Litecoin-geo-1000x300
2023-09-06clock3 minutes

შესავალი

ითვლება, რომ ლაითქოინი ყოველდღიური ტრანზაქციებისათვის ყველაზე მოსახერხებელი და ეფექტური კრიპტოვალუტაა. ის გამოირჩევა ტრანზაქციების სისწრაფით, ანუ შენი გადარიცხული Litecoin ადრესატს სულ რამოდენიმე წუთში დაუჯდება ანგარიშზე.

ასევე, ლაითქოინს ახასიათებს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საკომისიოები და როგორც ყველა კრიპტოვალუტას - ანონიმურობა!

როგორ ვიყიდო ლაითქოინი?

იმისათვის, რომ ლაითქოინი საქართველოში საუკეთესო კურსით იყიდო, კრიპტალის ანგარიში დაგჭირდება. თუ ანგარიში არ გაქვს, გაიარე მარტივი რეგისტრაცია, რომელიც დაახლოებით 10 წუთამდე მოითხოვს.

შემდგომ კი, უნდა დაამატო საბანკო ბარათი, რომლის დახმარებითაც შენს კრიპტალის ანგარიშზე შეიტან ლარს, ის კი აისახება ტოლარში, შემდგომ იყიდი საჭირო რაოდენობის ლაითქოინს.

რეგისტრაციის და ბარათის დამატების შემდგომ უნდა გამოიყენო სწრაფი კონვერტაციის ფუნქცია, სადაც მარტივად უთითებ რა რაოდენობის ლაითქოინის ყიდვა გსურს და აკლიკავ ყიდვა-ს, სულ ეს არის.

კუთვნილი Litecoin შენს ანგარიშშია.

1. გადადი კონვერტაცია-ზე

გეო 1

2. აირჩიე ტოლარი და Litecoin

გეო 2

მონიშნე ბარათით ყიდვა, საიდანაც შესაბამისი რაოდენობის ლარი ჩამოგეჭრება, ის ავტომატურად დაკონვერტირდება ტოლარში და კრიპტალის ანგარიშზე ლაითქოინი დაგიჯდება. თუ არ იცი, როგორ დაამატო ბარათი რამოდენიმე წამში შენს კრიპტალის ანგარიშზე, ჩასქროლე სტატია ბოლოში.

დასასრულს კი, აკლიკავ ყიდვა-ს და სულ ეს არის, Litecoin შენს ანგარიშზეა.

როგორ გადავრიცხო Litecoin სხვაგან?

თუკი შენს მიერ ნაყიდი ლაითქოინის გადარიცხვა გინდა სხვაგან, გაითვალისწინე, ეს სრულიად უპროცენტოდ და საკომისიოს გარეშე შეგიძლია გააკეთო!

ანუ, შენს მიერ სხვა მისამართზე გადარიცხული ლაითქოინი სრულად აისახება ადრესატის ანგარიშზე და არანაირი ზედმეტი გადასახადი არ დაგერიცხება. თუ გადასარიცხი გაქვს 100 ტოლარის ლაითქოინი, რაც 0.57 LTC-ის ექვივალენტია, ის პირდაპირ აისახება ადრესატის ანგარიშზე.

როგორ გააკეთო ეს?

1. გადადიხარ საფულე-ში

გეო 3

2. პოულობ კრიპტოების სიაში Litecoin-ს და ირჩევ გატანა-ს

გეო 4

3. მისამართი-ს ველში ჩაწერ ადრესატის მისამართს და აირჩევ გადასარიცხ რაოდენობას

გეო 5

ბოლოს კი, აკლიკავ გატანა-ს. სულ ეს არის!

თუ Litecoin-ის ქეშით ყიდვა გინდა რა უნდა ქნა?

თუკი ლაითქოინის ყიდვა ქეშით მოგინდა, მეტი ხელმისაწვდომობისთვის, კრიპტალი და PayBox დამეგობრდნენ!

კრიპტოს შეძენა უკვე ყველა უბანშია შესაძლებელი, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განლაგებული ფეიბოქსების დახმარებით.

შენ უბრალოდ უნდა იპოვო შენთან ყველაზე ახლოს მდებარე ფეიბოქსის აპარატი და შემდგომ გასწავლით როგორ იყიდო ლაითქოინი მარტივად და ყველაზე იაფად ქეშის გამოყენებით.

  • აკლიკავ “კრიპტოს შეძენა”-ს
  • შეგყავს პირადი ნომერი და სმს კოდი
    ავტორიზაციის მიზნით საჭიროა შენი პირადი ნომრისა და სმს-ად მოსული კოდის შეყვანა
  • ირჩევ Litecoin (LTC)
  • ასკანერებ შენი საფულის QR-ს
  • იღებ კრიპტოს შენს საფულეზე.

როგორ დავამატო ბარათი კრიპტალის ანგარიშზე?

თუკი კრიპტოვალუტებსა და ლაითქოინს ხშირად იყიდი, მაშინ კრიპტალის ანგარიშზე ბარათის მიბმა კარგი აზრია, რადგან დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, იქნება სამუშაო თუ არა სამუშაო დღეები, შენ შეძლებ მის მომენტალურად და კომფორტულად ყიდვას.

რა უნდა გააკეთო კრიპტალზე საქართველოს ბანკის ან თიბისი ბანკის ბარათი რომ დაამატო?

1. გადადი საფულე-ში და აირჩიე ლარი-ს ანგარიში

გეო 6

2. აირჩიე ახალი ბარათი-ს დამატება

გეო 7

3. შეარჩიე შენთვის სასურველი ბანკის ბარათი

გეო 8

შემდგომ კი, სტანდარტული პროცედურით, შეიყვანე შენი ბარათის მონაცემები და სულ ეს არის!

Support