Სარჩევიchevron-down
ტრადიციული ფინანსური სისტემა, კრიპტოვალუტა და ბიტკოინი
ტრადიციული ფინანსური სისტემა არასტაბილურია
კრიპტოვალუტა და მისი როლი
რატომ არის ბიტკოინი კარგი არჩევანი, რომ შეინახო შენი ინვესტიცია?
ტრადიციული ფინანსური სისტემების არასტაბილურობა
კრიპტოვალუტის უსაფრთხოდ შენახვა ანუ კრიპტო საფულე
შეჯამება: კრიპტოვალუტა, როგორც ღირებულების შესანახი საშუალება არასტაბილურ სამყაროში
Georgian wording on the left side of the visual with Broken Piggy Bank on the right side 1000x300
2024-06-12clock6 minutes

ტრადიციული ფინანსური სისტემა, კრიპტოვალუტა და ბიტკოინი

თანამედროვე ტურბულენტურ ეკონომიკურ გარემოში შენი საკუთარი აქტივების ღირებულების შენახვა და დაცვა იმაზე მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ტრადიციული ფინანსური სისტემები ყველანაირი ფაქტორის გათვალისწინებით ვეღარ ახერხებენ სტაბილური გარემოს შექმნას და შესაბამისად ინვესტორების დაინტერესებას.

ფიატ ვალუტები სწრაფად კარგავენ თავიანთ ღირებულებას, იზრდება ინფლაციისა და ეკონომიკური უკუსვლის რისკებიც. ამ ბლოგში კი, მოგიყვებით კრიპტოვალუტების შესახებ და როგორ გეხმარებიან ისინი, კონკრეტულად კი ბიტკოინი, იპოვო ალტერნატიული გზა, რათა შენმა აქტივებმა არ დაკარგონ ფასი და შეინარჩუნონ ღირებულება.

ტრადიციული ფინანსური სისტემა არასტაბილურია

ეკონომიკური არასტაბილურობა გლობალური გამოწვევაა. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ტრადიციულ ფინანსურ სისტემებში ბზარები გამოჩნდა. მაგალითად, ცუდი ეკონომიკური მდგომარეობაა თურქეთსა და სამხრეთ ამერიკის ბევრ ქვეყანაში. ჰიპერინფლაციამ ვენესუელის ეროვნული ვალუტის ღირებულება თითქმის სრულად გააუფასურა, თურქეთში კი, ლირა ახალ-ახალ ანტი რეკორდებს ხსნის ფასის დაცემის კუთხით, რაც მაღალმა ინფლაციამ და პოლიტიკურმა მღელვარებამ გამოიწვია. მხოლოდ ეს შემთხვევები გვიჩვენებს, თუ რამდენად არასტაბილური შეიძლება იყოს ფიატ ვალუტები და მათი ღირებულება დროის გრძელვადიან თუ მოკლევადიან პერიოდში.

მეტიც, ტრადიციულ ფინანსურ სისტემაში გაცილებით მაღალი კონტროლი და რეგულაციები მოქმედებს. ეკონომიკური კრიზისების დროს, მთავრობებს შეუძლიათ დაგიყადაღონ ან სულაც გაგიყინონ აქტივები, ეს ფინანსური თავისუფლების დაკარგვაა, რაც იმ ინდივიდებზე პირდაპირ აისახება, რომლებიც თავიანთი შრომით მოპოვებულ აქტივების დაცვას ცდილობენ.

კრიპტოვალუტა და მისი როლი

ტრადიციული ფინანსების ალტერნატივად კრიპტოვალუტა გვევლინება, რომელიც ადამიანებს ჭეშმარიტ ფინანსურ თავისუფლებასა და ღირებულების შენახვის კარგ გზას სთავაზობს. ბიტკოინი, რომელიც დეცენტრალიზებულ ქსელში მუშაობს, სრულად თავისუფალია მთავრობისა თუ რომელიმე ცენტრალური მაკონტროლირებადი ორგანოს ჩარევისაგან. კრიპტოვალუტა და მისი „დამოუკიდებლობა“ კი, უამრავი ადამიანისათვის მიმზიდველი ხდება, ვინაიდან ბიტკოინი თავისუფალია პოლიტიკური ზეწოლისა და მასთან დაკავშირებული პრობლემებისგან, როგორიც შეიძლება რეგულაციები და ინფლაცია იყოს.

ბიტკოინის ლიმიტირებული რაოდენობა კი, მეორე ფაქტორია, რომელიც დიდ როლს თამაშობს. ტრადიციული ფიატ ვალუტებისაგან განსხვავებით, რომლებიც შესაძლოა მთავრობებმა ულიმიტო რაოდენობით დაბეჭდონ, ბიტკოინი ლიმიტირებული რაოდენობით გამოირჩევა და სულ სამყაროში 21 მილიონი ქოინი იქნება. მცირე რაოდენობა აქტივს დროის გრძელვადიან პერიოდში ღირებულებას კიდევ უფრო გაუზრდის, რაც ინვესტიციის გაუფასურებისგან თავდასაცავად ერთ-ერთი კარგი გზაა.

რატომ არის ბიტკოინი კარგი არჩევანი, რომ შეინახო შენი ინვესტიცია?

  • დეცენტრალიზებულია: როგორც ვახსენეთ, ბიტკოინი დეცენტრალიზებულ ქსელში დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, ყოველგვარი მაკონტროლირებადი და შემზღუდავი ორგანოს გარეშე. პროექტის ავტონომიურობა კი, იმ რისკებს აქრობს, რომლებიც ტრადიციულ საფინანსო სისტემებსა და ფიატ ვალუტებს უკავშირდება.

