Სარჩევიchevron-down
Hamster Kombat-მა 200 მილიონ მომხმარებელს მიაღწია
რა არის Hamster Kombat?
Airdrop ახლოვდება!
როგორ დავაკავშირო TON-ის კრიპტო საფულე თამაშთან?
როგორ დაიწყო Hamster Kombat-ის თამაში შენს მობილურში?
შეჯამება: Hamster Kombat და მოსალოდნელი Airdrop
Georgian text on the left side of the visual with Hamster Kombat logo on the right side 1000x300
2024-07-12clock4 minutes

Hamster Kombat-მა 200 მილიონ მომხმარებელს მიაღწია

მსოფლიოში უკვე კარგად პოპულარულმა და ცნობილმა ტელეგრამ კრიპტო თამაშმა Hamster Kombat-მა მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია, რა დროსაც 200 მილიონიან მომხმარებელთა ნიშნულს მიუახლოვდა.

ამ საოცარი მაჩვენებლით Hamster Kombat ციფრულ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად იქცა. თუკი უფრო მეტი რამ გაინტერესებს თამაშის შესახებ და გინდა შენც ჩაერთო ან უბრალოდ გაიგო, როდის იქნება ეირდროპი, მაშინ წაიკითხე ჩვენი კრიპტო ბლოგი.

რა არის Hamster Kombat?

Hamster Kombat არის ციფრული თამაში, სადაც მომხმარებელი თამაშის სიმბოლო ზაზუნაზე აკლიკავს და ამით გამოიმუშავებს თამაშის შიგნით არსებულ ქოინებს. Hamaster Kombat-ის მთავარი შინაარსი კი ისაა, რომ მართო კრიპტო ბირჟა და განავითარო ის. შენ კი, ბირჟის CEO ხარ და შენი ვალია ქოინები სწორად გამოიყენო სხვადასხვა მიმართულებით - განავითარო მარკეტინგი, ლიცენზიები და სხვა ფუნქციონალი.

ითამაშე და გამოიმუშავეს პრინციპზე მოქმედი თამაში მოთამაშეებს საშუალებას აძლევს დააგროვონ HMSTR ქოინები, განავითარონ თავიანთი ბირჟა და შეასრულონ დავალებები. დამატებით, თამაშში არსებობს Daily Combo-ს ფუნქცია, სადაც ყოველდღიური დავალებების შესრულებით მოთამაშე დამატებით 5 მილიონი ქოინით საჩუქრდება.

გარდა ამისა, თამაშში მხარდაჭერილია რეფერალური პროგრამაც, რომლის დახმარებითაც მეგობრების მოწვევა შეგიძლია.

Airdrop ახლოვდება!

მაგრამ, რა იწვევს უამრავი ადამიანის ინტერესსა და მოლოდინს Hamster Kombat-ში? ეს უბრალოდ თამაში არ არის, სადაც ზაზუნას აკლიკავ და ვირტუალური ბირჟის CEO ხარ. რეალური მოლოდინები მოსალოდნელი ეირდროპისა და ტოკენის გაშვების გამოა.

Hamster Kombat-ის ტოკენი (HMSTR) მოსალოდნელია რომ ივლისში, The Open Network (TON)-ის ქსელში გაეშვება. სხვა, ტრადიციული ეირდროპებისგან განსხვავებით, Hamster Kombat-ის ერიდროპი ორიენტირებული იქნება მოთამაშეების საათობრივი გამომუშავების მაჩვენებელზე და სხვა სათამაშო პარამეტრებზე. ეს ინოვაციური მიდგომა, მოთამაშეებს უფრო მეტ სტიმულს აძლევს შეასრულონ სხვადასხვა დავალებები და ჰქონდეთ ვირტუალური პასიური შემოსავალი, რომელიც მოგვიანებით რეალურ შემოსავლად უნდა იქცეს.

როგორ დავაკავშირო TON-ის კრიპტო საფულე თამაშთან?

იმისათვის, რომ ეირდროპში მონაწილეობის მიღება შეძლო, კონკრეტული დავალებების შესრულება უნდა დაიწყო. პირველი დავალება კი, შენი TON-ის კრიპტო საფულის Hamster Kombat-თან დაკავშირებას მოიცავს.

ნაბიჯი I: გახსენი Hamster Kombat-ის ბოტი
ნაბიჯი II: მოიძიე Airdrop-ების ველი
ნაბიჯი III: აირჩიე პირველი დავალება
ნაბიჯი IV: აირჩიე კრიპტო საფულის ტიპი
ნაბიჯი V: დააკავშირე კრიპტო საფულე
ნაბიჯი VI: დაადასტურე შენი ქმედება
ნაბიჯი VII: შემოუერთდი ტელეგრამის არხს

როგორ დაიწყო Hamster Kombat-ის თამაში შენს მობილურში?

ნაბიჯი 1: ჩაიწერე ტელეგრამი
თუკი ტელეგრამი არ გაქვს, მისი გადმოწერა App Store-დან და Google Play-დან შეგიძლია.

ნაბიჯი 2: მოძებნე Hamster Kombat
გახსენი ტელეგრამი და საძიებო ველში ჩაწერე Hamster Kombat. ყურადღება მიაქციე, რომ შენს მიერ მოძიებული ბოტი ოფიციალური იყოს.

ნაბიჯი 3: დაიწყე თამაში
ტელეგრამში დაკლიკე Start the Game და დაიწყე Hamster Kombat-ის თამაში.

ნაბიჯი 4: გამოიმუშავე კრიპტოვალუტა
მიჰყევი თამაშის ინსტრუქციას, დააკლიკე ეკრანზე და დაიწყე ქოინების გამომუშავება. გამოიყენე სხვადასხვა გაძლიერებები და თამაშის დამატებითი ფუნქციონალი, რათა უფრო მეტის გამომუშავება შეძლო. ბონუს ქოინებისათვის კი, შეასრულე მისიები, ყოველდღიური დავალებები და მოიწვიე მეგობრები.

ნაბიჯი 5: მართე კრიპტო ბირჟა
Hamster Kombat-ში შენი მთავარი მოვალეობა კრიპტო ბირჟის მართვაა. სხვადასხვა დავალებების შესრულებით გააძლიერე შენი კრიპტო ბირჟა და დაიწყე მეტი და მეტი ქოინის გამომუშავება.

ნაბიჯი 6: გაწევრიანდი ჯგუფებში
Hamster Kombat-ს მსოფლიოში 200 მილიონამდე ადამიანი თამაშობს. მოიძიე შესაბამისი ჯგუფები და გაწევრიანდი მათში, რათა ყველა ინფორმაცია დროულად მიიღო.

შეჯამება: Hamster Kombat და მოსალოდნელი Airdrop

HMSTR-ის ტოკენის კრიპტო ბირჟებზე გამოჩენასა და პროექტის Airdrop-ს უამრავი ადამიანი ელოდება, როგორც თამაშში ახლახან ჩართული, ისე უკვე კარგად გამოცდილი ადამიანები. თამაშის ყველა ბენეფიტის გამოყენებით და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებით შეგიძლია შენი შემოსავალი, ანუ გამომუშავებული ქოინების რაოდენობა მაქსიმალურამდე გაზარდო, რათა მომავალი Airdrop სრულად აითვისო.

გაწევრიანდი Hamster Kombat-ის ტელეგრამ არხზე, შემოდი კრიპტალის ფეისბუქ ჯგუფში და არ გამოგრჩეს პროექტის ირგვლივ არსებული სიახლეები.

Support