რას გაიგებ ბლოგში - რატომ არის DCA საუკეთესო საინვესტიციო სტრატეგია დამწყებთათვის და როგორ დაიწყო ის?
ტრადიციულ საფინანსო სამყაროში DCA სტრატეგია, ანუ dollar-cost averaging კარგა ხანია რაც გამოცდილი საინვესტიციო ხერხია. ეს სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ ინვესტორი წინასწარ განსაზღვრულ დროის პერიოდში ახორციელებს ერთი და იმავე რაოდენობის ინვესტირებას, იმის მიუხედავად თუ რა ხდება ბაზარზე. ეს მეთოდი კარგია საერთო ჯამური ხარჯების დასაწევად და მოგების მაქსიმალიზაციისათვის.
დამატებით, გარდა იმისა, რომ DCA ამცირებს ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილებების ცუდ შედეგებს, ის ინვესტორს ეხმარება, რომ გარკვეული დროის პერიოდში მაქსიმალურად მეტი მოგება ნახოს მის მიერ განხორციელებული ინვესტირებით. მაგრამ არსებობს მთავარი კითხვა - რამდენად გამოსადეგი სტრატეგიაა DCA კრიპტო კრიპტო ვალუტების სამყაროში, როგორ შეიძლება ის ციფრული აქტივების ყიდვას მოვარგოთ და გამოადგება თუ არა ის საინვესტიციოდ კრიპტოთი დაინტერესებულ დამწყებ ადამიანებს.
ამ ბლოგში დაწვრილებით გავიგებთ, როგორ შეიძლება DCA დაგვეხმაროს, რომ ჩვენი კრიპტო შემოსავალი გავზარდოთ და ინვესტირებიდან მაქსიმალური მოგება ვნახოთ.
რა არის DCA (Dollar-Cost-Averaging) კრიპტო სამყაროში?
DCA არის სტრატეგია, რომელიც გულისხმობს დროის გარკვეული პერიოდულობით ერთი და იმავე რაოდენობის თანხის ინვესტირებას რომელიმე კრიპტო აქტივში და არა დაუგეგმავი და დიდი თანხების ჩადებას ერთიანად ან ქაოტურად. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო ვალუტების ბაზარი უფრო ვოლატილური და სენსიტიურია, ვიდრე ტრადიციული საფინანსო ბაზარი, DCA სტრატეგია დიდად გვეხმარება მის დასტაბილურებაში, ჩვენი ინვესტირების ოპტიმიზაციასა და სარგებლის გაზრდაში.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ DCA-ის გამოყენებით ბაზარზე არსებული სიტუაციის მიუხედავად, საერთო ჯამში შენ მცირე და პერიოდული ინვესტირებით უფრო მეტ აქტივს ყიდულობ, ვიდრე ერთიანად დიდი ინვესტირების რომელიმე აქტივში შესვლით. ასე რომ, ეს სტრატეგია არა მხოლოდ შენს კრიპტო შემოსავალს ზრდის, არამედ მეორეს მხრივ გიმცირებს იმ დანახარჯს, რასაც ჩვეულებრივ ერთიანი შესყიდვით მიიღებდი, იმავე ან უფრო მეტი თანხის ინვესტირების შემთხვევაში.
როგორ მუშაობს DCA კრიპტო სამყაროში?
სტრატეგიის უკეთ გასაგებად მაგალითი მოვიშველიოთ. წარმოიდგინე, რომ კრიპტოვალუტებში საინვესტიციოდ, კონკრეტულად კი, ბიტკოინის საყიდლად $26,000 გაქვს, პარალელურად კი ბიტკოინის ფასიც კრიპტო ბაზარზე ბოლო მონაცემებით $26,000 ტოლია. თუკი შენ ადგები და სრულ თანხას საინვესტიციო მიზნით ბიტკოინში ჩადებ, 1 BTC მოგივა. მაგრამ, მოდი განვიხილოთ სხვა სცენარი, რა დროსაც ინვესტორი DCA სტრატეგიას იყენებს.
