ბიტკოინის ყიდვა
თუკი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა გინდა შეიძინო და არ იცი საიდან დაიწყო, მაშინ ეს ბლოგი შენთვის არის. აქ გეტყვით როგორ და სად შეიძლება ბიტკოინის ყიდვა ყველაზე სწრაფად და მარტივად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, როგორც სახლიდან გაუსვლელად, ასევე ნაღდი ფულით (ლარი GEL).
ბიტკოინის ყიდვა ონლაინ სახლიდან გაუსვლელად: ნაბიჯ-ნაბიჯ
შექმენი ანგარიში კრიპტალზე - ნაბიჯი 1
კრიპტალი არის პირველი ქართული კრიპტო ბირჟა, რომელზეც უამრავი პოპულარული კრიპტოს ყიდვა არის შესაძლებელი და მათ შორის არის ბიტკოინი. მანამ, სანამ ქოინს იყიდი და კრიპტალის გამოყენებას დაიწყებ, საჭიროა რომ პლატფორმაზე გაიარო მარტივი რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესი.
რეგისტრაციისთვის მიჰყევი ლინკს.
რომელი გზით გინდა ბიტკოინის ყიდვა - ნაბიჯი 2
თუკი გინდა, რომ ბიტკოინი სახლიდან გაუსვლელად იყიდო, ამაში კრიპტალი და მისი ფუნქციონალი დაგეხმარება:
კონვერტაცია
კონვერტაცია ბიტკოინის ყიდვის ყველაზე მოხერხებული გზაა, რა დროსაც კრიპტოვალუტა სულ რამოდენიმე წამში შენი საკუთრება ხდება. ამ ფუნქციას კრიპტალის მთავარ გვერდზე შეხვდებით და მის გამოსაყენებლად კრიპტოს შეძენა-ს უნდა დააკლიკოთ:
- კონვერტაცია ბიტკოინის ყიდვის სწრაფი და მარტივი გზაა
- კონვერტაციის გამოყენებისას არ გჭირდება გამოცდილების ქონა, ბიტკოინის საყიდლად მხოლოდ ორი კლიკია საჭირო
Spot ბირჟა
ამ მეთოდის გამოყენებით, ბიტკოინის ყიდვა ყველაზე კარგ ფასად შეგიძლია, რადგან თავად უთითებ თუ რა ღირებულების გადახდისთვის ხარ მზად.
თუკი შენს მიერ შეთავაზებული ბიტკოინის ფასი სხვა ადამიანს მოეწონება, რომელსაც კრიპტოს გაყიდვა უნდა, მაშინ ის დაგთანხმდება და გარიგებაც შედგება.
ფუნქციით სარგებლობისთვის, კრიპტალის მთავარ გვერდზე Spot ბირჟის ღილაკი უნდა იპოვო.
გაითვალისწინე, Spot ბირჟა შედარებით გამოცდილი ადამიანებისთვის არის და აქ დამატებით ორი სასარგებლო ფუნქცია შეგხვდება:
ა. Market Order - რომლის გამოყენებითაც ბირჟა ავტომატურად გაწვდის იმ მომენტში ბაზარზე არსებულ საუკეთესო ფასს.
ბ. Limit Order - რომლის გამოყენებითაც ხელით აყენებ ბიტკოინის ფასის იმ მაქსიმალურ და მინიმალურ ფასის ლიმიტს, რომელიც ყიდვის დროს უნდა ამოქმედდეს.
- Spot ბირჟა მომხმარებელს ბიტკოინის კონკურენტულ და საუკეთესო ფასს სთავაზობს
ბიტკოინის ყიდვა ნაღდი ფულით (ლარი)
თუ გინდა, რომ ბიტკოინი ნაღდი ანგარიშსწორებით, ანუ ლარის მეშვეობით იყიდო, ამისათვის კრიპტომატის დახმარება დაგჭირდება.
კრიპტომატი საბანკო ATM-ის მსგავსი მოწყობილობაა, რომელსაც საქართველოსა და თბილისის გარშემო სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში შეხვდებით.
მასში ათავსებ ბიტკოინის სასურველი რაოდენობის ყიდვისათვის განკუთვნილ თანხას და შემდგომ ასკანერებ შენს კრიპტო საფულის მისამართს.
- კრიპტომატი ბიტკოინის ყიდვის საშუალებას ნაღდი ანგარიშსწორებით გაძლევს.
როგორ შევივსო ბალანსი ბიტკოინის ყიდვისათვის?
იმისათვის, რომ ბიტკოინი სახლიდან გაუსვლელად, კრიპტალის დახმარებით იყიდო, საჭიროა ქართული ლარი (GEL), ა.შ.შ. დოლარი (USD) და ევრო (EUR).
ანგარიშის შესავსებად კი, ორი მარტივი გზა არსებობს:
- შენს კრიპტალის ანგარიშზე დაამატო თიბისის ან საქართველოს ბანკის ბარათები
- ანგარიშზე თანხა საბანკო გადარიცხვით შეივსო
ფიატ ვალუტა შენს ანგარიშზე რამოდენიმე წუთში აისახება.