Სარჩევიchevron-down
კრიპტოვალუტა, ტელეგრამი და ახალი შესაძლებლობები
რა არის კრიპტოვალუტა TON?
როგორ მუშაობს TON ქოინი?
როგორ დაიწყო TON და ტელეგრამი?
რა უპირატესობები აქვს TON ქოინს?
შეჯამება
Georgian text on the left side of the visual with TON coin logo on the right side 1000x300
2024-06-11clock6 minutes

კრიპტოვალუტა, ტელეგრამი და ახალი შესაძლებლობები

კრიპტო ინდუსტრია მუდმივად სავსეა სიახლეებით. ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე ისეთი კრიპტოვალუტა, რომელიც იწვევს ადამიანების დაინტერესებას მისი პოტენციალიდან გამომდინარე.

ახლად გამოჩენილი კრიპტო აქტივები კი, ხშირად დიდი პროცენტული ზრდის და შესაბამისად დიდი მოგების კარგი წყაროა. სწორედ ასეთად ევლინება ბევრ ადამიანს ახალი კრიპტოვალუტა სახელად TON ქოინი.

ამ ბლოგში გაიგებ რას წარმოადგენს ახალი კრიპტო, რა კავშირი აქვს მას ტელეგრამთან და რა შესაძლებლობებს სთავაზობს კრიპტოს ყიდვა გაყიდვა მომხმარებლებს.

რა არის კრიპტოვალუტა TON?

Toncoin (TON) არის The Open Network (TON)-ის ქსელის მშობლიური კრიპტოვალუტა. კრიპტო ძირითადად გამოიყენება ქსელის შიგნით არსებული საკომისიოებისა და სხვადასხვა სერვისების სანაცვლოდ საგადახდოდ. ვალიდატორები, ანუ ადამიანები, რომლებიც ტრანზაქციებს ადასტურებენ ქსელის შიგნით და ზოგადად, ეკოსისტემის გამართულად მუშაობს უწყობენ ხელს ასტეიკებენ, ანუ ათავსებენ თავიანთ საკუთრებაში არსებულ აქტივებს გარანტად, სანაცვლოდ კი ტრანზაქციებს ადასტურებენ და გასამრჯელოსაც Ton ქოინში გამოიმუშავებენ.

კრიპტოვალუტა განსაკუთრებით პოპულარული ბოლო პერიოდში გახდა, მას შემდგომ რაც ცნობილ კრიპტო ბირჟებზე გამოჩნდა. სულ ცოტა ხანში კი, ციფრული აქტივი CoinMarketCap-ის სიაში ყველაზე დიდ კრიპტოვალუტებს შორის მე-9 ადგილზე მოხდა ჯამური საბაზრო კაპიტალიზაციით, რომელმაც $16 მილიარდი შეადგინა.

კრიპტოს ყიდვა ამჟამად შესაძლებელია $7 ფარგლებში და აღსანიშნავია ისიც, რომ მისი პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება.

როგორ მუშაობს TON ქოინი?

ტონის მშობლიური ბლოკჩეინი, რომელსაც The Open Network ჰქვია სხვადასხვა ფინანსური აპლიკაციებისათვის შექმნილი ქსელია. ბლოკჩეინზე მისი ფუნქციონალიდან გამომდინარე შესაძლებელია შეცვლადი და შეუცვლელი ტოკენების, ანუ NFT-ების შექმნა.

ქსელის მუშაობის მთავარი დასაყრდენი კი, Proof of Stake (PoS) ალგორითმია, რომელიც მრავალი ადამიანის ერთობლივი ჩართულობით ქსელს უსაფრთხოსა და ჭეშმარიტად დეცენტრალიზებულ საფინანსო გარემოდ აქცევს. წარსულში TON-ის ქსელი Proof of Work სისტემას ეფუძნებოდა, თუმცაღა მოგვიანებით ბლოკჩეინი PoS-ზე გადავიდა, რითაც ხელი შეუწყო გარემოს ნაკლებ დაბინძურებასაც.

როგორც ვახსენეთ, TON-ის ქსელი სპეციალიზებულია ფინანსური აპლიკაციების შესაქმნელად, სწორედ ამ საბაბით, სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსური საკითხების უკეთ სამართავად ქსელში 3 მილიონზე მეტი ანგარიში შეიქმნა, რაც წინა წელთან შედარებით 143%-იან ზრდას ნიშნავს. ქსელის პოპულარობის ზრდა კი, გარკვეულწილად შეიძლება ტელეგრამსაც უკავშირდებოდეს.

TON-ის ბლოკჩეინი სწორედ ტელეგრამის დეველოპერების მიერ არის შემუშავებული, თუმცა ახლა ქსელს სრულად TON-ის გუნდი აკონტროლებს. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ტელეგრამზე პირდაპირ ჩაშენებული იქნება TON-ის კრიპტო საფულე.

როგორ დაიწყო TON და ტელეგრამი?

