Სარჩევიchevron-down
შესავალი - როგორ ხდება PayPal კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული აპლიკაცია?
PayPal და მისი სტაბილური კრიპტოვალუტა PYUSD
ა.შ.შ-ს ბაზარი კრიპტოვალუტებისთვის იხსნება?
PayPal-ზე ეთერიუმის მისამართები გაჩნდა
შეჯამება
Georgian text on the left side of the visual with PayPal and cryptocurrency logos on the right side 1000x300
2024-09-16clock4 minutes

შესავალი - როგორ ხდება PayPal კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული აპლიკაცია?

PayPal არის ონლაინ გადარიცხვებისა და ონლაინ გადახდების უსაფრთხო და სანდრო პლატფორმა. შენი საბანკო ანგარიშის, საბანკო ან საკრედიტო ბარათის PayPal-თან მიბმით შეგიძლია ონლაინ გადახდების ისე განხორციელება, რომ პარალელურად დაიცვა საკუთარი ფინანსური თავისუფლება. მოკლედ რომ ვთქვათ, PayPal ერთგვარი შუამავალია, რომელიც ტრანზაქციების განხორციელებაში უსაფრთხოების გარანტიებს გაძლევს.

ბოლო ხანებში კი, კომპანია აქტიურად დაინტერესდა კრიპტოვალუტებითა და მასთან დაკავშირებული სერვისებით. უკანასკნელი განახლებები კი, იმის მყარი დასტურია, რომ PayPal ნელ-ნელა კრიპტო აპლიკაციად გარდაიქმნება და ბაზარზე მნიშვნელოვან როლსაც შეასრულებს.

ამ ბლოგში კი, ვისაუბრებთ იმ სამი სტრატეგიის შესახებ, რომლებიც პლატფორმას კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული სერვისების წარმოებაში ეხმარება.

PayPal და მისი სტაბილური კრიპტოვალუტა PYUSD

10 სექტემბრის მონაცემებით PayPal-ის სტაბილურმა კრიპტოვალუტამ გაშვებიდან სულ რაღაც 383 დღეში ახალი ნიშნული დააფიქსირა, რაც $1 მილიარდიან საბაზრო კაპიტალიზაციაში გამოიხატა.

თუმცა, DefiLlama-ს მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, PYUSD-ის ჯამური კაპიტალიზაცია ამჟამად $860 მილიონამდე დაეცა.

ამის მიუხედავად, სტაბილური კრიპტოვალუტის შექმნა და პროექტში ამხელა მოცულობების არსებობა ნათლად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ PayPal სერიოზულად არის განწყობილი კრიპტო ინდუსტრიის მიმართ.

ა.შ.შ-ს ბაზარი კრიპტოვალუტებისთვის იხსნება?

ა.შ.შ-ს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც თავიანთი კრიპტოს გამოყენება და ტრანზაქციების განხორციელება სურთ, PayPal-ს კარგი შეთავაზება აქვს. მათი პლატფორმის გამოყენებით, მომხმარებლებს ახლა უკვე შეუძლიათ, 10 მილიონამდე ამერიკული კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისები და საქონელი შეიძინონ, შეზღუდვების გარეშე.

სალაროსთან ადამიანებმა მარტივად, უნდა მიუთითონ “PayPal-ით გადახდა“ და შესაბამისი კრიპტო ტოკენი აირჩიონ. PayPal კი მათ მიერ გადარიცხულ კრიპტოს მომენტალურად ფიატ აქტივში, USD-ში აკონვერტირებს.

კრიპტოვალუტებზე წვდომის გამარტივებითა და PYUSD-ის წარდგენით, PayPal ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც კრიპტო ინდუსტრიით დაინტერესებული პლატფორმა.

PayPal-სა და Venmo-ს 355 მილიონი მომხმარებელი კი, PYUSD-ის პოტენციურად USDT-ის კონკურენტ სტაბილურ კრიპტოვალუტად აქცევს. ამჟამად მსოფლიოში PYUSD-ის დაახლოებით 6 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო USDT-ის 350 მილიონზე მეტი საფულე ფიქსირდება.

ბოლო დროინდელმა მონაცემებმა Tether-სათვის სახარბიელო ციფრები დააფიქსირეს, კერძოდ, 2023 წლის რეპორტზე დაყრდნობით, Tether-მა $6.2 მილიარდის მოგება დააფიქსირა, რითაც უდიდეს საინვესტიციო კომპანია BlackRock-ს გადაასწრო ($5.5 მილიარდი), ეს მონაცემები კი PayPal-სთვისაც მიმზიდველად გამოიყურება.

PayPal-ზე ეთერიუმის მისამართები გაჩნდა

The Ethereum Name Service (ENS)-მა, რომელიც ბლოკჩეინს გადარიცხვებში ეხმარება, განაცხადა, რომ PayPal-თან და Venmo-სთან ურთიერთობას იწყებს. ეს ინტეგრაცია კი, მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, რომ PayPal-დან კრიპტო Ethereum-ის მისამართებზე გააგზავნონ.

ENS-მა ინფორმაცია საკუთარ X-ის ანგარიშზე განათავსა და განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სერვისი თავდაპირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება ხელმისაწვდომი. სიახლე მილიონობით მომხმარებელს დაეხმარება, რომ კრიპტოვალუტებთან ურთიერთობა მარტივად და მათთვის სანდო პლატფორმიდან დაიწყონ.

ინტეგრაცია მნიშვნელოვანია ეთერიუმის ბლოკჩეინისათვისაც, რადგან PayPal_ს ამერიკაში 278 მილიონი, ხოლო ვენმოს 77 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

შეჯამება

კრიპტო ინდუსტრიით სულ უფრო მეტი ადამიანი და კომპანია ინტერესდება. იზრდება იმ ბიზნესების რაოდენობა, რომლებიც თავიანთ სერვისებში ისეთი პოპულარული კრიპტოვალუტების დახმარებით გადახდებს ამატებენ, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და სხვები არიან.

დაინტერესებულ კომპანიათა რიგში PayPal-იც გამოჩნდა, რომელიც აქამდე უკვე აქტიურად იყო ჩართული ინდუსტრაიში და საკუთარი სტაბილური კრიპტოვალუტა PYUSD-იც წარადგინა.

პლატფორმის კრიპტო ინდუსტრიაში შემოსვლა მნიშვნელოვანი სიახლეა უშუალოდ ეთერიუმისათვის, რადგან PayPal-ს მხოლოდ ა.შ.შ.-ში დაახლოებით 278 მილიონი მომხმარებელი ყავს.

Support