ინვესტორმა გადაწყვიტა, რომ მისი $26,000 ოთხ ტოლ ნაწილად, ანუ ოთხ ინვესტიციად დაეყო, თითო შესყიდვა - $6,500 ტოლი. შესაბამისად სტრატეგია 4 თვეზე გადანაწილდა, რეალური პირობების გათვალისწინებით, დავუშვათ რომ ამ დროის განმავლობაში ბიტკოინის ფასი ხან დაეცა, ხანაც კი, გაიზარდა:
I თვეს ბიტკოინის ფასი: $26,000
II თვეს ბიტკოინის ფასი: $21,000
III თვეს ბიტკოინის ფასი: $19,000
IV თვეს ბიტკოინის ფასი: $31,000
DCA-ის გამოყენებით, ინვესტორი ყოველ თვე ყიდულობდა $6,500 ღირებულების ბიტკოინს, შესაბამისად ამ შემთხვევაში მისი ინვესტირების პერიოდში, მისთვის ერთი ბიტკოინის საშუალო ფასი $24,250-ის (ოთხივე თვის საშუალო ინვესტირება) ტოლია და სანაცვლოდ მან არა 1, არამედ ფასთა ცვალებადობით 1.083 BTC მიიღო.
DCA-ის გვერდის ავლის შემთხვევაში, ინვესტორს 1 BTC-ის სანაცვლოდ მოუწევდა $26,000 გადახდა, DCA-ის გამოყენებით კი, ინვესტორმა 1.083 BTC შეიძინა $24,250-ად და ეს ყოველივე მხოლოდ იმიტომ, რომ ინვესტირება ჭკვიანურად დროში გადაანაწილა და ფასთა მონაცვლეობით სარგებელი ნახა.
DCA სტრატეგია ნაბიჯ-ნაბიჯ:
თუკი DCA სტრატეგიის სწორად გამოყენება გინდა, კონსისტენტური შენაძენების გარდა კიდევ რამოდენიმე დამატებითი და მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინო. ეს არის ჩამონათვალი იმ აუცილებელი კომპონენტებისა, რომელსაც პროფესიონალი თრეიდერები აქცევენ ყურადღებას და DCA სტრატეგიის დასაწყისში ითვალისწინებენ:
- კრიპტოვალუტის შერჩევა
- ინვესტირების დივერსიფიკაცია
- ყიდვის სიხშირე
- ბიუჯეტი
- ბაზრის ანალიზი
- კრიპტო ბირჟა
- მოთმინება
კრიპტოვალუტის შერჩევა - რომელი კრიპტო უნდა ვიყიდო?
თუკი DCA სტრატეგიის რეალურ პრაქტიკაში გამოყენებას გეგმავ, შესაძლოა შენი მიზნებიდან გამომდინარე შესაბამისი კრიპტოვალუტა უკვე შერჩეულიც კი გაქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვა კრიპტო აქტივებს ფლობ ან ციფრულ აქტივებთან აქამდე გქონია შეხება. თუმცა, მათთვის, ვინც კრიპტოვალუტების ამ დიდ სამყაროში ახლა შემოაბიჯებენ, აუცილებელია რომ სწორი აქტივი შეარჩიონ DCA სტრატეგიის განსახორციელებლად.
ყოველი პოტენციური კრიპტო ვალუტის შეფასება, გამოკვლევა და რისკების დადგენა წარმატებული საინვესტიციო აქტივობისაკენ პირველი გადადგმული ნაბიჯია. შეარჩიე კრიპტო შენი საბოლოო მიზნებიდან გამომდინარე.
ინვესტირების დივერსიფიკაცია - იყიდე სხვადასხვა კრიპტოვალუტა
ნუ ჩადებ შენს მთლიან ბიუჯეტს ერთ რომელიმე კრიპტოვალუტაში. შეეცადე, რომ შენი კრიპტო პორტფელი მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს და მასში რამოდენიმე სხვადასხვა კრიპტოვალუტა შედიოდეს, რათა შენი მოგება მაქსიმალურად მეტი იყოს.
მეტი კრიპტო აქტივი ნიშნავს მეტ პოტენციურ მოგებას.
ყიდვის სიხშირე - რა პერიოდულობით უნდა იყიდო კრიპტოვალუტა?
