Სარჩევიchevron-down
შესავალი - როგორ დავრეგისტრირდე კრიპტალზე ბიზნეს ანგარიშით?
Cryptal-ზე რეგისტრაცია - ნაბიჯ-ნაბიჯ:
რატომ უნდა აირჩიო Cryptal?
შეჯამება
text on the left side about registration and icons on the right side 1000x300
2025-03-10clock5 minutes

შესავალი - როგორ დავრეგისტრირდე კრიპტალზე ბიზნეს ანგარიშით?

კრიპტო აქტივები ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო ხშირად გვხვდება. უამრავი ადამიანი დაკავებულია კრიპტოს ყიდვა & გაყიდვით, ინახავს მათ საფულეში, იყენებს გადახდებისთვის, ახორციელებს ტრანზაქციებს და ა.შ.

სხვადასხვა პოპულარული ციფრული აქტივების გამოყენებაში, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი, სოლანა თუ სხვა, ბიზნესებიც აქტიურად ჩაერთნენ. ხშირად გვესმის, რომ ამა თუ იმ ობიექტზე კრიპტოთი გადახდა არის შესაძლებელი - სახლის ბიტკოინით ყიდვა, კრიპტო სესხის აღება და ა.შ.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ ბიზნესებს თავიანთი კრიპტო აქტივების მართვა სწორად, ეფექტურად და მარტივად შეეძლოთ. Cryptal-ზე უკვე შესაძლებელია კრიპტო საფულის შექმნა, რომლის დახმარებითაც ციფრული აქტივების შენახვა და მათთან დაკავშირებული სხვა ყველა სერვისი მარტივად ხორციელდება.

ამ ბლოგში ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება კრიპტალზე დარეგისტრირება და ბიზნეს ანგარიშის გახსნა, რა უპირატესობებს სთავაობს პლატფორმა სხვადასხვა დაწესებულებს და რატომ არის Cryptal-ის კრიპტო საფულესაუკეთესო არჩევანი.

Cryptal-ზე რეგისტრაცია - ნაბიჯ-ნაბიჯ:

იმისათვის, რომ ბიზნეს ანგარიში გახსნა და კრიპტალზე დარეგისტრირდე, საჭიროა რომ პლატფორმას ეწვიო. მნიშვნელოვანია შეამოწმო, შედიხარ თუ არა Cryptal-ზე და მისამართი ნამდვილად სწორია თუ არა. ასევე გაითვალისწინე, აუცილებელია, რომ რეგისტრაცია კომპანიის დირექტორმა გაიაროს.

ამის შემდგომ კი, მიჰყევი ინსტრუქციას:

ნაბიჯი 1: დააკლიკე რეგისტრაციას

პლატფორმაზე შესვლისას, მარჯვენა ზედა კუთხეში იპოვე და დააკლიკე ველი, სახელად - რეგისტრაცია.

ნაბიჯი 2: ანგარიშის ტიპი

Cryptal-ზე ხელმისაწვდომია ორი ტიპის ანგარიში - პერსონალური და ბიზნესი. იმისათვის, რომ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიში გახსნა, უნდა აირჩიო - ბიზნეს ანგარიში.

ნაბიჯი 3: ინფორმაციის შევსება

ბიზნეს ანგარიშის შექმნის ამ ეტაპზე საჭიროა, რომ მომხმარებელმა შეიყვანოს დამატებითი ინფორმაცია. მიუთითოს ბიზნესის ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომლითაც Cryptal-ზე ანგარიშის შექმნა სურს, შეიყვანოს ძლიერი პაროლი და შემდგომ, დადასტურების მიზნით გაიმეოროს ის.

უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, აუცილებელია რომ პაროლი შედგებოდეს დიდი და პატარა ლათინური ასოებისგან და შეიცავდეს მინიმუმ რვა სიმბოლოს, დამატებით - მინიმუმ ერთ ციფრს.

დამატებით, მნიშვნელოვანია კრიპტალის მოხმარების წესებსა და პირობებზე თანხმობა, სურვილის შემთხვევაში კი - სიახლეებისა და შეთავაზებების გამოწერა.

ნაბიჯი 4: ელექტრონული ფოსტის დადასტურება

ყველა ინფორმაციის შევსების შემდგომ, რეგისტრაციისას მითითებულ მეილზე გამოიგზავნება დადასტურების ერთჯერადი კოდი.

