Სარჩევიchevron-down
რა ხდება ეთერიუმის ETF-ების ირგვლივ?
რა არის ეთერიუმის ETF?
როდის იქნება ეთერიუმის ETF-ები ხელმისაწვდომი?
სად შემიძლია ეთერიუმის ETF-ების ყიდვა?
რა უპირატესობები აქვს ეთერიუმის ETF-ებს?
შეჯამება
Georgian text on the left side of the visual with Wall Street sign on the right side 1000x300
2024-07-24clock4 minutes

რა ხდება ეთერიუმის ETF-ების ირგვლივ?

მოსალოდნელია, რომ ეთერიუმის ETF-ები ხვალ, 23 ივლის ოფიციალურად გაეშვება ბაზარზე და ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახდება. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე კი, კრიპტო ბაზარზე აქტიურობა და ოპტიმიზმი შეინიშნა.

ბაზრის კვლევის ორგანიზაცია Kaiko ვარაუდობს, რომ ეთერიუმის ETF-ების მოლოდინი გაცილებით გადაასწრებს ბიტკოინის ETF-ების მოლოდინს. მთავარი სადისკუსიო თემა კი ის არის, მიაღწევს თუ არა ეთერიუმის აქციები $5,000 ნიშნულს 2024 წლის ბოლოსთვის.

ETF-ების გამოჩენა წლევანდელ კრიპტო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რამაც ინვესტორებისგან მილიარდობით დოლარი მოიზიდა ინდუსტრიაში. იანვარში ბიტკოინის ETF-ების გამოჩენამ კი, ბაზარზე პოზიტიური ძვრები გამოიწვია და გზა ეთერიუმის ETF-ებსაც გაუხსნა. ბიტკოინმა აჩვენა, რომ პროდუქტი რეალურად შეიძლება მომგებიანი იყოს, შესაბამისად აღმავალი ტრენდი ზოგადად სრულიად კრიპტო მარკეტზეც გავრცელდა.

რა არის ეთერიუმის ETF?

ეთერიუმის ETF (Exchange-Traded Fund) არის ფინანსური დოკუმენტი, რომელსაც კრიპტოვალუტა ეთერიუმისაგან დამოუკიდებელი ღირებულება გააჩნია და რომლის ყიდვაც თრეიდერებს სხვადასხვა საფონდო ბირჟებზე, აქციების სახით შეუძლიათ. ამგვარი რეგულირებადი საინვესტიციო აქტივები მომხმარებლებს კრიპტოში ინვესტირებას უშუალოდ კრიპტოვალუტის ფლობის გარეშე სთავაზობს.

რეგულირებად და ტრადიციულ ფინანსურ საბაზრო სექტორში გამოჩენა კი, ეთერიუმის ETF-ებს ახალ სიცოცხლეს აძლევს, სადაც ტრადიციული ტიპის ინვესტორები უფრო თამამად ყიდულობენ კრიპტოსთან დაკავშირებულ პროდუქტებს.

როდის იქნება ეთერიუმის ETF-ები ხელმისაწვდომი?

The Chicago Board Options Exchange (CBOE)-მ დაადასტურა, რომ ETF-ების მიმოქცევაში ჩაშვება 23 ივლისს არის დაგეგმილი საკუთარ იურისდიქციაში შემავალ შემდეგ პლატფორმებზე: 21 Shares Core Ethereum ETF, Fidelity Ethereum Fund, Invesco Galaxy Ethereum ETF, VanEck Ethereum ETF და Franklin Ethereum ETF.

მოგვიანებით კი, ცნობილი გახდა რომ ახალი კრიპტო პროდუქტი დამატებით Nasdaq-სა და ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) გამოჩნდებოდა.

სად შემიძლია ეთერიუმის ETF-ების ყიდვა?

ვირტუალურად ეთერიუმის ETF-ების ყიდვა ყველა ცნობილ საფონდო ბირჟაზე შეგიძლია. მოსალოდნელია, რომ ETF-ები ყველა პოპულარულ საფონდო ბირჟაზე გამოჩნდება, რომელიც ა.შ.შ.-ს კანონმდებლობით რეგულირდება - Nasdaq, NYSE Arca და Cboe BZX.

საცალო ვაჭრობა ჯერ-ჯერობით ისეთი გამართული და დარეგულირებული არ არის, როგორც ეს საფონდო ბირჟებზე ხდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ კერძო საინვესტიციო კომპანიების წყალობით ხელმისაწვდომი იქნება ETF-ების საცალო ყიდვა გაყიდვა - Fidelity, E*TRADE, Robinhood და Charles Schwab (TD Ameritrade).

რა უპირატესობები აქვს ეთერიუმის ETF-ებს?

  • ხელმისაწვდომობა: ETF-ები ტრადიციულ საფონდო ბირჟებზე გამოჩნდება და მისი ფლობისთვის პრაქტიკულად არაფერი გჭირდება.
  • დივერსიფიცირება: კრიპტოვალუტებით დაინტერესებულ ადამიანებს ახლა უკვე შეუძლიათ ციფრული აქტივები აქციების სახით იყიდონ, რაც ქოინების ფლობის ახალი, დივერსიფიცირებული მეთოდია.
  • სიმარტივე: ეთერიუმისა და სხვა კრიპტოვალუტის ფლობა დამატებითი ინსტრუმენტების გარეშე შეგიძლია, რაც პროცესს საგრძნობლად ამარტივებს.
  • ლიკვიდურობა: ტრადიციულ საფონდო ბირჟებზე კრიპტოვალუტების ETF-ის გამოჩენა პოზიტიურად მოქმედებს მათ ლიკვიდურობაზე.
შეჯამება

ბაზარზე ეთერიუმის ETF-ების გამოჩენამ საგრძნობი ხმაური და დაინტერესება გამოიწვია, ოფიციალურად მიმოქცევაში ჩაშვება კი, 23 ივლისს არის მოსალოდნელი. მოსალოდნელია, რომ ეს დამატებით ფინანსური ინსტრუმენტი ზოგადი ბაზრის გაჯანსაღებას გამოიწვევს და გაზრდის დაინტერესებას იმ ადამიანებში, რომლებიც კრიპტოს ფლობას რთულ პროცესებთან აკავშირებენ. შედეგად, ინდუსტრიაში დამატებითი ინვესტიციები შემოვა, რაც კრიპტოს ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია.

მოკლედ, ეთერიუმის ETF არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებლად ეთერიუმის ფასზე არ არის მიბმული, მაგრამ კრიპტოვალუტის ფლობის ერთგვარი დამლადასტურებელი ციფრული დოკუმენტია. ეს არის მარტივი გზა დაუკავშირდე ციფრულ აქტივებს, თუკი გეგონა რომ კრიპტოს ყიდვა რთული პროცესი იყო.

Support