რა არის KYC (Know Your Customer)?
KYC, ანუ Know Your Customer, რომელიც ითარგმნება, როგორც იცნობდე შენს მომხმარებელს, ფინანსური სერვისების მიმწოდებელ კომპანიებთან საკმაოდ დაკავშირებული ტერმინია.
მარტივად რომ ვთქვათ, ის არის რომელიმე პლატფორმაზე, ჩვენს შემთხვევაში კრიპტო ბირჟაზე, ვერიფიკაციის გავლის პროცესი და საკუთარი იდენტობის დადასტურების გზა.
რა ეტაპებს გადის მომხმარებელი KYC-ის გავლისას?
- ID ბარათის ვერიფიკაცია - იმ ოფიციალური დოკუმენტების წარმოდგენა, რომელიც შენს იდენტობას დაადასტურებს. ასეთი შეიძლება იყოს ID ბარათი, პასპორტი ან მართვის მოწმობა.
- ბიომეტრიული ვერიფიკაცია - თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, სმარტფონის ან კომპიუტერის კამერის გამოყენებით ასკანერებ საკუთარ სახეს, რომელიც შემდგომ შენს მიერ ატვირთულ დოკუმენტთან დარდება და დგინდება, რომ პიროვნების მითვისებას ადგილი არ აქვს.
- გადახდის მეთოდის ვერიფიკაცია - შენს მიერ პლატფორმაზე მიბმული ბარათის თუ გადახდის მეთოდის ავთენტურობის დადასტურება.
უმეტეს პლატფორმებზე, KYC ეტაპების გავლა მარტივი და მოსახერხებელია, ყოველგვარი ზედმეტი პროცესების გარეშე. ისეთ პლატფორმაზე, როგორიც მაგალითად კრიპტალია, შენი იდენტობის დადგენაც სწორედ ასე ხდება, რათა თავიდან იქნება არიდებული შენი პიროვნების ან საგადახდო მეთოდების მითვისება.
რატომ ითხოვენ კრიპტო ბირჟები KYC-ის გავლას?
კრიპტოვალუტა სულ უფრო პოპულარული ხდება და მეტი ადამიანი ინტერესდება, შესაბამისად ინდუსტრიაში სულ უფრო ხშირია არალეგალური აქტივობები, რაც ფული გათეთრებას, იდენტობის მითვისებასა და მსგავს დანაშაულებს ეხებათ. KYCსწორედ ასეთი შეტევებისგან თავდასაცავად გაჩნდა, რათა მომხმარებლებს უფრო უსაფრთხოდ ჰქონდეთ თავიანთი კრიპტო აქტივები განთავსებული.
დამატებით კი, კრიპტო ბირჟებისათვის ის არის მექანიზმი, რომ ხელი შეუშალონ არალეგალურ აქტივობებს, როგორიც ფულის გათეთრება და სახიფათო ჯგუფების კრიპტოს მეშვეობით დაფინანსებაა. გარდა ამისა, KYC დიდ როლს ასრულებს მომხმარებლების დაკარგული თანხების მოძიებასა და კანონიერი მეპატრონისთვის დაბრუნებაში.
სწორედ KYC არის ის გზა, რომელიც კრიპტო ინდუსტრიაში უზრუნველყოფს უპირველესად მომხმარებელთა უფლებებისა და აქტივების დაცვას.
რატომ შეიძლება მოგინდეს KYC-ისთვის გვერდის ავლა კრიპტოში?
KYC-ის არსებობის მიუხედავად, კრიპტოვალუტა გაცილებით მაღალი დეცენტრალიზებულობითა და კონფიდენციალურობით გამოირჩევა, ვიდრე fiat ვალუტა. ზოგიერთი მომხმარებელი კრიპტოვალუტას სწორედ იმიტომ იყენებს, რომ მათ არ უნდათ ინტერნეტში ან სადმე თავიანთი ციფრული კვალი დატოვონ.
ვერიფიკაცია და KYC კი, უსაფრთხოების სტანდარტების გაზრდის მიუხედავად, სწორედ ამ მიზანთან მოდის კონფრონტაციაში.
თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს გზა, რომლის დახმარებითაც კრიპტოს ყიდვა ანონიმურად არის შესაძლებელი, ყოველგვარი რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესის გავლის გარეშე.
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ანონიმურად?
თუკი კრიპტოს ყიდვა ანონიმურად გინდა, ისე რომ შენი ციფრული კვალი არსად დარჩეს, ამისათვის კარგი გზა ბიტკოინის აპარატია. პირველ რიგში, გაითვალისწინე, რომ არსებობს კრიპტო აპარატები, რომლებშიც მხარდაჭერილია კონკრეტული კრიპტოვალუტები და წინასწარ მოიძიე, აქვს თუ არა ამა თუ იმ კრიპტო აპარატს შენთვის სასურველი ციფრული აქტივის მხარდაჭერა.
საქართველოში კრიპტოს ანონიმურად ყიდვა კრიპტომატების კრიპტო და ბიტკოინ აპარატების დახმარებით არის შესაძლებლები, რომლებიც ბიტკოინის, ლაითქოინის, ეთერიუმის და სხვა დიდი აქტივების შეძენის შესაძლებლობას გაძლევენ.
კრიპტომატის დახმარებით პროცესი კრიპტოს ყიდვის პროცესი მარტივია, ირჩევ სასურველ კრიპტოვალუტას, კრიპტო აპარატში ათავსებ fiat ვალუტას, უთითებ სასურველ რაოდენობას და ასკანერებ შენს კრიპტო საფულეს, სულ ეს არის, შენ კრიპტო წარმატებით იყიდე, თანაც სრულიად ანონიმურად და ყოველგვარი KYC პოლიტიკის გავლის გარეშე.
გაითვალისწინე, შენ ასევე სრულებით არ გჭირდება რაიმე გამოცდილების ქონა, კრიპტომატის კრიპტო აპარატის გამოყენება ძალიან მარტივია და თითქმის ისევე, როგორც ჩარიცხვის აპარატების შემთხვევაში.
როგორ ვიყიდო კრიპტო ნაბიჯ-ნაბიჯ?
1-ლი ნაბიჯი: კრიპტო საფულე
შექმნები კრიპტო საფულე, რომელშიც შენს კრიპტო აქტივებს უსაფრთხოდ განათავსებ, თუმცა გაითვალისწინე, მნიშვნელოვანია რომ შენს მიერ ნაყიდი კრიპტოვალუტა ტექნიკურად მიესადაგებოდეს კრიპტო საფულეს.
მაგალითად, ბიტკოინი შენახვა მხოლოდ ბიტკოინის საფულეშია შესაძლებელი.
მე-2 ნაბიჯი: კრიპტო აპარატის პოვნა
კრიპტომატების პოვნა მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქსელურ მაღაზიასა და სავაჭრო ცენტრში შეგიძლია იპოვო.
ზუსტი ლოკაციები, შეგიძლია ნახო აქ.
მე-3 ნაბიჯი: კრიპტოს ყიდვა