Სარჩევიchevron-down
რას გაიგებ კრიპტო და ბიტკოინის აპარატის შესახებ?
რა არის კრიპტო აპარატი და როგორ მუშაობს ის?
კრიპტო და ბიტკოინ აპარატი საქართველოში
რა არის ბიტკოინის აპარატი და როგორ მუშაობს ის?
როგორ გამოიყენო ბიტკოინის აპარატი ნაბიჯ-ნაბიჯ?
რა პლიუსები აქვს ბიტკოინის აპარატს?
Georgian text on the left side of the visual and bitcoin atm on the right side 1000x300
2023-12-15clock5 minutes

რას გაიგებ კრიპტო და ბიტკოინის აპარატის შესახებ?

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო ენთუზიასტები ტრადიციული ვალუტის გარეშე ხედავენ სამყაროს, დღევანდელი რეალობა მაინც განსხვავებულია და კრიპტოს ყიდვისთვის ჯერ-ჯერობით გვჭირდება Fiat ვალუტა (ლარი, დოლარი და ევრო).

ამ ბლოგში კი მოგიყვებით, რა არის და როგორ მუშაობენ კრიპტოსა და ბიტკოინის აპარატი, როგორ დაგეხმარება ის შენ იყიდო კრიპტოვალუტები მომენტალურად და სრულიად ანონიმურად და ნაბიჯ-ნაბიჯ გაჩვენებთ როგორ გააკეთოთ ეს.

რა არის კრიპტო აპარატი და როგორ მუშაობს ის?

კრიპტო აპარატი, რომელსაც ინტერნეტში კრიპტო ATM-ის სახელითაც იცნობენ, არის მოწყობილობა, რომელიც მომხმარებლებს კრიპტოს ყიდვის საშუალებას ფიატ ვალუტების გამოყენებით აძლევს. ეს მოწყობილობები ზუსტად ისე მუშაობენ, როგორც აქამდე ყველასათვის კარგად ნაცნობი საბანკო ATM-ები და ბანკომატები.

კრიპტო აპარატის მთავარი დანიშნულება ბირჟების, მომხმარებლების საფულისა და ტრანზაქციების ერთმანეთთან დაკავშირებაა. თითქმის ყველა კრიპტო აპარატს აქვს მხარდაჭერილი ცნობილი და პოპულარული კრიპტოვალუტები: ბიტკოინი, ეთერიუმი და ლაითქოინი.

ასეთი ტიპის მოწყობილობების პოპულარობა საგრძნობლად გაზრდილია და შედეგად ახლა კრიპტო აპარატებს ვხვდებით აეროპორტებში, დიდ სავაჭრო მოლებსა თუ უბრალოდ ქსელურ მაღაზიებში. თუმცა, მათი ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია რომელ რეგიონში და ქვეყანაში ცხოვრობ.

კრიპტო და ბიტკოინ აპარატი საქართველოში

საქართველოში კრიპტო და ბიტკოინ აპარატები ხელმისაწვდომია და მას ძირითადად კრიპტომატი წარმოადგენს. როგორც ვახსენეთ, ეს მოწყობილობები შეგიძლია ნახო აეროპორტში, სხვადასხვა დიდ სავაჭრო მოლში, იქნება ეს გალერეა თბილისი თუ სხვა და დამატებით, ისინი ასევე მიმოფანტულნი არიან ქსელურ სუპერმარკეტებში.

კრიპტომატის ფუნქციონირების პროცესი საკმაოდ გასაგებია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კრიპტოვალუტის ყიდვა მარტივად.

რა არის ბიტკოინის აპარატი და როგორ მუშაობს ის?

ბიტკოინის აპარატი ზუსტად იმავე პრინციპით მუშაობს როგორც კრიპტო ან საბანკო ATM - ტრადიციულ აქტივს ცვლის კრიპტოვალუტაში, კონკრეტულად ბიტკოინში. ასე რომ, ამ მეთოდით ბიტკოინის ყიდვა ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც ბანკომატიდან ფულის გამოტანა.

ბიტკოინის ATM-თა უმეტესობა მომხმარებელს ბიტკოინის ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა ეს უმეტესწილად დამოკიდებულია მოწყობილობის ტექნიკურ მახასიათებლებზე. ზოგიერთ აპარატს ამ მიმართულებით შეზღუდვა აქვს და შეეცადე, რომ წინასწარ დარწმუნდე, გთავაზობს თუ არა ბიტკოინის აპარატი შენთვის სასურველ სერვისს.

