Სარჩევიchevron-down
ეთერიუმის (ETH) ტრანზაქციები გაიაფდა
ეთერიუმის Dencun განახლება საკომისიოებზე აისახება?
ეთერიუმის Layer 2-მა დიდი მოწონება დაიმსახურა!
სად შეიძლება კრიპტოს ყიდვა?
შეჯამება
Georgian on the left side of the visual with Ethereum logos and gas station on the right side BIG
2024-08-23clock5 minutes

ეთერიუმის (ETH) ტრანზაქციები გაიაფდა

ეთერიუმის (ETH) ტრანზაქციისთვის საჭირო საკომისიოები შემცირდა, რაც ქსელში გადარიცხვების შემცირებაზე ან პროტოკოლის შემსუბუქებაზე მეტყველებს. ამ მომენტისთვის, ეთერიუმის გადარიცხვისთვის საჭირო საშუალო ტრანზაქციული ღირებულება 1.9 gwei-ის შეადგენს, დაბალ პრიორიტეტული გადარიცხვები კი, უფრო ნაკლები საკომისიოებითაც იბეგრება.

ამჟამინდელი საკომისიოები 5 წლის განმავლობაში ყველაზე მცირე რაოდენობას შეადგეს მას შემდგომ, რაც ეთერიუმი Layer-2 განახლებაზე გადავიდა.

ეთერიუმის Dencun განახლება საკომისიოებზე აისახება?

ანალიტიკური კომპანია Dune Analytics-ის მიხედვით, 10 აგვისტოს ეთერიუმზე გადასახდელი საკომისიოს საშუალო რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და 2019 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ეს მიმდინარე წლის მარტის შემდგომ 98%-იან ვარდნას ნიშნავს, როდესაც საკომისიოს ღირებულება საშუალოდ 83.1 gwei-ის შეადგენდა. ზოგიერთი კრიპტო ენთუზიასტი მოვლენას ეთერიუმის ქსელზე გამოშვებულ ახალ განახლებას, Dencun Upgrade-ს უკავშირებს, რომელმაც ბლოკჩეინში 9 მნიშვნელოვანი „ჩასწორება“ შემოიტანა.

ერთ-ერთი ასეთი „ჩასწორება“ სწორედ Layer-2 ბლოკჩეინებს ეხებოდათ, რომლის ფარგლებშიც ახალი ბლოკების შექმნა და ინფორმაციის ქსელში დატანა სულ უფრო ნაკლები გადასახადით უნდა დაბეგვრილიყო.

საკომისიოების შემცირება ჯერ კიდევ აპრილში შეინიშნა და უამრავი მომხმარებელი აღნიშნავდა, რომ გადასახადის დაწევა მათთვის დიდი შეღავათი იყო და ეთერიუმი ყოველდღიური ტრანზაქციებისათვის უფრო მიმზიდველი კრიპტოვალუტა გახდებოდა.

ETH ეკოსისტემა Layer-2 განახლებასთან ერთად სულ უფრო ორიენტირებულია ეფექტურობის ზრდაზე და გადასახადების შემცირებაზე.

ეთერიუმის Layer 2-მა დიდი მოწონება დაიმსახურა!

ეთერიუმის Layer 2 განახლება უამრავი ადამიანისთვის სასიხარულო აღმოჩნდა და ქსელის წარმადობამ მათი მოწონებაც დაიმსახურა. მაგალითისთვის, Base ბლოკჩეინმა, რომელიც ეთერიუმის Layer 2 განახლებისთვის შემუშავდა, გასული 30 დღის განმავლობაში 109 მილიონი ტრანზაქცია დააფიქსირა, ეთერიუმის ტრადიციულ ბლოკჩეინთან შედარებით, რომელზეც 33 მილიონი გადარიცხვა განხორციელდა. აქტიურობაში ამხელა ზრდა Base-ის ქსელის გაშვებიდან დაახლოებით ერთ წელში შეინიშნა, რაც პროექტის წარმატების კიდევ ერთი ინდიკატორია. მარტში, ქსელის შემქმნელმა კრიპტო ბირჟა Coinbase-მა დააანონსა, რომ ბლოკჩეინში სტაბილური კრიპტოვალუტა USDC-იც დაემატებოდა.

გარდა Base-სა, ზრდა სხვა Layer 2 ბლოკჩეინებშიც შეინიშნა. მაგალითისთვის, Arbitrum-სა და Taiko-ს მონაცემებით, ტრანზაქციებმა უკანასკნელ 30 დღეში 97 მილიონს მიაღწია.

შედეგად, სულ უფრო ნაკლები ეთერიუმი გამოიყენება ტრანზაქციების ხარჯების დასაფარად და შესაბამისად, სტეიკერებზე გასაცემადაც, რომლებიც ინდუსტრიას კრიპტოთი ამარაგებენ. ამან კი, ცირკულაციაში ეთერიუმის დამატებითი რაოდენობის ჩაშვება გამოიწვია, ჯამურად დაახლოებით 13,400 ETH ($34.1 მილიონის ღირებულების).

სად შეიძლება კრიპტოს ყიდვა?

თუ ეთერიუმით დაინტერესდი, კრიპტოს ყიდვა გადაწყვიტე და არ იცი სად და როგორ შეიძინო სასურველი ციფრული აქტივი მარტივად, ნუ ინერვიულებ. ნებისმიერი კრიპტოვალუტის საყიდლად კრიპტო ბირჟა დაგეხმარება, საქართველოში კი ასეთი რამოდენიმეა, იქნება ეს ბაინანსი, Mycoins, Coinmania თუ სხვა. მათგან ერთ-ერთი გამორჩეული კი, კრიპტალია.