TON-ისა და The Open Network-ის შექმნის მთავარი მამოძრავებელი მოტივი ინტერნეტში ყოველდღიურად მომუშავე მომხმარებლების, ბლოკჩეინ ტექნოლოგიისა და კრიპტოვალუტების დაკავშირება იყო. მთლიანი იდეა და ხედვა კი, 2018 წელს ტელეგრამის თანა-დამფუძნებლის ნიკოლაი დუროვის მიერ გამოქვეყნებულ Whitepaper-ში იქნა თავმოყრილი. ნიკოლაისა და მისი ძმა პაველის მიზანი პოპულარული და ნაკლებად პოპულარული კრიპტოვალუტების დიდ აუდიტორიაზე გატანა იყო.

Whitepaper-ში საუბარი იყო ბლოკჩეინის სტრუქტურაზე, რომელსაც Telegram Open Network უნდა დარქმეოდა, ხოლო მისი მშობლიური კრიპტოვალუტა კი GRAM იქნებოდა. პროექტის მთავარი მამოძრავებელი ძალა ნიკოლაი გახდა, ხოლო პაველი მის გავრცელებას ემსახურებოდა.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ტელეგრამის კრიპტოვალუტა თავდაპირველად Proof of Work ალგორითმს იყენებდა, სადაც ჭკვიანი კონტრაქტების შექმნაც შესაძლებელი იყო. Whitepaper-ში ასევე საუბარი იყო TON Virtual Machine (TVM)-ის შესახებ, რაც Ethereum Virtual Machine (EVM)-ის მსგავსი ტექნოლოგიაა, რომელიც დეველოპერებს ავტომატიზებული ფინანსური აპლიკაციების შემუშავებაში ეხმარება. ტონის ტესტნეტი 2019 წლის დასაწყისში ჩაეშვა, თუმცაღა პროექტი SEC-სგან პირველ ეტაპზევე შეფერხდა.

მოგვიანებით, TON-ის გუნდმა სხვადასხვა წყაროებით $1 მილიარდამდე დოლარი ააგროვა, მაგრამ რეგულატორის ხელახალი გამოჩენის გამო პროექტის გაშვება გადაიდო, თანხები კი ყველა ინვესტორს უკან დაუბრუნდა.

TON მოგვიანებით The Open Network-ის სახით წარმოგვიდგა, Proof of Stake ალგორითმი დანერგა და მას შემდგომ პროექტი საჯაროდაც ჩაეშვა.

რა უპირატესობები აქვს TON ქოინს?

The Open Network-ის მშობლიური კრიპტოვალუტა Toncoin მომხმარებლებს უამრავ უპირატესობას სთავაზობს და ესენია:

  • მასშტაბურობა: TON შექმნილია იმისთვის, რომ წამში რამოდენიმე მილიონი ტრანზაქცია დაადასტუროს, რითაც ის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური კრიპტო აქტივია.

  • საკომისიოები: ცნობილია, რომ TON-ის ქსელზე ტრანზაქციები დაბალი საკომისიოებით გამოირჩევა, რაც ქსელს მიმზიდველს ხდის უამრავი ადამიანისათვის.

  • სიჩქარე: კრიპტოს ქსელი გამოირჩევა მაღალი სისწრაფით და ტრანზაქციების დადასტურების სწრაფი ტემპით.

  • უსაფრთხოება: TON-ის უახლესი კრიპტოგრაფიული ეკოსისტემა შენი აქტივების უსაფრთხოდ შენახვისა და გადარიცხვის გარანტია.

  • დეცენტრალიზებულობა: Proof of Stake-ის წყალობით, ქსელი დაზღვეული და ჭეშმარიტად დეცენტრალიზებულია, რაც ფინანსური თავისუფლების რეალური გარანტიაა.

  • მოქნილობა: მისი ბლოკჩეინის ბუნების წყალობით, TON-ს უპრობლემოდ შეუძლია სხვა ქსელებთან დაკავშირება და შესაბამისი ოპერაციების წარმოება.

სწორედ ეს პლიუსები ხდიან Toncoin-ს კრიპტოვალუტების დიდ სამყაროში რეალურ მოქნილ და მოსახერხებელ აქტივად.

შეჯამება

კრიპტოვალუტა სულ უფრო ხშირად ჩნდება ჩვენს ყოველდღიურ ფინანსურ ცხოვრებაში, TON-ის მსგავსი აქტივები კი, ამ პროცესს უფრო შეუქცევადსა და სწრაფს ხდის.

კრიპტოვალუტა მჭიდროდ დაკავშირებულია ტელეგრამთან, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის დამწყები კრიპტო თრეიდერების თვალში, ხოლო გამოცდილი ადამიანებისთვის, პროექტი უფრო სანდო ხდება ისეთი მასშტაბურ და წარმატებულ აპლიკაციასთან ხსენებისას, როგორიც ტელეგრამია.

კრიპტოს მთავარი დანიშნულება სწრაფი ტრანზაქციები და დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნაა, თუკი ამ ორიდან რომელიმე გჭირდება, იქნებ TON ქოინ შენზე მორგებული კრიპტო აქტივია.

მისი სისწრაფე, უსაფრთხოება და დაბალი საკომისიოები კი, ბოლოდროინდელ ფასის ზრდასთან ერთად, კრიპტოს ნამდვილად საინტერესო საინვესტიციო აქტივად აქცევს.

Support