის ეკოსისტემის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს Smooth Love Potion, ანუ SLP ტოკენი შეადგენს. ის თამაშში მნიშვნელოვანი ნივთია, რადგან გამოიყენება ახალი Axies-ების გამოსაყვანად, ანუ იმ არსებების შესაქმნელად, რომლებიც თანხის გამომუშავებაში გეხმარებიან, შესაბამისად SLP ტოკენი მუდმივად მოთხოვნადი და სასურველი აქტივია ეკოსისტემის ფარგლებში. ამჟამად SLP-ის ფასი $0.001 შეადგენს და მას თამაშის შიგნით სხვადასხვა აქტივობებისა და დავალებების შესრულებით გამოიმუშავებთ. შესაბამისად, თრეიდერთა და მოთამაშეთა უმეტესობა დიდ ყურადღებას აქცევს SLP ტოკენს და ხშირად მას სხვადასხვა ქოინებში ან თამაშის შიგნით არსებულ ატრიბუტებში ცვლიან.

თუკი თამაშში დღეში რამოდენიმე საათს გაატარებთ, შესაძლებელი გაქვთ 5000-6000-მდე SLP გამოიმუშავოთ, რაც $5 ტოლია, ამ ტემპებით კი, ერთი თვის ჭრილში, მოთამაშეს ყველაზე ცუდ შემთხვევაში შეუძლია $200-მდე გამოიმუშავოს, ისე რომ დღის დიდი მონაკვეთი არ დაუთმოს ამ საქმეს. შესაძლოა ეს დიდი რიცხვი არ არის, მცირე ძალისხმევის მიუხედავადაც კი, თუმცა ისეთ აღმავალი ეკონომიკის ქვეყნებში, როგორებიც ფილიპინები, ინდოეთი, ვენესუელა, ბრაზილია და ინდონეზიაა, თამაშის მეშვეობით გამომუშავებული თანხა მინიმალურ ხელფასს აღემატება. ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ ეს თამაშია და მონაწილე სიამოვნებას იღებს, არც თუ ცუდი შემოთავაზებაა.

AXS Governance Token - ფული გამომუშავების კიდევ ერთ გაზა

თამაშის შიგნით კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ტოკენი AXS არის, რომელიც Axie Infinity Shards-ად იშიფრება. ეს ტოკენი თამაშში სხვადასხვა გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენება. კონკრეტულად კი, ის Axie-ის NFT ბაზარზე სხვადასხვა ტრანზაქციებისათვის გამოგადგებათ, რომელიც გულისხმობს თქვენი არსებების გაცვლას სხვა ადამიანთან, სხვადასხვა გაუმჯობესებების ყიდვასა და უამრავი დანამატის შეძენას, რომელსაც ეს თამაში გთავაზობთ.

გარდა ამისა, აქსის სამყაროში დიდი როლი უჭირავს მიწებს, რომელიც NFT ბაზარზე AXS-ის დახმარებით იყიდება. როგორც ვახსენეთ, ბაზარზე განხორციელებული სხვადასხვა აქტივობებისათვის მოთამაშეები საკომისიოებს სწორედ AXS-ის გამოყენებით იხდიან, რომელიც საბოლოოდ უკანვე ბრუნდება სხვადასხვა ტურნირში საპრიზო ადგილების სახით.

დამატებით, რაც შესაძლოა საინტერესო იყოს არა მხოლოდ მოთამაშებიისათვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისათვის, რომელიც კრიპტო შემოსავლით არის დაინტერესებული, არის ის, რომ AXS-ის საშუალებით მომხმარებლებს სტეიკინგის, ანუ ანაბრის მსგავსი პროდუქტის შექმნა შეუძლიათ.

როცა ახლა უკვე ვიცით, თუ რა ეკოსისტემა და გადახდის საშუალებები არსებობს კრიპტო თამაშის შიგნით, მოდი განვიხილოთ, რომელია საუკეთესო სტრატეგია თამაშით თანხის გამომუშავებისთვის.

როგორ გამოვიმუშაო ფული თამაშით?

Player ანუ მოთამაშე - აქსი ინფინიტის თამაშის მთავარი აქტორი

მოთამაშეები აქსის შიგნით ყველაზე გავრცელებული კლასია და მათი მოვალეობა სხვადასხვა აქტივების ერთად თავმოყრა, დავალებების შესრულება და სანაცვლოდ ფასეული ტოკენის გამომუშავებაა. თამაშის შიგნით SLP ტოკენების გამოსამუშავებლად საჭიროა მინიმუმ სამი აქსი NFT-ის ფლობა. თამაშის პოპულარობიდან გამომდინარე კი, აქსიების ფასი ხშირად იცვლება. Opeansea-ზე განთავსებული კოლექციით ეს თავად შეგიძლიათ შეამოწმოთ.

