Სარჩევიchevron-down
კრიპტალის მობილური აპლიკაცია iOS მოწყობილობებზე
აპლიკაციაზე ახალი განახლება გამოვიდა
ინსტრუქცია: როგორ შევცვალო ლოკაცია App Store-ში?
არ გამოგრჩეს განახლებები!
Georgian text on the left side of the visual with Smartphone on the right side 1000x300
2024-07-05clock5 minutes

კრიპტალის მობილური აპლიკაცია iOS მოწყობილობებზე

მობილური აპლიკაცია შესაძლებლობებს გაძლევს მომენტალური წვდომა გქონდეს შენთვის სასურველ კრიპტოვალუტებზე მარტივ და მოსახერხებელ გარემოში.

კრიპტალის აპლიკაცია კი, ხელმისაწვდომია როგორც iOS, ასევე Android მოწყობილობებისათვის.

მისი დახმარებით შეგიძლია ისარგებლო ისეთი სერვისებით, როგორიც არის კრიპტოს ყიდვა, აქტივების კონვერტაცია ან სულაც შეამოწმო შენი ვაჭრობის ისტორია და პოპულარული კრიპტოვალუტების ფასები.


აპლიკაციაზე ახალი განახლება გამოვიდა

ამჟამად კრიპტალის მობილური აპლიკაციის ბეტა ვერსიაა ხელმისაწვდომი, რომელშიც პლატფორმის სრულ პოტენციალს ვერ გამოიყენებთ.

სწორედ ამიტომ, აპლიკაციის iOS ვერსიაზე ახალი განახლება გამოვიდა, გაუმჯობესებული ფუნქციონალითა და გამარტივებული ინტერფეისით. ახალი App-ით სარგებლობისთვის საჭიროა რომ თქვენი ძველი ვერსია განაახლოთ.

ამისათვის კი, აუცილებელია რომ თქვენი App Store-ის ლოკაცია საქართველოზე ან ლიტვაზე გადაიყვანოთ.


ინსტრუქცია: როგორ შევცვალო ლოკაცია App Store-ში?

1. გახსენი Settings შენს ტელეფონში
2. დააკლიკე შენს სახელზე და შემდგომ Media & Purchases
3. დააკლიკე View Account - სისტემამ შესაძლოა ავტორიზაციის გავლა მოგთხოვოს (FaceID ან Password)
4. დააკლიკე Country/Region


6. დააკლიკე Change Country or Region
7. აირჩიე საქართველო (Georgia) ან ლიტვა (Lithuania) და დაეთანხმე მოხმარების წესებსა & პირობებს
8. აირჩიე გადახდის მეთოდი (ბარათი) ან შეიყვანე ახალი, შემდგომ კი დააკლიკე Next - სულ ეს არის, შენი რეგიონი შეიცვალა.


არ გამოგრჩეს განახლებები

ამჟამად კრიპტალის iOS აპლიკაციის ბეტა ვერსიაა ხელმისაწვდომი, იმისთვის რომ აპლიკაციის სრული ფუნქციონალთა და შესაძლებლობებით ისარგებლო საჭიროა მისი ბოლო ვერსიის დაყენება.

თუ აპლიკაციის ახალი ვერსია გინდა დააყენო, აუცილებელია შენი App Store-ის ლოკაციის საქართველოზე ან ლიტვაზე შეცვლა. ახალი ლოკაციის მითითება სულ რამოდენიმე კლიკს მოიცავს და მარტივი პროცედურაა.

გაითვალისწინე, ლოკაციის შეცვლა გეხმარება მუდმივად ხელმისაწვდომი გქონდეს აპლიკაციის ბოლო ვერსია და არასდროს არ გამოგრჩეს განახლებები.


Support