თუკი ტრადიციულ საფინანსო სამყაროში ყოველ დღიურ ან ყოველ კვირეულ ინვესტირებას აქციების ნაკლებ ვოლატილური ხასიათიდან გამომდინარე არ ახორციელებენ, კრიპტოვალუტები შეიძლება საპირისპიროდ იქცეოდნენ. კრიპტოს მაღალი ვოლატილობიდან გამომდინარე, ხშირი შესყიდვები, თუნდაც ყოველკვირეული, უფრო ნაცნობი მოვლენაა თრეიდერებისა და ინვესტორებისთვის.
თუმცა, რეალურ სამყაროში, თრეიდერთა უმეტესობა მაინც ყოველთვიურ შენაძენს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინე, შესყიდვის სიხშირე დამოკიდებულია შენს მიდგომებსა და მიზნებზე, შესაძლოა სულაც ყოველ კვირეული ინვესტირება იყოს საუკეთესო მეთოდი, თუმცა გაითვალისწინე, თრეიდერთა უმეტესობა უპირატესობას ყოველთვიურ DCA სტრატეგიას ანიჭებს.
ბიუჯეტი - რამდენის დახარჯვა შემიძლია კრიპტოვალუტებზე?
მნიშვნელოვანია რომ სწორად განსაზღვრო შენი ყოველთვიური ბიუჯეტი და ნათლად დაგეგმო, რა რაოდენობას დაუთმობ კრიპტოვალუტების შესყიდვასა და ინვესტირებას.
დაიმახსოვრე კრიპტოვალუტებით ვაჭრობის უმთავრესი წესი - ჩადე მხოლოდ იმდენი, რამდენის დაკარგვაც შეგიძლია.
ბაზრის ანალიზი - ყოველთვის მიადევნე თვალი კრიპტო სიახლეებს
კრიპტოვალუტებში ინვესტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ბაზრის ტრენდების გათვალისწინება და სიახლეების მუდმივი ანალიზია.
თუ იცი, რა ხდება რომელიმე კრიპტო პროექტის ან კრიპტო ვალუტის ირგვლივ, შენ შეგეძლება ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილებების მიღება.
კრიპტო ბირჟა - სად შეგიძლია კრიპტო ვალუტების ყიდვა?
DCA სტრატეგიის განხორციელებისას მნიშვნელოვანია იცოდე საიდან ყიდულობ კრიპტოვალუტებს. ზოგიერთი კრიპტო ბირჟა მომხმარებლებსა და ინვესტორებს სთავაზობს ისეთ ოპციებს, როგორიც არის ავტომატური შესყიდვები, თუმცა ამ უპირატესობებს თავისი ფასი აქვს. კრიპტო ბირჟებს ხშირად დიდი საკომისიოები ან სულაც რთული ინტერფეისი აქვთ და მომხმარებლისთვის არაკომფორტულია კრიპტოს შეძენა, განსაკუთრებით მაშინ, თუ შენ კრიპტოში ახლახანს შემოაბიჯე.
თუკი გინდა, რომ კრიპტოვალუტები მარტივად, კომფორტულად და დაბალი საკომისიოებით შეიძინო, მაშინ შეიძლება კრიპტალი გამოგადგეს. კრიპტალი არის ონლაინ კრიპტო სავაჭრო ბირჟა, რომელიც გამოირცევა დაბალი საკომისიოებითა და პოპულარული კრიპტო ვალუტების არჩევანით - ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და სხვა. დაბალი საკომისიოები მოგცემს საშუალებას, რომ შენი ინვესტირება მაქსიმალურად მომგებიან იყოს, ხოლო კრიპტო ვალუტების დიდი არჩევანი კი, შენი კრიპტო პორტფელის დივერსიფიკაციას გთავაზობს.
კრიპტალზე კრიპტოვალუტებისა და ქოინების ყიდვის ორი გზა არსებობს - კონვერტაცია და Spot ბირჟა:
- კონვერტაცია: თუ გინდა, რომ კრიპტო აქტივი რამოდენიმე წამში, ლოდინის გარეშე იყიდო და ის მომენტალურად აღმოჩნდეს შენს საფულეში, შემდგომ კი სურვილისამებრ ნებისმიერ მისამართზე გადარიცხო ერთი კლიკით ან განკარგო როგორც გსურს, კონვერტაცია საუკეთესო გამოსავალია.
