On the left side of the visual Georgian text and on the right side Karditsa Thinker statue
2023-05-31clock10 minutes

როგორ დავიწყო კრიპტო? - თუ ეს კითხვა შენც გაგჩენია - არ იდარდო. მარტო ნამდვილად არ ხარ. იგივე კითხვა უამრავ ადამიანს აწუხებს, თუ გავითვალისწინებთ იმ დეტალსაც, რომ კრიპტოვალუტების ინდუსტრია საკმაოდ დიდი მოგების ნახვის საშუალებას იძლევა დროის მოკლე პერიოდში. თუმცა, ჯერაც საკმაოდ დიდია ბუნდოვანება - რა არის ის პირველი ნაბიჯი, რომელიც ამ ინდუსტრიისკენ შეიძლება გადადგა, რა ეტაპები უნდა გაიარო და როგორ მოემზადო, რომ შემდეგი კრიპტო აღმასვლის ტალღას ფეხი აუწყო?

ამ სტატიაში ვეცდებით, ყველა ამ კითხვაზე პასუხი გაპოვნინოთ. მოდი დავიწყოთ და ერთხელაც გავცეთ პასუხი კითხვას - თანაც ადამიანურ ენაზე.

რა არის კრიპტოვალუტა? - მოდი, ტექნიკური მხარე გადავადოთ. კრიპტოვალუტა - ციფრული ფულია, რომელიც მომავლის ფულადაც მოიაზრება - ტექნოლოგიური პროგრესის, ინტერნეტის განვითარების ახალ ეტაპად მოიაზრება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ კრიპტო კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური, უფრო მეტად გამოყენებადი და შესაბამისად, ფუნქციურიც.

რა სარგებელი მოაქვს კრიპტოს? - გარდა იმისა, რომ კრიპტოვალუტა დეცენტრალიზებული ფულია, რომელიც ამარტივებს, აიაფებს და უფრო თავისუფალს ხდის გადარიცხვებს, ამ კითხვის ძირითადი აქცენტი მოდის უშუალოდ მომხმარებლებზე - რაში შეიძლება გამოვიყენო კრიპტო?

აღსანიშნავია, რომ კრიპტო უკვე აღარაა მხოლოდ სავაჭრო ვალუტა, რომლის კურსთა შორის სხვაობასაც უნდა სდიო, იმისთვის რომ მოგება მიიღო. უფრო და უფრო მეტი კომპანია აჩენს მზაობას, მიიღოს კრიპტო გადახდები და გაყიდოს პროდუქტები თუ მომსახურება კრიპტოვალუტაში. შესაბამისად, სხვაობა კრიპტოსა და რეალურ ვალუტებს შორის უფრო და უფრო მცირდება.

რაც შეეხება შემოსავლის მიღებას კრიპტოდან, ამის ორი ძირითადი გზა არსებობს:

  • ვაჭრობა - რაც გულისხმობს კრიპტოს ყიდვა-გაყიდვას, კურსის მონიტორინგსა და სავაჭრო გრაფიკებზე დაკვირვებით ხეირის ნახვას.
  • შენახვა - ე.წ. HODL - ანუ კრიპტოვალუტის შენახვა - იმ მოლოდინით რომ მისი ფასი სამომავლოდ გაიზრდება.

თუმცა მანამდე - აუცილებელია კრიპტოს ფლობდე, პირველ რიგში. ამიტომ ბუნებრივი კითხვაა:

სად ვიყიდო კრიპტო?

კრიპტოვალუტის შეძენა ნიშნავს, გადაცვალო შენი ნაღდი ფული - კრიპტოში. პროცესი სხვა ვალუტის ყიდვის ანალოგიურია, იღებ შენს “ლარებს” და გარკვეული კურსის სანაცვლოდ ყიდულობ სასურველ კრიპტოს. ოღონდ, ჩვეულებრივი სავალუტო ჯიხურის ნაცვლად, კრიპტოს გადამცვლელი პუნქტი გჭირდება.

კრიპტოს ყიდვის რამდენიმე გზა არსებობს. ესენია:

  • კრიპტო ბირჟა - რომელიც ასრულებს შუამავალ რგოლს კრიპტოინდუსტრიასა და ნაღდ ფულს შორის.
  • PayBox - რომელიც 500-მდე ლოკაციაზეა ხელმისაწვდომი.
  • კრიპტომატები - რომლებიც გვხვდება ძირითადად სავაჭროცენტრებისა და მოლების ტერიტორიაზე. მათი მეშვეობით შესაძლებელია როგორც კრიპტოს შეძენა, ასევე განაღდება.
  • P2P - კრიპტოს გადამყიდველი ფიზიკური პირები.

რა დამჭირდება კრიპტოს საყიდლად?

CRYPTO WALLET - კრიპტოსამყაროში ყველაზე აუცილებელი კომპონენტი, რომელიც ტრანზაქციების საშუალებას გაძლევს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, WALLET არ არის უბრალოდ “საფულე”. ეს რეალურად, შენი უნიკალური “პირადი ნომერია”, რომელიც შენს კრიპტო იდენტობას განსაზღვრავს. პირველი კრიპტოს საყიდლად და შენი ფულის კრიტპოში გადასაცვლელად, აუცილებელია შექმნა WALLET-ი.

როგორ შევქმნა კრიპტო ვოლეთი?

ამისთვის საკმარისია, შეხვიდეთ Cryptal.com-ზე, დარეგისტრირდეთ და გაიაროთ მარტივი ვერიფიკაცია - მაქსიმალური უსაფრთხოებისა და რისკების თავიდან აცილების მიზნით.

Wallet-იც ავტომატურად დაგიგენერირდებათ, რომლითაც შეგეძლებათ უკვე აკეთოთ ტრანზაქციები, რაც მოიცავს თანხის შეტანას თქვენს საფულეზე და შემდგომ, კრიპტოს ყიდვას, გაყიდვას თუ გადაცვლას.

როგორ ვიყიდო კრიპტო ბირჟაზე?

ამისთვის სულ რამდენიმე ნაბიჯი დაგჭირდებათ:

  1. შედიხართ ბირჟაზე - Cryptal.com და გადიხართ ავტორიზაციას, ან რეგისტრირდებით.
  2. რიცხავთ ფული თქვენს საფულეზე - საკრედიტო ბარათის ან საბანკო ტრანსფერის მეშვეობით. თანხის შეტანა ასევე შესაძლებელია PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდანაც.
  3. ირჩევთ სასურველ კრიპტოვალუტას და შესაბამის რაოდენობას
  4. ყიდულობ კრიპტოს - შენი კრიპტალის ბალანსიდან, ან ბანკის ბარათით, მომენტალურად.

სულ ესაა. კრიპტო უკვე შენს ანგარიშზეა და შეგიძლია დაHODL-ო, გაყიდო ან გაანაღდო.

საბოლოოდ, კრიპტო ინდუსტრია უკვე დიდი ხანია, გაცდა მხოლოდ სავაჭრო აქტივების კატეგორიას. ეს უკვე სრულფასოვანი გადახდის საშუალებაა, რომელსაც უამრავი გამოყენება აქვს. ბევრი ადამიანის აზრით, კრიპტო მომავლის ფულია - რომელიც უფრო და უფრო მეტად დამკვიდრდება, ამიტომ, რაც მალე გავეცნობით და ვადაპტირდებით ამ ინდუსტრიასთან, მით უფრო მზად შევხვდებით მომავალსაც. და შენც გინდა, შემოაბიჯო კრიპტო ინდუსტრიაში და მიიღო შენი პირველი კრიპტო.

დაიწყე კრიპტო აქ

Support