გაითვალისწინე, შეგიძლია აქსი NFT-ები მეგობრისგან ითხოვო და ასე გამოიმუშაო SLP ტოკენები. არ არის აუცილებელი, აქსები შენს პირად საკუთრებაში იყოს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ გამომუშავებული აქტივები გაიყოს მოთამაშესა და აქსის მფლობელს შორის. თუკი სამივე აქსი შენია, გამომუშავებული SLP ტოკენის 100%-იც შენ გეკუთვნის, ხოლო სხვა შემთხვევაში, შენ, როგორც მოთამაშეს, 70%-დან 90%-მდე გერიცხება.

Scholarship Manager ანუ შუამავალი - ბალანსი აქსი ინფინიტის თამაშში

აქსი ინფინიტის დიდ სამყაროში ზოგიერთ მოთამაშეს ასეულობით აქსი ჰყავს. ცხადია, ამხელა აქტივების ფლობა და მართვა ერთ ადამიანისათვის რთულია. სწორედ ამგვარი სიტუაციების ხელშესაწყობად თამაშში გაჩნდა როლი, რომელსაც შუამავალი ჰქვია და ის არის დამაკავშირებელი აქსიების პატრონებსა და SLP-ის გამომმუშავებელ მოთამაშეებს შორის, ან სულაც ის იღებს პასუხისმგებლობას, რომ უამრავი აქსის მართვა საკუთარ თავზე აიღოს და მფლობელს თამაში გაუმარტივოს.

ადამიანები, რომლებიც აქსის ფლობენ, მიილტვიან იქითკენ, რომ მათი აქტივებით მაქსიმალური მოგება ნახონ, შესაბამისად თუკი მათ აქსის დროებით გასხვისება გახდება საჭირო, მათი ამოცანაა შეარჩიონ ისეთი მოთამაშე, რომელიც მაქსიმალურად ბევრ SLP ტოკენს გამოიმუშავებს. სწორედ აქ შემოდიან შუამავლები, რომლებიც სწორედ ასეთ კავშირებს ამყარებენ აქსის მფლობელებსა და მოთამაშეებს შორის.

მათ შორის ურთიერთობის დასაბალანსებლად და ყველა მხარის კმაყოფილების სანაცვლოდ, როგორც წესი შუამავლების წილი გამომუშავებული SLP ტოკენებიდან 5%-10%-მდე მერყეობს.

დამატებით, ის მოთამაშეები, რომლებიც ზედმეტად იღლებიან თამაშით, შესაძლებლობა აქვთ გახდნენ შუამავლები. ამით ისინი არ წყვეტენ თანხის გამომუშავებას, არამედ სრულიად განახლებული როლით ბრუნდებიან თამაშში.

Axie Owner ანუ აქსის მფლობელი - თამაშის მომმარაგებელი

თამაშის ფარგლებში თანხის გამომუშავების ერთ-ერთი გზა არის, რომ იყო აქსის მფლობელი, შემდგომ კი ორი არჩევანი გაქვს:

  1. დაიწყო შეჯვარება: რაც აქსის მფლობელის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა თამაშის ფარგლებში. ახალი აქსის გამოყვანით კი, მათ შეუძლიათ ისინი NFT ბაზარზე განათავსონ, გაყიდონ და სარგებელი ნახონ. თუმცა, გაითვალისწინე, რომ სხვადასხვა აქსი, რომელსაც ახალი აქსის შესაქმნელად გამოიყენებ, განსხვავებული ხასიათისა და შესაბამისად ღირებულების არის.

  2. დაიწყო გაქირავება: არის პროცესი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. შენს საკუთრებაში არსებულ აქსის აქირავებ მოთამაშეზე, რომელიც შემდგომ სამი აქსის კავშირით გამოიმუშავებს SLP ტოკენს, სანაცვლოდ კი შენ იღებ წინასწარ შეთანხმებულ წილს, აქსი კი ბოლოს უკან გიბრუნდება.

აქსი ინფინიტი არის კარგი საშუალება, კრიპტო ეკოსისტემაში ჩართული იყოს ყველა ადამიანი, მიუხედავად სასტარტო ინვესტიციისა:

შუამავლებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მოთამაშეებსა და აქსის მფლობელებს შორის მედიტაციით ყოველგვარი სასტარტო კაპიტალით დაიწყონ თამაში და შესაბამისად გარკვეული თანხის გამომუშავება.

