ლაითქოინის ყიდვა
ბიტკოინი და ეთერიუმი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტებია და სწორედ მათ გვერდით დგას ლაითქოინიც, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარულია.
თუ ამ კრიპტოს ყიდვა გინდა და არ იცი საიდან დაიწყო, მაშინ ამ ბლოგში გეტყვით, როგორ შეიძლება ლაითქოინი იყიდო კრიპტალის დახმარებით მარტივად, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე და თან ბაზარზე არსებული ყველაზე დაბალი საკომისიოებით. ამისათვის ორი ნაბიჯი დაგჭირდება და ამ ბლოგში დეტალურად აგიხსნით ყველაფერს.
ლაითქოინის ყიდვა ონლაინ
კრიპტოვალუტების საყიდლად ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი გზა კრიპტო ბირჟები არიან. ქართული კრიპტო ბირჟა კრიპტალი კი, შენთვის გასაგებ ენაზე გაგიწევს მეგზურობას, რათა ლაითქოინის ყიდვა მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლოს.
გაითვალისწინე, იმისათვის რომ კრიპტოს ყიდვა და შენახვა შეძლო, კრიპტო საფულე გჭირდება. კრიპტალზე რეგისტრაციის შემდგომ, სასურველი კრიპტოვალუტის საფულის შექმნა სრულიად უფასოდ, შენი ანგარიშიდან შეგიძლია.
ყველა კრიპტოს საკუთარი საფულე აქვს, ბიტკოინს სჭირდება ბიტკოინის საფულე, ლაითქოინს კი - ლაითქოინის საფულე.
ზუსტად ისე, როგორც ბანკში, ლარს სჭირდება ლარის ანგარიში, ა.შ.შ. დოლარს კი - დოლარის ანგარიში.
ნაბიჯი 1: კრიპტალზე ანგარიშის შექმნა
იმისათვის, რომ კრიპტოს ყიდვა უსაფრთხოდ შეძლო საჭიროა პლატფორმაზე მარტივი რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესი გაიარო. თუკი რომელიმე ვებ-გვერდზე ერთხელ მაინც გაგივლია ეს პროცესი, მაშინ კრიპტალზე ანგარიშის გახსნა შენთვის პრობლემა არ იქნება.
ნაბიჯი 2: ლაითქოინის ყიდვა კონვერტაციით
კონვერტაცია არის ფუნქცია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს შენთვის სასურველი კრიპტოვალუტა რამოდენიმე კლიკში, მომენტალურად იყიდო.
კონვერტაციის პოვნას კრიპტალის მთავარ გვერდზე განთავსებულ ბანერში შეძლებთ.
მას შემდგომ, რაც კრიპტოს შეძენა-ზე გადახვალ, აღმოჩნდები კონვერტაციის გვერდზე, სადაც უნდა აირჩიო სასურველი კრიპტოვალუტა და ის ფიატ ვალუტა, რომლის დახმარებითაც კრიპტოვალუტას იყიდი.
ჩვენს შემთხვევაში უნდა ავირჩიოთ ლაითქოინი და TOGEL, რაც ქართული ლარის ალტერნატივაა.
შემდგომ, უთითებ, რა რაოდენობის ლაითქოინის ყიდვა გინდა და სისტემა ავტუმატურად გიწერს, რამდენი TOGEL ანუ ლარი ეღირება შენი კრიპტო. ყიდვა-ზე დაკლიკვით კი, შესაბამისი კრიპტოვალუტა მომენტალურად შენს კრიპტო საფულეში აღმოჩნდება.
რა უპირატესობები აქვს კონვერტაციას?
- მარტივია - აკლიკავ რამოდენიმე ღილაკს
- არ გჭირდება გამოცდილება - კრიპტოს საყიდლად არ გჭირდება რაიმე გამოცდილება და დამწყებთათვის ძალიან მოსახერხებელია.
- მომენტალურია - კრიპტოვალუტას ყიდულობ მომენტალურად, არ გჭირდება არანაირი ლოდინი.
ლაითქოინის ყიდვა Spot ბირჟით
თუკი ლაითქოინის ყიდვას Spot ბირჟის დახმარებით გადაწყვეტ, კრიპტალი ამაშიც დაგეხმარება. მისი პოვნა კრიპტალის მთავარ გვერდზე შეგიძლიათ.
თუკი კონვერტაციისას ლაითქოინს პირდაპირ კრიპტო ბირჟისგან ყიდულობ, Spot ბირჟაზე შენ სხვა შენნაირ ადამიანებთან შედიხარ ურთიერთობაში. ბირჟა კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველებს ერთმანეთთან აკავშირებს, სადაც ისინი გასაცვლელი კრიპტოვალუტების რაოდენობასა და ფასზე თანხმდებიან, რის მერეც ტრანზაქცია წარმატებით შედგება.
