თუ კრიპტოს ყიდვა გინდა
კრიპტოვალუტების სამყაროში შებიჯება და კრიპტოს ყიდვა შესაძლოა მარტივ დავალებად არ მოგეჩვენოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამის გამოცდილება არ გაქვს.
სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში გაჩვენებთ ტოპ 5 პლატფორმას, რომლებიც კრიპტოვალუტებით ვაჭრობას აუცილებლად გაგიმარტივებენ და აგიხსნით რა დანიშნულება აქვს თითოეულ მათგანს.
რა არის საუკეთესო ნაწილი? ეს კრიპტო პლატფორმები არა მხოლოდ ეფექტურობით გამოირჩევიან, არამედ ყველა მათგანი სრულიად უფასო და მარტივად გასაგებია. ასე რომ, თუ ბიტკოინის ყიდვა ან სხვა ნებისმიერი კრიპტოვალუტის შეძენა გინდა მარტივად, ეს ბლოგი შენთვის არის.
Etherscan (ONS) - ყველაფერი ეთერიუმის შესახებ
წარმოიდგინე, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია შეამოწმო, თუ რა სიტუაციაა ეთერიუმის ბლოკჩეინში. სწორედ ამის საშუალებას იძლევა Etherscan, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ რეალურ დროში გადაამოწმო ქსელში დამატებული ეთერიუმის ბლოკები, ტრანზაქციები და ა.შ.
დავუშვათ გაინტერესებს, რომ საკუთარი ან ზოგადად ეთერიუმის ამჟამინდელი და წარსული ტრანზაქციები გადაამოწმო, Etherscan სწორედ საშენო ადგილია.
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო პლატფორმა შესაძლოა ერთი შეხედვით მარტივად არ გამოიყურებოდეს, რეალურად რთული ნამდვილად არ არის და ყველას შეუძლია მისი გამოყენება.
როგორ დაგეხმარება Etherscan?
- შეგიძლია ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ნებისმიერი ტოკენის მისამართი შეიყვანო და ისეთი ინფორმაცია და მეტრიკები შეიტყო, როგორიც ტოკენის მოცულობა, მფლობელების რაოდენობა ან სულაც, პროექტის შემქმნელების ვინაობაა.
- Etherscan-ის დახმარებით შესაძლებელია კრიპტო საფულეებზე თვალის მიდევნება და ამით დიდი ინვესტორების მიერ განხორციელებული ტრანზაქციებისა და ნაბიჯების ანალიზი, რომლებიც შემდგომ კრიპტოვალუტის ფასზე ახდენენ გავლენას.
- Etherscan-ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეგიძლია სხვა პლატფორმებისგან მიღებულ მონაცემებს შეადარო და საკუთარი ანალიზის საფუძველზე სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღო.
DefiLlama - ყველაფერი DeFi პროექტების შესახებ
DeFiLlama ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული კრიპტო ხელსაწყოა, რომელიც საკმაოდ მოცულობით ინფორმაციას აძლევს კრიპტო თრეიდერს სხვადასხვა პროექტისა და ბაზრების შესახებ. ეს ხელსაწყო კრიპტოვალუტებით დაინტერესებული ადამიანებისათვის ერთ-ერთ საყვარელ პლატფორმად რჩება და ის სრულიად უფასოა.
ინტერფეისი საკმაოდ მარტივია ნებისმიერი ადამიანისთვის, არ აქვს მნიშვნელობა კრიპტოვალუტებს ახლა ეცნობი თუ გამოცდილება გაქვს დაგროვილი.
როგორ დაგეხმარება DefiLlama?
- შეგიძლია გადაამოწმო თუ რა ჯამური ღირებულების აქტივებია სხვადასხვა DeFi პროექტებში განთავსებული
- ნებისმიერი კრიპტო პროექტის ისეთი მონაცემები შეგიძლია მარტივად გადაამოწმო, როგორიც მომხმარებლების რაოდენობა, ჯამური აქტივების რაოდენობა ან ბაზრის წილია.
- მიიღო ინფორმაცია მომავალი ტოკენების შესახებ, რომლებიც შესაძლოა პოტენციურად შენს საინვესტიციო პორტფელში მოხვდეს.