მისი დახმარებით, დასტურდება რომ ელექტრონული ფოსტის მისამართი ნამდვილად მის რეალურ მფლობელს ეკუთვნის და ვინმე ანგარიშის მითვისებას არ ცდილობს.

დადასტურების კოდი ერთჯერადია და ის ექვსი ციფრისგან შედგება.

ბიზნეს ანგარიშის რეგისტრაცია ამით სრულდება. იმისათვის, რომ კრიპტოს მიღება, შენახვა და გადარიცხვა შესაძლებელი გახდეს, საჭიროა რომ პროფილმა ვერიფიკაცია გაიაროს.

ნაბიჯი 5: ვერიფიკაცია

ვერიფიკაციის ეტაპი რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯისაგან შედგება:

  • კომპანიისა და ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაციის გაზიარება
  • დირექტორის იდენტობის დადასტურება
  • KYC (Know Your Customer) კითხვარის შევსება
  • სხვა მესაკუთრეებისა და მფლობელების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ატვირთვა

სულ ეს არის. თუკი დამატებითი საბუთების წარმოდგენა გახდა საჭირო ან რომელიმე ეტაპი ზუსტად ვერ შესრულდა, ჩვენი დახმარების გუნდი ამის შესახებ აუცილებლად შეგატყობინებს.

ვერიფიკაციისას გამოყენებული და მოწოდებული ინფორმაცია დაცულია კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

ნებისმიერი დამატებითი კითხვის ან პრობლემის შემთხვევაში, შეგიძლია დაგვიკავშირდე.

რატომ უნდა აირჩიო Cryptal?

  • უსაფრთხოება - Cryptal-ზე კრიპტო აქტივები ყველა თანამედროვე დაცვის სტანდარტებით ინახება. პლატფორმა შესაბამისობაშია უსაფრთხოების მრავალ სტანდარტთან, მათ შორის ISO 27001 და CCSS.

  • სიმარტივე - კრიპტალისა და მისი კრიპტო საფულის გამოყენება არანაირ გამოცდილებას არ საჭიროებს და რთულ პროცედურებს არ უკავშირდება.

  • კომფორტი - Cryptal-ზე ხელმისაწვდომია უამრავი პოპულარული კრიპტო აქტივი - ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), სოლანა (SOL), ლაითქოინი (LTC) და სხვა. ყველა ამ აქტივის შენახვისა და გადარიცხვისთვის კომპანიას სპეციალური ლიცენზია სჭირდება, კრიპტალის გამოყენებით კი, ლიცენზია საჭირო აღარ არის.

  • სისწრაფე - ნებისმიერი ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კრიპტო აქტივების სწრაფად მიღება, გადარიცხვა ან ერთი ქოინის მეორეში გადაცვლა. კრიპტალზე ყველა სასურველი ოპერაცია რამდენიმე წამს საჭიროებს.

შეჯამება

პლატფორმაზე ბიზნეს ანგარიშის გახსნა სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი. ამისათვის სულ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო, პრობლემის შემთხვევაში კი, შეგიძლია დახმარების გუნდს დაუკავშირდე და მაღალკვალიფიციური დახმარება მიიღო.

Cryptal-ით სარგებლობა ბიზნესებს მრავალ ისეთ უპირატესობას უხსნის, როგორიც აქტივების გაზრდილი უსაფრთხოება და მათი გამარტივებული შენახვა & ოპერირებაა. პლატფორმაზე მარტივი და კომფორტული გარემოა იმისთვის, რომ ბიზნესმა საკუთარი საქმიანობა დაუბრკოლებლად, მშვიდ გარემოში შეძლოს.

საქართველოს კანონმდებლობით, იმისათვის რომ კომპანიამ ან ბიზნესმა კრიპტო აქტივებით სარგებლობა შეძლოს, იქნება ეს შენახვა, გადარიცხვა, მიღება თუ სხვა, სპეციალური ლიცენზია უნდა აიღოს. კრიპტალის კრიპტო საფულე კი, ლიცენზიის საჭიროებას სრულად აქრობს.

Support
Chookie
ვებგვერდი იყენებს Cookies

ვებსაიტის გამოყენებით ეთანხმები