მაგალითად: Spot ბირჟაზე განათავსებ ლაითქოინის ყიდვის მოთხოვნას, სადაც მიუთითებ, რომ გინდა 5 ლაითქოინის ყიდვა და მზად ხარ სანაცვლოდ ერთეულში 220 ლარი გადაიხადო. როდესაც ბირჟაზე ლაითქოინის გაყიდვის მსურველი ადამიანი შემოვა, დაინახავს შენს მოთხოვნას და თუ მისთვის მისაღები იქნება, საკუთარ ლაითქოინს 220 ლარის ნაცვლად დაგითმობს. ამ პროცესს ვაჭრობა ეწოდება და ის Spot ბირჟაზე ხორციელდება.
გაითვალისწინე, Spot ბირჟა განკუთვნილია შედარებით გამოცდილი ადამიანებისთვის. გარდა ამისა, ბირჟაზე ორ დამატებით ფუნქციას შეხვდები:
ა. Market Order - რომლის გამოყენებითაც პლატფორმა ავტომატურად გაწვდის იმ მომენტრში ბირჟაზე არსებულ საუკეთესო ფასს.
ბ. Limit Order - რომლის გამოყენებითაც ხელით აყენებ ლაითქოინის ფასის იმ მაქსიმალურ და მინიმალურ ლიმიტს, რომელიც ყიდვის დროს უნდა ამოქმედდეს.
რა უპირატესობა აქვს Spot ბირჟას?
- მომგებიანია - ფასს, რომლითაც ლაითქოინს ყიდულობ, განსაზღვრავ შენ და შეგიძლია კრიპტო საუკეთესო, შენზე მორგებულ ფასად მიიღო.
ლაითქოინის ყიდვა ნაღდი ფულით (ლარი)
იმისათვის, რომ ლაითქოინის ყიდვა ლარის გამოყენებით, ნაღდი ანგარიშსწორებით შეძლო, მაშინ კრიპტომატი დაგეხმარება. გაითვალისწინე, კრიპტომატით ლაითქოინის ყიდვა სრულიად ანონიმურია.
კრიპტომატი ტრადიციული საბანკო ATM-ის მსგავსი მოწყობილობაა, როგორც მუშაობის პრინციპით, ისე ვიზუალურად და მის პოვნას საქართველოსა და თბილისის სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში შეძლებთ.
- ირჩევ რომელი კრიპტოს ყიდვა გინდა - ლაითქოინი
- ასკანერებ შენს ან სხვაგან გადასარიცხი კრიპტო საფულის მისამართს - ლაითქოინის საფულე
- აირჩიე რა რაოდენობის ლაითქოინი გინდა რომ იყიდო & გაგზავნო
- აპარატში შეაცურე შესაბამისი რაოდენობის ლარი
- დააკლიკე Send Coins
სულ ეს არის, შენ ლაითქოინი იყიდე, რომელიც რამოდენიმე წუთში შენს საფულეში აღმოჩნდება. აპარატი კი, განხორციელებული ტრანზაქციის დამადასტურებელ ქვითარს მოგაწვდის. ზუსტად ისე, როგორც ვიდეოშია:
რა უპირატესობა აქვს კრიპტომატით ლაითქოინის ყიდვას?
- ნაღდი ანგარიშსწორება - კრიპტოს ყიდვა ნაღდი ფულით, ქართული ლარის გამოყენებით შეგიძლია.
- ანონიმურობა - კრიპტომატის გამოყენებით ლაითქოინის ყიდვა სრულიად ანონიმურია.
როგორ შეივსო ბალანსი კრიპტალზე ლაითქოინის საყიდლად?
იმისათვის, რომ ლაითქოინი ონლაინ, კრიპტალის დახმარებით იყიდო, ბალანსის შევსება დაგჭირდება. კრიპტალზე მხარდაჭერილია: ქართული ლარი (GEL), ა.შ.შ. დოლარი (USD) და ევრო (EUR).
ანგარიშის შესავსებად კი, ორი მარტივი გზა არსებობს:
- შენს კრიპტალის ანგარიშზე დაამატო თიბისის ან საქართველოს ბანკის ბარათები
- შენს კრიპტალის ანგარიშზე თანხა საბანკო გადარიცხვის გამოყენებით შეივსო.
ფიატ ვალუტა სულ რამოდენიმე წამში დაჯდება ანგარიშზე და დაუბრკოლებლად შეძლებ ლაითქოინის ყიდვას.