თუ ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამ, ეთერიუმით დაინტერესდი ან მას უბრალოდ ყოველდღიურ კრიპტოვალუტად განიხილავ, მაშინ კრიპტალი ის ადგილია, სადაც კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად, უსაფრთხოდ და დაბალი საკომისიოებით შეგიძლია.

კრიპტალი ერთნაირად გამოსადეგია დამწყებთათვისაც და უკვე კარგად გამოცდილ ინვესტორთათვის. კრიპტოს ყიდვა კი, აქ ორი გზით შეგიძლია:

  • კონვერტაცია - არის გზა, რომლის დახმარებითაც ეთერიუმისა და სხვა ისეთი პოპულარული კრიპტოვალუტების ყიდვა, როგორიც ბიტკოინი, სოლანა და სხვა არიან, მომენტალურად, რამოდენიმე კლიკით შეგიძლია.

    - დააკლიკე კრიპტოს შეძენა
    - მიუთითე სასურველი კრიპტოვალუტა და სტაბილური კრიპტოვალუტა
    - ჩაწერა სასურველი რაოდენობა
    - დაკლიკე ყიდვა


  • Spot ბირჟა - არის ადგილი, სადაც კრიპტოს ყიდვა გაყიდვის მსურველები ერთად იყრიან თავს და ციფრულ აქტივებს ერთმანეთში ცვლიან. ეს ერთგვარი ციფრული ბაზარია, სადაც გამყიდველებს თავიანთი პროდუქცია აქვთ გამოტანილი გასაყიდად, ჩვენს შემთხვევაში კრიპტოვალუტა, ხოლო მყიდველები სასურველი პროდუქტის ძიებაში არიან.
    ისევე როგორც ბაზარი, ბირჟაც საუკეთესო ადგილია კრიპტოვალუტის ყველაზე მომგებიან ფასად საყიდლად.

    - შედიხარ ბირჟაზე
    - ირჩევ წყვილს - ETH & TOGEL
    - უთითებ რაოდენობას
    - ათავსებ მოთხოვნას

    შემდგომ კი, ელოდები ისეთ ადამიანს, რომელიც შენს მიერ მოთხოვნილი ფასის დიაპაზონში გაყიდის შენს მიერ მოთხოვნილ კრიპტოვალუტას, ანუ შეთავაზებული პირობები დააკმაყოფილებს. ასეთის გამოჩენის შემთხვევაში, ორდერი წარმატებულად დაიხურება, შენ კი კრიპტო საფულეში მომენტალურად მიიღებ მოთხოვნილ ციფრულ აქტივს.

    გაითვალისწინე, ბირჟაზე ორი დამატებითი ფუნქციონალია ჩაშენებული, რომელიც კრიპტოს ყიდვას გიმარტივებს:

    ა. Market Order - რომლის გამოყენებითაც ბირჟა ავტომატურად გაწვდის იმ მომენტში ბაზარზე არსებულ საუკეთესო ფასს შენს სასურველ კრიპტოვალუტაზე.

    მაგალითად: თუკი ბირჟაზე ეთერიუმს 10 ადამიანი ყიდის, მარკეტ ორდერის დახმარებით ბირჟა შენ ყველაზე დაბალი ფასის ორდერს მოგაწვდის.

    ბ. Limit Order - რომლის გამოყენებითაც ხელით უთითებ კრიპტოს ფასის იმ მაქსიმალურ და მინიმალურ ლიმიტებს, რომლის გადახდისთვისაც მზად ხარ, ბირჟა კი გაკავშირებს მითითებული ლიმიტების შუალედში არსებულ საუკეთესო ფასთან.

    მაგალითად: თუკი შენ მიუთითებ, რომ გინდა კრიპტოს ყიდვა და შესაბამის ველში ჩაწერ, რომ ყიდვა ავტომატურად განხორციელდეს, თუ ბირჟაზე გამოჩნდება გაყიდვის მსურველი ადამიანი, რომელიც აქტივს აფასებს 3500-დან 3600 ლარის ფარგლებში. თუკი ასეთი ორდერი გამოჩნდება, ყიდვა ავტომატურად განხორციელდება, თუკი არა - ბირჟა დაელოდება მანამ, სანამ მითითებულ დიაპაზონში არ გამოჩნდება აქტივები გასაყიდად.
შეჯამება

სულ ცოტა ხანია რაც ეთერიუმის საკომისიოები საგრძნობლად შემცირდა, ეს კი ქსელში ნაკლებ ტრანზაქციაზე მიანიშნებს. საკომისიოს საშუალო რაოდენობამ ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ რიცხვს მიაღწია - 1.9 gwei - რაც უმეტესწილად Layer 2-ის დამსახურებაა. Dune Analytics-ის კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის მარტივად საკომისიოებში გადასახდელი თანხა 98%-ით დაიწია, რაშიც თავისი წვლილი Dencun-ის განახლებასაც მიუძღვის.

ტრანზაქციებისა და მომხმარებლების აქტივობა გაზრდილია ყველა Layer 2 ქსელში, ხოლო ტრადიციულ Ethereum-ის ბლოკჩეინზე შემცირება შეინიშნება. თუკი შენც აქტიურად იყენებ ეთერიუმს და საკომისიოების შემცირებასთან ერთად, კიდევ უფრო მომგებიანად გსურს კრიპტოს ყიდვა, მაშინ ამაში კრიპტალი დაგეხმარება კონვერტაციისა და ბირჟის ფუნქციონალის გამოყენებით.

Support