  • უსაფრთხოა: ბიტკოინის ტრანზაქციები უსაფრთხო ბლოკჩეინ სისტემაში ხდება, რაც კრიპტოვალუტას ჰაკერებისგან და თაღლითებისგან შეუვალ აქტივად აქცევს. ბლოკჩეინ ქსელი გარანტია იმისა, რომ არასტაბილურ გარემოში არავინ არ მოიპარავს და გაყინავს შენს აქტივებს.

  • ხელმისაწვდომია: ბიტკოინის ყიდვა გაყიდვა და გადარიცხვა მარტივად არის შესაძლებელი. კრიპტალის მსგავსი პლატფორმები მომხმარებლებს მარტივ და სწრაფ გზებს სთავაზობენ რომ ბიტკოინი და ნებისმიერი კრიპტოს ყიდვა ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს, დამწყებია ის თუ უკვე გამოცდილი.

ტრადიციული ფინანსური სისტემების არასტაბილურობა

ბიტკოინი, როგორც ღირებულების შენახვის საუკეთესო გზა, უბრალოდ თეორია არ არის. ქვეყნებში, რომლებიც რთულ ეკონომიკურ გზას გადიან და არასტაბილურობით გამოირჩევიან, კრიპტოვალუტა რეალურ ალტერნატივად იქცა.

ვენესუელაში, ბიტკოინი ეროვნული ვალუტა ბოლივარის იდეალურ ჩამნაცვლებლად მოგვევლინა, რომლის დახმარებითაც მოქალაქეებს საკუთარი ქონების დაცვის საშუალება მიეცათ და ტრანზაქციებს იმ აქტივში ახორციელებენ, რომელიც ღირებულებას ინარჩუნებს. ვენესუელის ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და მწვავე ეკონომიკური კრიზისის გამო ქვეყანა 2015 წლიდან 7.5 მილიონმა ადამიანმა დატოვა.

მსგავსად ვენესუელისა, თურქეთშიც სულ უფრო მეტი ადამიანი ლირას ბიტკოინს ამჯობინებს, ვინაიდან ეროვნული ვალუტა სწრაფად კარგავს საკუთარ ღირებულებას. მაგალითად, თურქულმა ლირამ 2024 წლის პირველ ნახევარში საშუალოდ 3.6%-იანი დევალვაცია აჩვენა.

კრიპტოვალუტის უსაფრთხოდ შენახვა ანუ კრიპტო საფულე

მაშინ, როდესაც ბიტკოინი და სხვა ციფრული აქტივები ინვესტიციის ღირებულების შენარჩუნების კარგ გზას გვთავაზობენ, ამ კრიპტოვალუტების უსაფრთხოდ შენახვა აუცილებელია. სანდო კრიპტო საფულე კი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მაგალითად ლეჯერი, რომელიც ფლეშ მეხსიერების ბარათის მსგავსი მოწყობილობაა, შენი კრიპტო აქტივების შენახვასა და მათ მარტივად მართვაში გეხმარება. როგორც ვახსენეთ, ლეჯერი ფიზიკური მოწყობილობაა და ის შენს პირად გასაღებს, ანუ იგივე პაროლს, უსაფრთხოდ ინახავს ინტერნეტთან დაკავშირების გარეშე, ქსელთან დაშორება კი, ონლაინ რისკებს საგრძნობლად ამცირებს.

საკუთარი კრიპტო აქტივების მართვით კი, შენ ხელს უწყობ შენს ფინანსურ თავისუფლებას და დისტანცირდები მთავრობების ჩარევისა და რეგულაციებისგან, რასაც ფინანსური რისკები ახლავს თან. სწორედ ეს არის კრიპტოვალუტების მთავარი არსი, შენი ფინანსებისა და მომავლის მმართველი იყო თავად.

შეჯამება: კრიპტოვალუტა, როგორც ღირებულების შესანახი საშუალება არასტაბილურ სამყაროში

ეკონომიკურად მერყევ სამყაროში, ფინანსური სტაბილურობისა და იმ გზების პოვნა, რომლებიც ღირებულების უსაფრთხოდ შენახვის საშუალებას მოგცემს, ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა. ტრადიციული ფინანსური სისტემა და ეროვნული ვალუტები, ინფლაციური რისკებისა და მაღალი რეგულაციის გათვალისწინებით, აღარ არის ისეთი მიმზიდველი, როგორც ერთ დროს იყო. კრიპტოვალუტა, კონკრეტულად კი ბიტკოინი, მომხმარებელს ღირებულების შენახვის, უსაფრთხოებისა და დეცენტრალიზაციის აქამდე არნახულ ალტერნატივას სთავაზობს.

ბიტკოინის ყიდვა და მისი ლეჯერის მსგავს უსაფრთხო კრიპტო საფულეში განთავსება თანამედროვე გლობალური ეკონომიკის პირობებში, სულ უფრო პოპულარული ხდება. რაც უფრო მეტი ადამიანი ხედავს კრიპტო აქტივების უპირატესობას, მით უფრო სწრაფად ვრცელდება მსოფლიოში მათი პოპულარობა და გამოყენება.

კრიპტოვალუტების სამყაროში ჩართვა კი, შენს ფინანსურ თავისუფლებას ნიშნავს. თუ ბიტკოინის ყიდვა ან სხვა ნებისმიერი კრიპტო აქტივის შეძენა მოგინდა, მაშინ კრიპტალი დაგეხმარება.

Support