- აღმოაჩენ იმ კომპანიებს, რომლებიც კრიპტო აქტივების დამატებას განიხილავენ ან სულაც გარკვეულ დაფინანსებას ეძებენ ამ სფეროს განსავითარებლად.
- შეგიძლია გადაამოწმო, თუ რა მოცულობის აქტივები არის განთავსებული სხვადასხვა პლატფორმებზე და რომლები გთავაზობენ სტეიკინგისთვის ყველაზე დიდ ლიკვიდურობა/სარგებელს.
Gas Checker - შეამოწმე ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტოკენების საკომისიოები წინასწარ
თუკი ერთხელ მაინც დაგჭირვებია ეთერიუმის ყიდვა ან მის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ნებისმიერი ტოკენის შეძენა, გეცოდინება რომ ეს ყველაფერი საკომისიოებთან არის დაკავშირებული. ინტერნეტში უამრავი ისტორიაა იმის შესახებ, თუ როგორ გადაიხადა ადამიანმა ეთერიუმის ტრანზაქციაში ან NFT-ის შექმნაში ასეულობით დოლარის საკომისიო.
მიუხედავად იმისა, რომ მომავალში ვარაუდობენ ეთერიუმის საკომისიოების შემცირებას, დღევანდელი რეალობა განსხვავებულია, შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ წინასწარ შეამოწმო ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტოკენების საკომისიოები.
ჩვენი რჩევაა, გამოიყენო Gas Checker და იცოდე, რისი გადახდა მოგიწევს. პლატფორმის სწორად გამოყენების შემთხვევაში, შეგიძლია ისეთი დრო განსაზღვრო, როდესაც ქსელი ნაკლებ გადატვირთული იქნება და შენი საკომისიოები 50%-მდეც კი შეამცირო.
Twitter-ის საძიებო ველი (X) - მიმები, კრიპტო სიახლეები და ყველაფერი რაც კრიპტოვალუტის ყიდვას უკავშირდება
პლატფორმა Twitter, რომელსაც ახლა X ჰქვია, შესაძლოა უამრავი ადამიანისათვის მიმების და გართობის ადგილი იყოს, თუმცა ჭკვიანი ადამიანები მას საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად იყენებენ.
უამრავი ადამიანი, იქნებიან ისინი კრიპტო ექსპერტები თუ რომელიმე კრიპტო პროექტის დამფუძნებლები, თავიანთ აზრებსა და გეგმებს სწორედ თვითერზე აზიარებენ. შესაბამისად, პლატფორმა არის ადგილი, რომელიც თავს უყრის ერთნაირი მიზნების მქონე მომხმარებლებს, ჩვენს შემთხვევაში კი, კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველებსა და წარმატებულ თრეიდერებს.
Twitter-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია მისი საძიებო ველი და ჰეშთეგებია. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, რომ ნებისმიერი სასურველი ტოკენი, ქოინი თუ კრიპტოვალუტა დაძებნონ როგორც სიტყვიერად, ისე სხვადასხვა სიმბოლოს გამოყენებით და მიიღონ სასურველი და საჭირო ინფორმაცია.
მიუხედავად პლატფორმის დიდი და პოზიტიური როლისა, მნიშვნელოვანია რომ ბოტებს ერიდო, რომლებიც არასწორ და მცდარ ინფორმაციებს აზიარებენ. ჩვენი რჩევაა, რომ გადაამოწმო ყველა ლინკისა თუ წყაროს სანდოობა და რეალურობა, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებ.
WalletGuard - გაიგე რამდენად უსაფრთხო და ძლიერია შენი ბიტკოინის საფულე
სამწუხაროდ, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის კომპლექსურობით ხშირად სქემერები და თაღლითები სარგებლობენ. უამრავ რისკთან ერთად, კრიპტო მომხმარებლებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი აქტივების უსაფრთხოება.
ბოლო პერიოდში, სქემერული პროექტები სულ უფრო ემსგავსება რეალურ პლატფორმებს და მომხმარებლისთვისაც რთულია მათ ერთმანეთისაგან გარჩევა. ინტერნეტ სქემერების ძირითადი სამიზნე შენი ბიტკოინის საფულე და მასში განთავსებული კრიპტო აქტივებია. ამიტომ WalletGuard-ის გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო ხდება.
