რა არის ჰამსტერ კომბატი?
ჰამსტერ კომბატი არის ტელეგრამის მინი თამაში და ერთგვარი კრიპტო სიმულატორი, სადაც მომხმარებელი კრიპტო ბირჟის CEO როლს ითავსებს და მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ტოკენი გამოიმუშაოს და გზად სხვადასხვა მცირე დავალებები შეასრულოს.
ჰამსტერ კომბატი საზოგადოებისთვის ცნობილი 2024 წლის მარტში გახდა და მას შემდგომ თამაშმა დიდი გზა გაიარა, ამ ეტაპისთვის აპლიკაციაში 300 მილიონი მომხმარებელია ჩართული.
თამაშის საბოლოო ეტაპი კი, HMSTR ტოკენის სხვადასხვა კრიპტო ბირჟებზე გამოჩენა და მისი ვაჭრობაში ჩაშვებაა. მომხმარებლები კი, მათ მიერ შესრულებული დავალებებისა და ამოცანების პროპორციულად დასაჩუქრდებიან ეირდროპით და კრიპტო საფულეზე მიიღებენ ტოკენს.
როდის გაეშვება ჰამსტერ კომბატი?
ტოკენის გაშვებას მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი ელოდება და მათ შორის კრიპტო ბირჟებიც არიან, რადგან პროექტის მიმართ აქამდე არნახული აქტიურობა დაფიქსირდა.
ჰამსტერ კომბატის უკან მდგარი გუნდი დალისტვას ჯერ კიდევ ივნისიდან მიანიშნებდა, შემდგომ კი თარიღიც გახდა ცნობილი - 2024 წლის აგვისტო. მოგვიანებით თარიღი შეიცვალა და რამოდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ კრიპტოვალუტა სხვადასხვა ბირჟებზე 26 სექტემბერს გამოჩნდება!
ჩაინიშნე თარიღი და დაელოდე, მომდევნო ბლოგში გეტყვით, თუ როგორ შეიძლება შენს მიერ გამომუშავებული ქოინები შეინახო და რა დაგჭირდება ამისთვის.
როგორ განაწილდება კრიპტოვალუტა?
როგორც შემქმნელებისგან გახდა ცნობილი, ტოკენის ჯამური რაოდენობის 60% ეირდროპის სახით განაწილდება მომხმარებლებს შორის, ხოლო დანარჩენი 40% განთავსდება როგორც რეზერვი, ეკოსისტემის სხვადასხვა ასპექტების გასაუმჯობესებლად.
ტოკენების მოთამაშეებზე განაწილება კი დამოკიდებული იქნება მათ მიერ გაწეულ შრომაზე და შესრულებულ დავალებებზე. მაგალითად, ეირდროპი დამოკიდებული იქნება ისეთ ფაქტორებზე, როგორიც არის თამაშში მოწვეული მეგობრების რაოდენობა, შენი დონე, საათობრივი გამომუშავების ნიშნული, ტელეგრამის პრემიუმ გამოწერა და ა.შ. დაზუსტებით, თუ რომელ ფაქტორს უფრო დიდი როლი აქვს ცნობილი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტორი გაითვალისწინო და ყველა იმ პირობას ყურადღება მიაქციო, რომელიც შენ შესასრულებელი გაქვს - ყოველდღიური დავალებები.
რომელ კრიპტო ბირჟებზე გამოჩნდება ჰამსტერ კომბატი?
თუკი Hamster Kombat-ის აპლიკაციაში შეხვალ, ნახავ ველს, რომელსაც Airdrop ჰქვია. აქტივების გატანის ველში კი, ჯერ-ჯერობით ორი ცნობილი კრიპტო ბირჟა, OKX და Bybit ფიქსირდება.
შესაბამისად, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰამსტერ კომბატის ტოკენი HMSTR ორ დიდ ბირჟაზე უკვე გამოჩნდა.
გარდა ამისა, რამოდენიმე პოპულარულმა პლატფორმამ გამოთქვა სურვილი და მზაობა, რომ კრიპტოვალუტა ხელმისაწვდომი მათთანაც იყოს. ასეთი ბირჟები ბაინანსი და Gate.io არიან.
ჰამსტერის ამ პლატფორმებზე გამოჩენა არა მხოლოდ მომხმარებლებისათვის კომფორტისა და მეტი შესაძლებლობის მიცემას ნიშნავს, არამედ ეს კრიპტოს მიმართ ნდობასაც ზრდის და მომავალში შესაძლოა ფასზეც პოზიტიური როლი იქონიოს.
სად შეგიძლია Hamster Kombat-ის Daily Combo-ები ნახო?
ამ ეტაპზე, დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, თუ რომელ კომპონენტს ექნება ყველაზე დიდი გავლენა Airdrop-ის განაწილებაში - მეგობრების მოწვევას, ყოველდღიური დავალებების შესრულებას თუ სხვას.
ზუსტად ამის გამო, საჭიროა რომ ყველა მოთხოვნა ზედმიწევნით შესრულდეს და ეირდროპის მიღების შანსები მაქსიმალურად გაიზარდოს. თუ ჰამსტერს უკვე თამაშობ, გეცოდინება, რომ საჭიროა ყოველდღიურად საიდუმლო შიფრისა და სამი ქარდის ყიდვა, რათა ბონუს ქულები მიიღო, ამ ქარდებისა და შიფრის ნახვა კი, მარტივად კრიპტალის ფეისბუქ ჯგუფში შეგიძლია, რათა ზედმეტი წვალების გარეშო შეასრულო ყოველდღიური ამოცანები.
ხოლო თუ ინგლისურ ენაზე გსურს ინფორმაციის მიღება, მაშინ შეგიძლია Hamster Kombo-ს ესტუმრო, სადაც ყოველდღიურად იდება დაშიფრული სიტყვაცა და დღის სამი ქარდიც.
შეჯამება - ჰამსტერ კომბატის ტოკენი 26 სექტემბერს გამოჩნდება
დიდხნიანი ლოდინისა და შეცვლილი თარიღის შემდგომ ტელეგრამ არხის პოპულარული კრიპტო თამაშის ტოკენი 26 სექტემბერს ოფიციალურად გამოჩნდება ცნობილ კრიპტო ბირჟა Bybit-სა და OKX-ზე.
ჰამსტერ კომბატმა უკვე შეძლო 300 მილიონ მომხმარებელზე მეტის მოზიდვა და პარალელურად ისეთი დიდი კრიპტო ბირჟების დაინტერესება, როგორიც ბაინანსი და Gate.io არიან.
თუ შენც თამაშობ ჰამსტერ კომბატს და გინდა ეირდროპში მაქსიმალურად გაიზარდო შანსები, მაშინ სხვა დანარჩენთან ერთად ყოველდღიური დავალებებიც უნდა შეასრულო, რომლებსაც წინასწარ კრიპტალის ფეისბუქ ჯგუფში ნახავ.