შემოსავლის პასიური წყარო: ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ საკუთრებაში აქვთ აქსის „მხეცები“, შეუძლიათ ისინი გააქრიაონ და პასიური შემოსავალი გაიჩინონ, ვინაიდან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ისინიც მიიღებენ თავიანთთვის გათვალისწინებულ SLP ტოკენებს.

ეს სისტემა არა მხოლოდ პასიური შემოსავლის გაჩენის წახალისებაა, არამედ ჩართულობისა და გარკვეული ქომუნითის შექმნისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია, რაც ასე მნიშვნელოვანია კრიპტო პლატფორმებისა და პროექტებისათვის.

აქსის „მხეცების“ შემჯვარებელი, ანუ მინთინგი

შესაძლებელია, რომ ერთი შეხედვით საკითხი მარტივად ჩანს - აქსი ან გყავს ან არა, თუმცა თამაშში კიდევ არსებობს ერთი როლი, რომელსაც შემჯვარებელი ჰქვია და მათი მოვალეობა NFT მინთინგია, ანუ ახალი აქსიების შექმნა, რომლებსაც გარკვეული ღირებულება აქვთ თამაშის ეკოსისტემაში.

რა სხვაობაა შემჯვარებელსა და მფლობელს შორის?

მფლობელები მხოლოდ გარკვეული აქსის ქონით შემოიფარგლებიან, რომელსაც შემდგომ ან აქირავებენ, ან თავად ცდილობენ რომ SLP ტოკენები გამოამუშავებინონ, ხოლო შემჯვარებლებს ეკოსისტემაში სრულიად ახალი როლი აქვთ, ისინი პასუხისმგებლები არიან საზოგადოების ახალი აქტივებით, ანუ აქსებით მომარაგებით და ამაში ისინი გარკვეულ სარგებელს იღებენ, თუმცა რომ გახდე შემჯვარებელი, ამისათვის გარკვეული ტექნიკური ცოდნა გჭირდება.

რა გამოწვევები აქვს ახალი აქსის შექმნას?

შემჯვარებლების საქმიანობა მარტივი არ არის, მათ უნდა გამოთვალონ კონკრეტული ახალი აქსის ფასი და არა მხოლოდ, მათ უნდა გაითვალისწინონ ამ აქსის ტრანზაქციის საკომისიოები, ყოველი აქსი კი ლიმიტირებული რაოდენობით შესაძლოა შეჯვარდეს, რაც შვიდს უტოლდება, ხოლო ყოველი შემდეგი შეჯვარებისას, ანუ ყოველ შემდეგ ჯერზე, როდესაც ახალი აქტივის შექმნას შეეცდები მეტი SLP ტოკენის გამოსამუშავებლად, საკომისიო პერიოდულად იზრდება.

აქსი ინფინიტი - ბლოკჩეინ თამაში, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს გამოიმუშაო ფული

აქსი ინფინიტი არის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სახალისო თამაში, რომელიც მოთამაშეებსა და ეკოსისტემაში ჩართულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, SLP ტოკენებისა და AXS-ების საშუალებით გამოიმუშაონ კრიპტოვალუტები და რეალური fiat ფული. მოთამაშეებს აქტივების გამომუშავება თამაშით შეუძლიათ, შემჯვარებლებს კი ახალი აქსიების გამოყვანით, ანუ თამაშის საჭირო ატრიბუტების მომარაგებით. თუმცა, შეჯვარება უფასო და მარტივი პროცესი არ არის, ის თავის საკომისიოებსა და ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს.

თამაშითა და თანხის გამომუშავებით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ, რომ ეკოსისტემაში სრულიად კაპიტალის გარეშე ჩაერთონ, ითხოვონ აქსი და შემდგომ საკომისიო გადაუხადონ მის მფლობელს, უკვე გამომუშავებული SLP ტოკენებით, რაც აქსი ინფინიტის მთავარი მამოძრავებელი ვალუტაა.

თუ ეძებ თამაშს, რომლისგანაც სიამოვნებას მიიღებ და ამავე დროს შეძლებ თანხის გამომუშავებას, როგორც კრიპტოვალუტაში, ასევე ნაღდ fiat ვალუტაში, აქსი ინფინიტი ნამდვილად საშენო კრიპტო პროექტია.

Support