რა დანიშნულება აქვს WalletGuard-ს?
- გეძლევა საშუალება, შენი ბიტკოინის საფულე შეამოწმო და გაიგო, რამდენად უსაფრთხო და ძლიერია ის აქტივების შენახვისათვის.
- განხორციელებული გადარიცხვებისას WalletGuard-ის პლატფორმა შენს საფულეს უკავშირდება და გაწვდის ტრანზაქციის დეტალებს. თუკი პლატფორმა რაიმე სახიფათოს ამოიცნობს, ის მაშინვე მოგაწვდის ინფორმაციას ამის შესახებ.
Dune Analytics – გაიგე ბლოკჩეინის მონაცემები მარტივად
Dune საკმაოდ მძლავრი პლატფორმაა, რომელიც რთულ და კომპლექსურ ინფორმაციას ბლოკჩეინის შესახებ გარდაქმნის მარტივად აღსაქმელ მონაცემებად. პლატფორმაზე ინფორმაცია მომხმარებლების მიერ არის თემატურად დალაგებული.
ვებ-გვერდზე ტრენდული საკითხების თემატიკას თუ მიაშურებ, აუცილებლად იპოვი ინფორმაციას ახალი და აღმავალი ბლოკჩეინ პროექტების შესახებ, რომლებზეც ისეთი ადამიანებიც აზიარებენ საკუთარ აზრს, პირადად რომ გამოუყენებიათ პლატფორმები.
Cryptofees - რა საკომისიოებია სხვადასხვა კრიპტო პროექტებში?
თუ კრიპტოს ყიდვა & გაყიდვა გინდა და ვაჭრობით ხარ დაინტერესებული, Cryptofees ძალიან დასაფასებელი პლატფორმაა მისი სიმარტივისა და გამოყენებადობის გამო. როდესაც სიმარტივეს ვახსენებთ, ვგულისხმობთ, რომ პლატფორმაზე მარტივად, პირდაპირ გამოტანილია შესაბამისი მონაცემები და ის ნებისმიერი გამოცდილების ადამიანისთვის წამებში გასაგები ხდება.
Cryptofees მომხმარებელს ეხმარება, გაიგოს თუ რა საკომისიოები გადაიხადეს თრეიდერებმა ერთი დღის ან 7 დღის პერიოდში ამა თუ იმ კრიპტოვალუტის გამოყენებისას, შესაბამისად იგებ, თუ რამდენად ჯანსაღი და ცოცხალია ესა თუ ის კრიპტო პროექტი.
DEXTools - ყველა ტოკენი ერთ სივრცეში
DexTools არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას ყველა ტოკენის შესახებ. სულერთია, ტოკენი რამოდენიმე წუთის წინ გაეშვა თუ ის უკვე დიდი ხანია კრიპტო ბაზარზე არსებობს, DexTools-ზე აუცილებლად იპოვნი მის შესახებ ინფორმაციას.
დამატებითი პლიუსი, რაც პლატფორმას აქვს მისი ტოკენების შეფასების სისტემაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეფასების სისტემა რაიმე გარანტია არ არის, შენ მაინც შეგიძლია მიიღო მნიშვნელოვანი და გამოსადეგი ინფორმაცია სხვადასხვა ტოკენის სიცოცხლის უნარიანობის, საიმედოობისა და ხარვეზების შესახებ, რაც კრიპტოს ყიდვა & გაყიდვაში აუცილებლად გამოგადგება.
ხელსაწყოებისა და პლატფორმების როლი კრიპტოს ყიდვა & გაყიდვაში
ჩვენს ბლოგში მოხვედრილი კრიპტო ხელსაწყოები მნიშვნელოვანი ბენეფიტებია შენს კრიპტო მოგზაურობაში და ისინი აუცილებლად გამოგადგებიან, მიიღო სწორი გადაწყვეტილება კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა პლატფორმა უფასოა და უმეტესობა მათგანი ძალიან მარტივი გასაგებია.
არ აქვს მნიშვნელობა რა გამოცდილება გაქვს კრიპტოვალუტებთან მიმართებაში, აუცილებელია რომ ვაჭრობისას დამატებით ყველანაირი რესურსი გამოიყენო, რომ წარმატებით იყიდო სხვადასხვა კრიპტო აქტივი.