Სარჩევიchevron-down
კრიპტოს ყიდვა საბანკო ბარათით – TURBO by CRYPTAL |ინსტრუქცია
რა გჭირდება TURBO-ზე კრიპტოს საყიდლად?
როგორ ვიყიდოთ კრიპტო საბანკო ბარათით? – დეტალური ინსტრუქცია
რატომ უნდა იყიდო კრიპტო საბანკო ბარათით TURBO-ზე?
შეჯამება
geo-didi
2026-11-19clock4 minutes

კრიპტოს ყიდვა საბანკო ბარათით – TURBO by CRYPTAL |ინსტრუქცია

საქართველოში კრიპტოს ყიდვა აღარ საჭიროებს ხანგრძლივ რეგისტრაციას, რთული სავაჭრო პლატფორმების გამოყენებასა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ატვირთვას. TURBO by CRYPTAL-ის დახმარებით შეგიძლია კრიპტო პირდაპირ შენი სმარტფონიდან ან კომპიუტერიდან, ქართული საბანკო ბარათით შეიძინო.

ბიტკოინის (BTC), ტეთერის (USDT), ლაითკოინის (LTC) თუ სხვა კრიპტოაქტივის შესაძენად მხოლოდ რამდენიმე მარტივი ნაბიჯის გავლაა საჭირო. შეძენილი კრიპტო კი პირდაპირ შენს კრიპტო საფულეში აისახება.

ბლოგში დეტალურად აგიხსნით, როგორ იყიდო კრიპტო საბანკო ბარათით TURBO-ს გამოყენებით.

რა გჭირდება TURBO-ზე კრიპტოს საყიდლად?

ტურბოს გამოსაყენებლად არ გჭირდება კრიპტოთი ვაჭრობის გამოცდილება ან რეგისტრირებული ანგარიში. ტრანზაქციის დასაწყებად დაგჭირდება:

  • ქართული Visa ან Mastercard საბანკო ბარათი;
  • პირადი ნომერი;
  • მობილური ტელეფონი SMS ვერიფიკაციისთვის;
  • კრიპტო საფულის მისამართი.

არ არის საჭირო პირადობის მოწმობის ატვირთვა, სელფის გადაღება ან ახალი ანგარიშის შექმნა.

როგორ ვიყიდოთ კრიპტო საბანკო ბარათით? – დეტალური ინსტრუქცია

ნაბიჯი 1: ეწვიე TURBO-ს

სმარტფონით ან კომპიუტერით ეწვიე ვებგვერდს – turbo.cryptal.com. კრიპტოს შესაძენად საჭირო ინტერფეისი პირდაპირ მთავარ გვერდზე დაგხვდება.

ნაბიჯი 2: აირჩიე კრიპტო აქტივი

აირჩიე სასურველი კრიპტოაქტივი. TURBO-ზე ხელმისაწვდომია ისეთი პოპულარული კრიპტოები, როგორებიცაა ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითკოინი და ტეთერი.

ნაბიჯი 3: მიუთითე სასურველი რაოდენობა

მიუთითე, რამდენი ლარის დახარჯვა გსურს ან რა რაოდენობის კრიპტოს მიღება გინდა. ტურბო ავტომატურად გამოთვლის შესაბამის რაოდენობას მიმდინარე გაცვლითი კურსის მიხედვით.

ნაბიჯი 4: მიუთითე კრიპტო საფულის მისამართი

შეიყვანე გარე კრიპტო საფულის მისამართი, რომელზეც გსურს შეძენილი კრიპტოს მიღება.

ტრანზაქციის გაგრძელებამდე აუცილებლად გადაამოწმე საფულის მისამართისა და ბლოკჩეინ ქსელის სისწორე.

ნაბიჯი 5: შეიყვანე პირადი ნომერი

კრიპტოს შესაძენად მიუთითე შენი 11-ნიშნა პირადი ნომერი. ტრადიციული კრიპტო ბირჟებისგან განსხვავებით, TURBO-ზე ანგარიშის რეგისტრაცია არ დაგჭირდება.

ნაბიჯი 6: გაიარე SMS ვერიფიკაცია

იდენტიფიკაციის პროცესის დასასრულებლად შეიყვანე მობილურ ტელეფონზე SMS-ის სახით მიღებული ერთჯერადი კოდი.

ნაბიჯი 7: გადახდის მეთოდად აირჩიე საბანკო ბარათი

გადახდის ხელმისაწვდომი მეთოდებიდან აირჩიე საბანკო ბარათი. შეიყვანე ქართული Visa ან Mastercard ბარათის მონაცემები, გადაამოწმე ტრანზაქციის დეტალები და დაადასტურე გადახდა.

ნაბიჯი 8: მიიღე კრიპტო

გადახდის წარმატებით განხორციელების შემდეგ შეძენილი კრიპტო პირდაპირ შენ მიერ მითითებულ საფულეზე გაიგზავნება. ასახვის დრო დამოკიდებულია შესაბამისი ბლოკჩეინ ქსელის მიერ ტრანზაქციის დადასტურებაზე.

რატომ უნდა იყიდო კრიპტო საბანკო ბარათით TURBO-ზე?

ტურბო აერთიანებს ონლაინ გადახდების კომფორტსა და კრიპტოს ყიდვის სიმარტივეს.

პლატფორმის ძირითადი უპირატესობებია:

  • რეგისტრაციის გარეშე: იყიდე კრიპტო ანგარიშის შექმნის გარეშე.
  • სისწრაფე: განახორციელე ტრანზაქცია რამდენიმე მარტივ ნაბიჯში.
  • მოსახერხებელი გადახდა: გამოიყენე ნებისმიერიმხარდაჭერილი ქართული საბანკო ბარათი.
  • პირდაპირი გადარიცხვა: მიიღე შეძენილი კრიპტო პირდაპირ შენს საფულეში.
  • მარტივი ინტერფეისი: პლატფორმა მოსახერხებელია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მომხმარებლებისთვის.

შეჯამება

TURBO-ს დახმარებით საქართველოში კრიპტოს ყიდვა საბანკო ბარათით მარტივი და მოსახერხებელია. შეგიძლია შეიძინო ბიტკოინი და სხვა პოპულარული კრიპტოაქტივები რეგისტრაციის, რთული სავაჭრო ინტერფეისებისა და პირადობის მოწმობის ატვირთვის გარეშე.

ეწვიე TURBO by CRYPTAL-ს, აირჩიე სასურველი კრიპტო და შეიძინე ქართული საბანკო ბარათით.

Support