Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
Georgian text above the Japan Flag with a Metropolis background
2023-03-16clock5 minutes

ვფიქრობ, რომ მეტავერსი იქნება ტრადიციული ინტერნეტ სივრცის მომავალი და იგი შემოგვთავაზებს სრულიად ახალ გამოცდილებასა და შესაძლებლობებს“Facebook-ის CEO მარკ ცუკენბერგი.

ყოველდღიურ ტექნოლოგიურ წინსვლასთან ერთად სულ უფრო პოპულარული ხდება მეტავერსის ცნება. მეტავერსი არის ვირტუალური რეალობა, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან ვირტუალური კავშირის დამყარება შეუძლიათ ისე, როგორც რეალურ სამყაროში.

კონცეპტმა პოპულარულობა მოიპოვა მას შემდგომ, რაც ადამიანებმა ციფრული სამყაროს განსავითარებლად ინოვაციური მეთოდების ძებნა დაიწყეს. პარალელურად კი, მეტავერსმა ახალი ფინანსური ჰაბის როლიც მოირგო.

ბლოგში ვისაუბრებთ იმ წამყვან იაპონურ კომპანიებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს მეტავერსში გადაბარგება.

Fujitsu და Mitsubishi მეტავერსში

წამყვანი იაპონურმა კომპანიებმა, ფუჯიცუმ და მიცუბიშიმ, ძალები გააერთიანეს და ახალი მეტავერს ეკონომიკური ზონის შექმნა გადაწყვიტეს. მიზანი არის, რომ შეიქმნას მეტავერს გარემო, რომელშიც გაერთიანებული იქნება FinTech ელემენტები და ეკონომიკური ასპექტები, რათა ჩამოყალიბდეს ახალი სოციალური და ციფრული ინფრასტრუქტურა.

ორი იაპონური გიგანტის მიზანია, თავიანთი მომხმარებლები მიმართონ მეტავერსში და ახალი ეკონომიკური ტალღის შექმნის პარალელურად, ადამიანებს მიაწოდონ ის სერვისები და გამოცდილება, რომლებსაც აქამდე უკვე დიდი ხანია ქმნიან.

პროექტში ჩაბმული კომპანიები (Fujitsu & Mitsubishi) უზრუნველყოფენ იდეის განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკურ საშუალებებს და მომხმარებლებს მისცემენ შესაძლებლობას ახალი ციფრული სამყარო აღმოაჩინონ ისე, როგორც აქამდე სხვადასხვა კომპიუტერული თამაშის მეშვეობით შეეძლოთ.

პარალელურად ამისა, მიცუბიში იმუშავებს იმაზე, რომ შექმნან ახალი მეტავერს ქოინი, რომლის მეშვეობით ადამიანებს სხვადასხვა სერვისების შესყიდვას შეძლებენ ციფრულ სამყაროში.

თუ რატომ დაინტერესდნენ წამყვანი ეკონომიკური კომპანიები მეტავერსით, აქვს თავისი საინტერესო მიზეზები:

  1. წამყვანი საინვესტიციო ფირმის Outlier Ventures რეპორტის მიხედვით, 2030 წლისთვის მეტავერს ეკონომიკა $1 ტრილიონი დოლარის ღირებულების იქნება.
  2. მეტავერსში მომხმარებლებს შეუძლიათ გაყიდონ თავიანთი სერვისები თუ პროდუქტები, რითაც როგორც ციფრული, ასევე ტრადიციული ვალუტის გამომუშავებას შეძლებენ. მაგალითად, მეტავერს თამაშ Second Life-ის გაშვების შემდგომ, მისმა მომხმარებლებმა ჯამურად $100 მილიონი გამოიმუშავეს.
  3. მეტავერსში არსებული ვალუტების, Ethereum-ისა და Decentraland-ის ფასი ყოველწლიურად სტაბილურად იმატებს. მაგალითად, 2017 წლისთვის ეთერიუმის ფასი $10 იყო, ხოლო 2021 წლის დასაწყისში $2000 მიაღწია.
  4. მეტავერსი ცვლის არსებულ ტრადიციულ ინდუსტრიებს. მაგალითად, ზოგიერთი ციფრული უძრავი აქტივი $1 დოლარად იყიდება. ამან ინტერესი გაზარდა ისეთი პროფესიის ადამიანებში, როგორებიც არიან არქიტექტორები, დიზაინერები და დეველოპერები.
  5. არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, მეტავერსში ჩართულობა შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ ბევრმა ადამიანმა დაბრკოლებების გარეშე შეძლოს მონაწილეობა ახალ ეკონომიკურ ბუმში.

შეჯამება:

წამყვანი იაპონური კომპანიები სულ უფრო აქტიურად ემზადებიან მეტავერს ეკონომიკური ზონის შესაქმნელად. მათი საერთო ცოდნისა და ტექნოლოგიის გაერთიანებით, Fujitsu და Mitsubishi ქმნიან ახალ ციფრულ სამყაროს.

მეტავერსში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და შესაბამისად ეს არის ახალი, უნიკალური ეკონომიკური გამოცდილება, რომელიც ბევრი საფინანსო ექსპერტისა და ფირმის აზრით, მომავლის შეუქცევადი გზაა.

Support