- Spot ბირჟა: არის ადგილი, სადაც უამრავი კრიპტო თრეიდერი ერთად იყრის თავს. აქ შენ ათავსებ მოთხოვნას ყიდვასა და გაყიდვაზე. უთითებ სასურველი კრიპტოვალუტის იმ ფასის დიაპაზონს, რომელშიც მზად ხარ რომ იყიდო ციფრული აქტივი. ტრანზაქციის დადასტურების შემდგომ კი, ქოინი ან ტოკენი შენს ციფრულ საფულეში ავტომატურად აღმოჩნდება.
ეს მეთოდი განკუთვნილია შედარებით გამოცდილი თრეიდერებისათვის, რომლებსაც კრიპტოს ყიდვა საუკეთესო ფასად სურთ.
მოთმინება - არ განახორციელო პანიკური კრიპტო შესყიდვები & გაყიდვები
DCA სტრატეგიის მთავარი პრინციპები მოთმინება და კონსისტენტურობაა. მუდმივად მიჰყევი შენს დასახულ DCAსტრატეგიას და არ გადაუხვიო მას რაც არ უნდა ხდებოდეს კრიპტო ბაზარზე.
არ განახორციელო პანიკური შესყიდვები, თუკი ბაზარი აღმავალია და არ გაყიდო აქტივები, თუკი ფასები დაბლა ჩამოდის, რაც არ უნდა ხდებოდეს, მიჰყევი შენს გეგმას.
რა მინუსები აქვს DCA საინვესტიციო სტრატეგიას?
აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ყველანაირ საინვესტიციო სტრატეგიას, მათ შორის DCA-საც აქვს თავისი მინუსები. თუკი ბაზრის უკუსვლა დიდხანს გაგრძელდება, შესაძლოა, რომ ინვესტორმა კრიპტოვალუტა წაგებით იყიდოს.
თუმცა, ამგვარი რისკები ყოველთვის არსებობს და ის ხშირად არ მართლდება.
რამდენი ხნით არის რეკომენდირებული DCA სტრატეგიის გაგრძელება?
DCA სტრატეგიის კრიპტო სამყაროში წარმატება და ხანგრძლივობა დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, მათ შორის შენს ფინანსურ მიზნებზე. როგორც წესი, DCA არ მოითხოვს ინვესტორისაგან დიდ ყურადღებას და შესაბამისად დიდი ენერგიის დათმობას. შესაბამისად, რეკომენდირებულია, რომ სტრატეგია 6-დან 12 თვემდე ან სულაც უფრო მეტხანს გაგრძელდეს. ეს დრო ხელს უწყობს პერიოდული ინვესტირების, ანუ კრიპტოს ყიდვის ფასის გასაშუალოებას და საერთო ჯამში მომგებიან ფასზე გასვლას, რაც შენს კრიპტო სარგებელს კიდევ უფრო წარადგება.
DCA და კრიპტო ინვესტირების საუკეთესო კომბინაციაა?
კრიპტოვალუტების სამყაროში მონაწილეობა მოითხოვს სტრატეგიულ დაგეგმვასა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას. ვოლატილურ კრიპტო სამყაროში კი, DCA საინვესტიციო სტრატეგია წარმოჩინდება, როგორც კრიპტოში პირველი ნაბიჯების გადადგმისა და ფიქსირებული თანხით და გარკვეული ინტერვალებით აქტივების ყიდვის საუკეთესო საშუალება, საბაზრო მდგომარეობის მიუხედავად. პოტენციურად, ამ მეთოდს შეუძლია ინვესტორისთვის საშუალოდ გაწეული ხარჯები საგრძნობლად შეამციროს, მოგება კი მაქსიმალურად გაზარდოს.
საბოლოოდ, DCA საკმაოდ მოსახერხებელ და ადვილ საინვესტიციო სტრატეგიად შეგვიძლია დავახასიათოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ კრიპტოში დამწყები ხარ, უბრალოდ საჭიროა ყველა შენი ნაბიჯის წინასწარ გათვლა და საკუთარი ანალიზის წარმოება.