გადარიცხვისას კი, უბრალოდ ბიტკოინის საფულეს უთითებ დანიშნულებაში და შენს მიერ შეძენილი კრიპტოვალუტა გადაირიცხება სასურველ მისამართზე!

ბიტკოინის აპარატი საკმაოდ მარტივია გამოსაყენებლად და დიდი უსაფრთხოებითაც გამოირჩევა, თუმცა გარკვეული რისკები მაინც არსებობს. მაშინ, როდესაც ტრადიციული ბანკომატები დაკავშირებული არიან ცენტრალიზებულ საბანკო ქსელთან, ბიტკოინის აპარატი დაკავშირებულია პირდაპირ ბლოკჩეინთან.

მაგალითად, თუკი შენს მიერ ნაყიდ ბიტკოინს არასწორ საფულეზე გადარიცხავ, მის დაბრუნებას ვეღარ შეძლებ, ვინაიდან ბიტკოინის საფულეს არ აქვს მეპატრონის სახელი და პროცესიც სრულიად ცენტრალიზებულია, შუამავალი ორგანიზაციის გარეშე.

აპარატის დახმარებით ბიტკოინის ყიდვისთვის გჭირდება ორი რამ: ბიტკოინის საფულე და ფული. მარტივად, ირჩევ სასურველ კრიპტოვალუტას, უთითებ რაოდენობას, აპარატში ათავსებ ფულს და ასკანერებ შენი ბიტკოინის საფულის QR-ს ან პირდაპირ წერ საფულის მისამართს, სულ ეს არის.

როგორ გამოიყენო ბიტკოინის აპარატი ნაბიჯ-ნაბიჯ?

შეიძლება კრიპტო და ბიტკოინის აპარატი ერთი შეხედვით რთულ მოწყობილობად გეჩვენებოდეს, მისი გამოყენება ძალიან მარტივია.

ნაბიჯი 1: ბიტკოინის საფულე

ნებისმიერი კრიპტოვალუტის ყიდვა იწყება კრიპტო საფულის შექმნით, რომელიც კონკრეტულ ქოინსა თუ ციფრულ აქტივზეა მორგებული. არ აქვს მნიშვნელობა ეს საფულე ფიზიკური მოწყობილობაა, ონლაინ პლატფორმაა თუ სხვა ნებისმიერი რამ, მნიშვნელოვანია რომ მან უსაფრთხოდ შეინახოს შენი ბიტკოინი.

შესაბამისად, პირველ რიგში საჭიროა რომ გქონდეს ბიტკოინის საფულე, რომელსაც ბიტკოინის აპარატთან აქტივების გასაგზავნად მიუთითებ.

ნაბიჯი 2: ბიტკოინის აპარატის პოვნა

როგორც ვახსენეთ, კრიპტო და ბიტკოინის აპარატის პოვნა სხვადასხვა ადგილზე შეგიძლიათ. საქართველოს მასშტაბით კრიპტომატის აპარატებს შეხვდებით დიდ სავაჭრო მოლებსა და ქსელურ მაღაზიებში.

კონკრეტული ლოკაციები კი, შეგიძლია ნახო აქ.

ნაბიჯი 3: ყიდვა

აირჩიე სასურველი კრიპტოვალუტა, აირჩიე რა რაოდენობის კრიპტოს ყიდვა გინდა, დაასკანირე შენი კრიპტოვალუტის საფულის QR კოდი და აპარატში მოათავზე ფული. სულ ეს არის, შენ კრიპტოვალუტა იყიდე.

რა პლიუსები აქვს ბიტკოინის აპარატს?

  • მოსახერხებელია - ბიტკოინის აპარატი მომხმარებელს პირდაპირ კავშირს სთავაზობს როგორც ფიატ აქტივთან, ისე კრიპტოვალუტასთან. ეს მოწყობილობები აქტივების ერთმანეთში გადაცვლას მოსახერხებლად და მომენტალურად გთავაზობენ.

  • მარტივია - ბიტკოინის აპარატი ძალიან ჰგავს კარგად ნაცნობ საბანკო ბანკომატს, შესაბამისად მისი გამოყენება არ მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას და კრიპტოს ყიდვის პროცესი იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენია.

  • ანონიმურია - კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში ანონიმურობა ერთ-ერთი მამოძრავებელი ღერძია და სწორედ ამ მიმართულებით გამოირჩევიან ბიტკოინის აპარატებიც. კრიპტოს ყიდვისას შენ არ გჭირდება არანაირი იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
Support