შესავალი: Grok AI, ილონ მასკი და ხელოვნური ინტელექტი
Chat GPT-ის გამოჩენასთან ერთად ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იქნება ეს სამსახურებრივი მოვალეობები თუ პირადი საკითხები, აქტიურად გამოჩნდა.
პლატფორმის წარმატებასთან ერთად, სხვა კომპანიებმაც თუ ადამიანებმაც გამოთქვეს სურვილი, ჩაბმულიყვნენ ამ ციებ-ცხელებაში და ინდუსტრიის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეეტანათ.
ერთ-ერთი ასეთი ადამიანი SpaceX-ის, Tesla-სა და ახლა უკვე X-ის (ყოფილი Twitter) მფლობელი ილონ მასკი აღმოჩნდა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების დიდი ქომაგია. მისი ინიციატივით შეიქმნა ახალი ხელოვნური ინტელექტი სახელად Grok AI.
ამ ბლოგში მოგიყვებით რა არის Grok, როგორ და სად იმუშავებს ის და ზოგადად, რა პოზიტიური ცვლილება შეიძლება შემოიტანოს მან ჩვენს ცხოვრებაში.
რა არის ხელოვნური ინტელექტი Grok AI?
Grok AI ილონ მასკის კუთვნილი კომპანია xAI-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის მორიგი წარმომადგენელი, რომელიც ერთგვარი ჩატ ბოტია. ეს ინოვაციური AI მოდელი ორიენტირებულია ადამიანების სასაუბრო ენის შესწავლასა და გაგებაზე, რათა ჩვენთან კომუნიკაცია უფრო ბუნებრივი და ამავე დროს ეფექტური იყოს.
მოსალოდნელია, რომ Grok AI სხვა ჩატ ბოტებისგან განსხვავებით გაცილებით ეფექტური იქნება. როგორც პრობლემების გადაჭრაში, ასევე ზოგადად კომუნიკაციაში.
Grok AI-ის გამოყენება
სხვა ისეთი AI მოდელებისგან განსხვავებით, როგორიც მაგალითად Chat GPT არის, Grok იმით განსხვავდება, რომ მეტად არის ორიენტირებული ადამიანის მსგავსი ტექნოლოგია გახდეს, რაც უშუალო საკომუნიკაციო მეთოდებში უნდა გამოიხატოს. მას შეუძლია დააგენერიროს ტექსტი, გასცეს შეკითხვას პასუხები და უამრავი თემატიკის ირგვლივ შემოვიდეს დისკუსიაში.
ხელოვნური ინტელექტის ამ მოდელის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა და გამოყენება სწორედაც ეს არის. Grok-ს შეუძლია უამრავი თემის ირგვლივ აწარმოოს დიალოგი და მას არ აქვს სხვა მოდელების მსგავსად ტაბუირებული თემები. მეტიც, Grok საუბრობს იუმორისტული და სარკასტული ტონით, სადაც პოლიტკორექტულობაც ნაკლებია.
როგორ გამოვიყენო Grok AI?
მომხმარებლებსა და დაინტერესებულ პირებს Grok AI-ის გამოყენება xAI-ის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და X-ზე (ყოფილი ტვიტერი)შეუძლიათ. ჯერ-ჯერობით ტვიტერზე ხელოვნური ინტელექტი ხელმისაწვდომია მხოლოდ პრემიუმ გამომწერებისათვის.
დამატებით კი, GitHub-ზე მოცემულია AI-ის ღია კოდი, რომელიც დეველოპერებს მათი საჭიროებისამებრ შეუძლიათ გამოიყენონ.
რა გავლენა ექნება AI-ის ინდუსტრიაზე?
Grok AI-ის მიდგომა, რომ ჰქონდეს ნაკლები შეზღუდვები და ისეთი თემები, რომლებზეც ხელოვნური ინტელექტი არ ისაუბრებს, ნამდვილად საინტერესო ინოვაციაა, რომელსაც რეალურად შეუძლია ინდუსტრიაზე დიდი გავლენა ჰქონდეს. ამ საზღვრების გადაწევით, AI ჩატ ბოტების ისტორიაში ახალი ერა დაიწყება, სადაც სტანდარტი განსხვავებული იქნება და შესაბამისად, ინტერაქციაც ადამიანსა და ჭკვიან კომპიუტერს შორის უფრო ბუნებრივი გახდება.
თუმცა, ზოგიერთი ადამიანი AI სფეროს რეგულაციებზე საუბრობს, ვინაიდან Grok-ის შესაძლებლობები მათთვის ეთიკურ და მორალურ კითხვებს აჩენს, თუ როგორ შეიძლება ბოროტმოქმედებმა გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ცენზურა და შეზღუდვები არ აქვს.
შეჯამება: ილონ მასკის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი უკვე აქ არის!
ხელოვნური ინტელექტი Chat GPT-ის აღმავლობის წყალობით უამრავმა ადამიანმა გაიცნო და უკვე იყენებს ყოველდღიურად სხვადასხვა საქმიანობაში. ინდუსტრია სულ უფრო მეტ და ახალ მწვერვალს იპყრობს.
სწორედ ამის მაჩვენებელია ილონ მასკის მიერ შექმნილი ახალი ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც Grok AI ჰქვია. AI მოდელი გამორჩეულია იმით, რომ მას არ აქვს შეზღუდვები, თუ რაზე უნდა ისაუბროს და რა არ განიხილოს.
უამრავი ადამიანი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის ტაბუირებული თემების არ არსებობა რეალურად საფრთხეს შეიცავს, თუმცა ადამიანთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სიახლე საგრძნობლად განავითარებს ინდუსტრიას.
თუკი შენ, თავად გინდა გამოცადო Grok AI, მაშინ შეგიძლია მათ ოფიციალურ გვერდს ეწვიო ან Twitter-ის პლატფორმა გამოიყენო.