ამ ბლოგში ვისაუბრებთ რა არის Google-ის ახალი ხელოვნური ინტელექტი BARD, როგორ მუშაობს ის, ვის შეუძლია მისი გამოყენება და რა კავშირი აქვს მას Chat GPT-სთან.
რა არის BARD AI?
BARD, რომელიც იშიფრება როგორც “Bidirectional Attention Representations from Transformers for Dialogue Applications”, არის გუგლის ახალი ხელოვნური ინტელექტი და მას შეუძლია მომხმარებლებთან დაამყაროს ადამიანური დიალოგი მათივე მიდგომების, წერის მანერისა და ლოგიკის შესწავლით.
აქამდე კარგად ნაცნობი ჩატბოტებისგან განსხვავებით, რომლებიც სხვადასხვა ვებ-გვერდებზე გვხვდება ჩაშენებული და წინასწარ გაწერილი სცენარი აქვთ, BARD იყენებს ბუნებრივი, ანუ ადამიანური ენის შესწავლის მეთოდს და თავად წყვეტს რა კითხვას რა პასუხი გასცეს.
როგორ მუშაობს BARD?
BARD იყენებს გუგლის მიერ 2017 წელს შექმნილ ენის მოდელს, რომელიც მას ეხმარება ჩვენი, ანუ ადამიანების წერის მანერა და აზროვნების ლოგიკა უფრო ღრმად შეისწავლოს, რაზე დაყრდნობითაც BARD ხდება უფრო ჭკვიანი და მეტად ადამიანური.
Google-ის ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება შესაძლებელია ვებ-გვერდებზე, სხვადასხვა პლატფორმებსა და აპლიკაციებში, როგორც მომხმარებლებთან ბუნებრივი კომუნიკაციის საშუალება.
გარდა კითხვებზე პასუხისა, BARD-ს შეუძლია შენთვის საინტერესო საკითხების უკეთ გარკვევაში დახმარება. ის ინტერნეტთან წვდომის მეშვეობით მოიძიებს სასურველ საკითხზე ინფორმაციას, გაანალიზებს მას და მოგაწვდის დამუშავებული ფორმატით.
მარტივად რომ ვთქვათ, მას არ აქვს სხვა ჩატბოტების მსგავსად წინასწარ გაწერილი სცენარი, არამედ შეუძლია თავად შეისწავლოს საკითხი და შემდეგ ის მომხმარებელს ასწავლოს.
ვის შეუძლია BARD-ის გამოყენება?
მომხმარებელი, რომელსაც გუგლის ხელოვნურ ინტელექტზე წვდომა სურს მინიმუმ 18 წლის უნდა იყოს. გარდა ამისა, დღეს BARD ხელმისაწვდომია მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში, თუმცა Google მუშაობს იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იყოს შესაძლებელი.
დაზუსტებული ინფორმაცია არ ვიცით BARD ფასიანი იქნება თუ უფასო, თუმცა Google-ის სერვისები უფასოა, შესაბამისად გამოცდილებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაშიც ასე იქნება.
BARD vs. Chat GPT
ორივე, Google BARD-იც და Chat GPT-იც ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატბოტები არიან, რომლებიც ადამიანებთან ბუნებრივი ენის გამოყენებით ინტერაქციისთვის შეიქმნენ. თუმცა, არის რამოდენიმე განსხვავება.
BARD განკუთვნილია, რომ საძიებო სისტემა დახვეწოს და უფრო საჭირო შედეგები მიაწოდოს მომხმარებელს, ხოლო Chat GPT-ის აქვს შესაძლებლობა რომ დამოუკიდებლად შექმნას კონტენტი და თავი გაართვას სხვადასხვა დავალებას, რომელიც პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად.
შეჯამება
Google-ის BARD არის ინოვაციური სიახლე და განვითარება ხელოვნური ინტელექტის შესწავლის სფეროში. BARD იყენებს ადამიანების ენის შესწავლის მეთოდს, რათა ჩვენს მიერ მოთხოვნილ შეკითხვებზე მივიღოთ ჩვენთვის მაქსიმალურად ზუსტი და გასაგები პასუხები.
ის დამყარებულია Google-ის სისტემაზე და Open AI-ის Chat GPT-ისთან მსგავსების მიუხედავად, განსხვავებული ფუნქცია აქვს.
უფრო ხშირი ხდება სხვადასხვა ჩატბოტებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, შესაბამისად მოსალოდნელია, რომ BARD ითამაშებს კრიტიკულ როლს ინდუსტრიის განვითარებაში და როგორც Chat GPT, ისიც იქნება უამრავი სიახლის მაპროვოცირებელი ფაქტორი.