Სარჩევიchevron-down
ახალი მწვერვალი Hamster Kombat-ისთვის
როგორ გაეშვება კრიპტოვალუტა?
შეჯამება: Hamster Kombat მომავალი წარმატებული პროექტია?
Hamster Kombat 1000x300 GEO
2024-08-05clock6 minutes

ახალი მწვერვალი Hamster Kombat-ისთვის

პოპულარული ტელეგრამ არხის თამაშის, Hamster Kombat-ის შემქმნელების განცხადებით, თამაშმა უკვე 300 მილიონ მომხმარებელს მიაღწია, რაც Hamster-ის ახალი მწვერვალია. შედარებისთვის კი, ეს რიცხვი ტელეგრამის 950 მილიონი აქტიური მომხმარებლის მესამედია.

როგორც იცით, Hamster Kombat-ის უკან ანონიმურ შემქმნელთა ჯგუფი დგას, რომლებმაც ინფორმაცია Whitepaper-ის სახით, გასულ სამშაბათს, 30 ივლისს გამოაქვეყნეს. გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე საუბარია ტოკენის The Open Network (TON)-ზე ჩაშვებასა და მისი გამოქვეყნების ვადებზე, რომელიც თავდაპირველად ივლისში იყო დაგეგმილი და დაგვიანების მიუხედავად, სამზადისი საბოლოო ეტაპზეა.

Hamster Kombat-მა გასაოცარი და სწრაფი ზრდა დააფიქსირა. როგორც ტელეგრამის CEO პაველ დუროვმა თქვა, 5 ივლისს თამაშს 239 მილიონი მონაწილე ჰყავდა, სულ რამოდენიმე დღის შემდგომ კი, 250 მილიონამდე გაიზარდა.

300 მილიონი აქტიური მომხმარებელი კი, ყველა თამაშისთვის მნიშვნელოვანი მწვერვალია. შედარებისთვის, ისეთ ცნობილ და უფასო თამაშებს, როგორიც Fortnite და Roblox არიან, ყოველთვიურად 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავთ.

მარტივმა, დაკლიკე და გამოიმუშავე პრინციპის თამაშმა უამრავი მომხმარებელი მიიზიდა HMSTR ტოკენის გაშვებამდე. დეველოპერები კი, Notcoin-ის გზას მიჰყვებიან, რომელიც თითქმის ანალოგიური პრინციპის თამაში იყო ტელეგრამზე და დღეს ეს კრიპტოვალუტა საბაზრო კაპიტალიზაციით ყველაზე დიდ აქტივთა ათეულში შედის $3 მილიარდით.

როგორ გაეშვება კრიპტოვალუტა?

Whitepaper-ში არაფერია ნათქვამი HMSTR ტოკენის გამოშვების თარიღზე, თუმცა იქ საუბარია, თუ რა პრინციპით მოხდება განაწილება. Notcoin-გან განსხვავებით, Hamster Kombat-ის ტოკენი ერთიანად არ ჩაეშვება. სანაცვლოდ, ტოკენების ჯამური რაოდენობის მხოლოდ 60% დაურიგდებათ მომხმარებლებს Airdrop-ის სახით, დანარჩენი 40% კი, გადაინახება ლიკვიდურობის შესავსებად და სხვადასხვა ინიციატივებისათვის.

Hamster Kombat-ის ეკოსისტემის გაფართოებას სხვა ქსელების დეველოპერების გადაბირებით გეგმავს და ტოკენები ამისთვისაც არის განკუთვნილი. გარდა ამისა, ეკოსისტემაში დაგეგმილია განახლებები და ჯგუფური დავალებები მოთამაშეებს შორის კოლაბორაციის მიზნით, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, ჯილდო სწორედ ქსელში დარჩენილი 40%-დან გარკვეული ნაწილი იქნება.

შეჯამება: Hamster Kombat მომავალი წარმატებული პროექტია?

ჰამსტერ კომბატმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მას შემდგომ, რაც გაშვებიდან 5 თვეში 300 მილიონი აქტიური მომხმარებელი მოაგროვა. თამაშის უეცარი და სწრაფი წარმატება გარკვეულწილად ტელეგრამსაც უკავშირდება, რომლის პლატფორმაშიც არის ინტეგრირებული კრიპტო ეკოსისტემა.

მოთამაშეები კი, კრიპტოვალუტების ისტორიაში ყველაზე დიდი Airdrop-ის მოლოდინში არიან, რა დროსაც HMSTR ტოკენი ოფიციალურად ჩაეშვება მიმოქცევაში. ქოინის გაშვების ფარგლებში კი, ჯამური რაოდენობის 60% გადაეცემა მომხმარებლებს, ხოლო 40% მოხმარდება სხვადასხვა მიზნებს.

ეს მიდგომა, გარკვეულწილად იმეორებს ტელეგრამის სხვა თამაშისა და წარმატებული მოდელის, Notcoin-ის გზას, რომელიც დღეს უკვე საკმაოდ წარმატებულ პროექტად ჩამოყალიბდა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზიც, თუ რატომაც აქვს უამრავ ადამიანს ამხელა მოლოდინი.

Support