Სარჩევიchevron-down
450,000-მდე საფულეში ინახება $100K-ზე მეტი ბიტკოინი
რა ასაკობრივი ჯგუფი ფლობს ყველაზე მეტ ბიტკოინს?
როგორ შეიძლება ბიტკოინის ყიდვა?
Georgian text above of the visual with Bitcoins below BIG
2024-08-27clock4 minutes

450,000-მდე საფულეში ინახება $100K-ზე მეტი ბიტკოინი

2024 წელს გაცილებით გაიზარდა ისეთი კრიპტო საფულეებისა და მისამართების რაოდენობა, რომლებზეც $100,000-ზე მეტი ღირებულების ბიტკოინი ირიცხება და ასეთმა სულ 450,000 შეადგინა, რაც კრიპტოვალუტების ისტორიაში უკვე მესამედ ხდება. წინა ორ შემთხვევაში ეს გასაოცარი რიცხვი მიღწეულ იქნა 2020 წლის განახევრებამდე და 2021 წლის კრიპტო ფასების ზრდის პერიოდში.

ბიტკოინის ეკონომიკა ძლიერ არის დაფუძნებული მაღალ ტექნოლოგიურ ქსელსა და მასში გარკვეულ მომხმარებლებზე, რომელთა უდიდესი ნაწილიც კრიპტო აქტივის გრძელვადიან ინვესტირებაზეა ორიენტირებული. მაგალითად, უკვე 19.7 მილიონი ბიტკოინი დამაინინგდა, საიდანაც დაახლოებით 11.97 მილიონი BTC უცვლელად არის წლების განმავლობაში საფულეებში შენახული.

ბლოკჩეინ ექსპერტების მიხედვით, ბიტკოინის უცნობი შემქმნელი, სატოში ნაკამოტო დაახლოებით 1.1 მილიონ ბიტკოინს ფლობს საკუთარ საფულეში. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები 565,000 ბიტკოინს ინახავენ, საინვესტიციო ფონდები კი, დაახლოებით - 818,000.

რა ასაკობრივი ჯგუფი ფლობს ყველაზე მეტ ბიტკოინს?

კვლევაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მისამართების უმეტესობა მილენიალების, ანუ 1981 წლიდან 1996 წლამდე დაბადებული ადამიანების საკუთრებაშია. Bankrate-ის კვლევის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის მაისში ჩატარდა, მილენიალები 100,000-ანი ჯგუფის 57% შეადგენენ.

აგვისტოში ბიტკოინის ფასის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში დაახლოებით 256,000 მილენიალია, რომელიც $100,000-ზე მეტი ღირებულების ბიტკოინის მფლობელია. თუკი ბიტკოინის ფასი მომავალში გაიზრდება, მოსალოდნელია რომ ეს რიცხვიც მოიმატებს.

როგორ შეიძლება ბიტკოინის ყიდვა?

თუ ბიტკოინის ყიდვა გადაწყვიტე და არ იცი სად, როგორ და რანაირად შეიძინო, არ ინერვიულო. კრიპტოვალუტის ყიდვა კრიპტო ბირჟებზე შეგიძლია, ასეთები კი საქართველოში მრავლად გვხვდება, ადგილობრივი თუ გლობალური: ბანიანსი, Mycoins, Coinmania და სხვა.

თუ გინდა რომ კრიპტოს ყიდვა სიმარტივესა და საუკეთესო პირობებს უკავშირდებოდეს, მაშინ პირველი ქართული კრიპტო ბირჟა კრიპტალი დაგეხმარება. პლატფორმაზე კრიპტოს ყიდვა ორი მარტივი გზით არის შესაძლებელი:

  • კონვერტაცია - არის მეთოდი, რომლის დახმარებითაც ბიტკოინის ყიდვა მომენტალურად, რამოდენიმე კლიკით შეგიძლია.

    - დააკლიკე კრიპტოს შეძენა
    - მიუთითე სასურველი კრიპტოვალუტა და სტაბილური კრიპტოვალუტა
    - ჩაწერა სასურველი რაოდენობა
    - დაკლიკე ყიდვა



  • Spot ბირჟა - არის ადგილი, სადაც კრიპტოს ყიდვა გაყიდვის მსურველები ერთად იყრიან თავს და ციფრულ აქტივებს ერთმანეთში ცვლიან.
    ეს ერთგვარი ციფრული მარკეტია, სადაც გამყიდველებს თავიანთი კრიპტოვალუტები აქვთ გამოტანილი გასაყიდად, ხოლო მყიდველები სასურველი აქტივის ძიებაში არიან.
    ისევე როგორც ბაზარი, ბირჟაც საუკეთესო ადგილია კრიპტოვალუტის ყველაზე მომგებიან ფასად შესაძენად

    - შედიხარ ბირჟაზე
    - ირჩევ წყვილს - BTC & TOGEL
    - უთითებ რაოდენობას
    - ათავსებ მოთხოვნას

    შემდგომ კი, ელოდები ისეთ მომხმარებელს, რომელიც შენს მიერ მოთხოვნილი ფასის დიაპაზონში მოგყიდის შენთვის სასურველ კრიპტოვალუტას. ასეთის გამოჩენის შემთხვევაში, ორდერი წარმატებულად დაიხურება, შენ კი კრიპტო საფულეში მომენტალურად მიიღებ ბიტკოინს ან სხვა კრიპტოვალუტას.

    გაითვალისწინე, ბირჟაზე ორი დამატებითი ფუნქციონალია ჩაშენებული, რომელიც კრიპტოს ყიდვას გიმარტივებს:

    ა. Market Order - რომლის გამოყენებითაც ბირჟა ავტომატურად გაწვდის იმ მომენტში ბაზარზე არსებულ საუკეთესო ფასს შენს სასურველ კრიპტოვალუტაზე.

    მაგალითად: თუკი ბირჟაზე ბიტკოინს 10 ადამიანი ყიდის, მარკეტ ორდერის დახმარებით ბირჟა შენ ყველაზე დაბალი ფასის ორდერს მოგაწვდის.

    ბ. Limit Order - რომლის გამოყენებითაც ხელით უთითებ კრიპტოს ფასის იმ მაქსიმალურ და მინიმალურ ლიმიტებს, რომლის გადახდისთვისაც მზად ხარ, ბირჟა კი გაკავშირებს მითითებული ლიმიტების შუალედში არსებულ საუკეთესო ფასთან.

    მაგალითად: თუკი შენ მიუთითებ, რომ გინდა კრიპტოს ყიდვა და შესაბამის ველში ჩაწერ, რომ ყიდვა ავტომატურად განხორციელდეს, თუ ბირჟაზე გამოჩნდება გაყიდვის მსურველი ადამიანი, რომელიც აქტივს აფასებს 3000-დან 3200 ლარის ფარგლებში. თუკი ასეთი ორდერი გამოჩნდება, ყიდვა ავტომატურად განხორციელდება, თუკი არა - ბირჟა დაელოდება მანამ, სანამ მითითებულ დიაპაზონში არ გამოჩნდება აქტივები გასაყიდად.
Support