Სარჩევიchevron-down
რა არის კრიპტოვალუტა დოჯქოინი? - მიმ ქოინების პიონერი
კრიპტოს ფასი - Dogecoin ღირებულება
დოჯქოინის ყიდვა ძალიან გვიანია?
Dogecoin ყიდვა: კონვერტაცია & Spot ბირჟა
კონვერტაცია
რა უპირატესობები აქვს კონვერტაციას?
Spot ბირჟა
რა უპირატესობა აქვს Spot ბირჟას?
შეჯამება: დოჯქოინის ყიდვა 2024 წელს!
Georgian Text on the left side with Alarm Clock and Dogecoin logos on the right side 1000x300
2024-04-03clock6 minutes

რა არის კრიპტოვალუტა დოჯქოინი? - მიმ ქოინების პიონერი

Dogecoin (DOGE) კრიპტო სამყაროში 2013 წელს გამოჩნდა და ბიტკოინისგან განსხვავებით სატირულ დატვირთვას ატარებდა. მისი საწყისები სახუმარო ხასიათისაა, კრიპტოვალუტა მიმსა და ძაღლის ჯიშ შიბა ინუს ეფუძნება. განსხვავებულია მუშაობის პრინციპიც, სადაც ბიტკოინი სასრული რაოდენობის არის, დოჯქოინი მუდმივად იქმნება და მისი მიწოდება უსასრულოა.

მიმ ქოინად წარმოდგენილი კრიპტოვალუტა, რომელსაც სახუმარო ხასიათი ჰქონდა და სერიოზულად არავინ უყურებდა 2021 წელს სრულად ტრანსფორმირდა. საბოლოოდ კი, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ტოპ 10 ყველაზე დიდ კრიპტოვალუტას შორის მოხვდა, სადაც მისი კაპიტალიზაცია $25 მილიარდს აჭარბებს.

როგორც ვახსენეთ, კრიპტოვალუტა 2013 წელს შეიქმნა და მისი ავტორები დეველოპერები Billy Marcus და Jackson Palmer არიან. ავტორები კრიპტოს შექმნამდე ერთმანეთს ფიზიკურად არ იცნობდნენ, მხოლოდ პლატფორმა Reddit-ზე ჰქონდათ კომუნიკაცია. ბიტკოინის შთაგონებით, შექმნეს სახუმარო კრიპტოვალუტა, რომელსაც Dogecoin დაარქვეს.

მათ გასაკვირად, მიმ ქოინმა ინტერნეტის დაპყრობა დაიწყო, გაშვებიდან მხოლოდ პირველ თვეში ვებ-გვერდზე მილიონამდე ვიზიტი დაფიქსირდა და კრიპტოვალუტების სამყაროში გაჩნდა მანამდე სრულიად უცნობი ცნება - მიმ ქოინები.

კრიპტოს ფასი - Dogecoin ღირებულება

დოჯქოინის 2013 წლის დებიუტის შემდგომ კრიპტოს ფასი სტაბილურად იზრდება, თუმცა სულ ასე არ ყოფილა. მაგალითად, 2015 წლის 6 მაისს დაფიქსირდა კრიპტოვალუტის ყველაზე დაბალი ფასი - $0.0000869. სანაცვლოდ კი, 2021 წლის მაისში, როდესაც კრიპტოს ფასები ცაში მიდიოდა, ინდუსტრია კი ძალიან პოპულარული გახდა მსოფლიოს მასშტაბით, დოჯქოინის ფასი ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა - $0.682. ამჟამად კრიპტოვალუტის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $25 მილიარდს სცდება.

კრიპტოს ფასი სტაბილურ ზრდას შვიდი წლის განმავლობაში აფიქსირებს - 2013 წლიდან 2020 წლამდე. მისი ფასის მატება კი, ხშირად სხვა კრიპტო აქტივების გაჯანსაღების და აღმავლობის გზას იმეორებდა, იქნება ეს 2014 წელი, 2018 თუ 2021 წელი. განსაკუთრებული კვეთა კი დოჯქოინს ბიტკოინის ფასის პარალელურად აქვს. თუკი იზრდება ბიტკოინის ფასი, იზრდება DOGE-ს ღირებულებაც.

მნიშვნელოვანი ცვლილება კრიპტოს ფასში 2021 წელს შეინიშნა, როდესაც ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა ამ აქტივის შესახებ, რამაც DOGE-ს ფასზე 340%-იანი ზრდით იმოქმედა და ღირებულებამ $0.032642 მიაღწია. თუმცა, უამრავი ინვესტორისთვის და კრიპტო ექსპერტისთვის ილონ მასკის ჩართულობით დოჯქოინის სპეკულაციური ერა დაიწყო.

2022 წელს კი, დოჯქოინის არსებობაში კიდევ დაფიქსირდა საინტერესო მოვლენა, რა დროსაც კრიპტოს ფასი გაიზარდა, ნოემბერში კი ილონ მასკის მორიგი პოსტი გამოჩნდა, რამაც ასევე დადებითად იმოქმედა ღირებულების ზრდაზე.

მნიშვნელოვანი ნიშნულები:

  • ყველაზე დაბალი ფასი - $0.0000869
  • ყველაზე მაღალი ფასი - $0.682

დოჯქოინის ყიდვა ძალიან გვიანია?

შეიძლება კრიპტო ინდუსტრია ისეთ აღმავლობას ვერ განიცდის, როგორც მაგალითად 2021 წელს, თუმცა პოზიტიური ცვლილებები მაინც შესამჩნევია. ბიტკოინის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდა და ზოგიერთი კრიპტო ექსპერტი ბიტკოინისა და ეთერიუმისთვის კიდევ უკეთეს წელს ვარაუდობს. როგორც ზემოთ გავიგეთ, დოჯქოინის ფასზე დიდი გავლენა აქვს ბიტკოინის როლსაც, გარდა ამისა კი, მიმ კულტურის ზრდამაც და ილონ მასკის ტვიტებმაც შეიძლება პოზიტიური როლი ითამაშოს. შესაბამისად, დოჯქოინი კვლავ რჩება როგორც აღმავლობის, ისე მარტივი დაღმავლობის ობიექტად.

მოკლედ, მთელი 2024 წლის განმავლობაში დოჯქოინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ინდუსტრიაში, როგორც ტოპ 10-ში მყოფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა. თუმცა ისევე როგორც სხვა ციფრული აქტივები, ისიც არ არის ვოლატილური რისკებისაგან დაზღვეული და საჭიროა რომ ამ მიმ ქოინთან ერთად, თქვენს კრიპტო საფულეში სხვა აქტივებიც მოიძებნებოდეს.

მნიშვნელოვანია, რომ DOGE-ს მიუდგე, როგორც სპეკულაციურ აქტივს. მისი ფასის ზრდა შეიძლება წარმოუდგენლად პოზიტიურად განვითარდეს, თუმცა ამავე წარმატებით შეიძლება კრიპტოს ფასი დაბლა ჩამოვიდეს.

დოჯქოინის ყიდვა გვიანი ნამდვილად არ არის, თუმცა, მანამ, სანამ კრიპტოს ყიდვას დაიწყებ, გაიაზრე, რომ მას ფასის ხშირი ცვალებადობა ახასიათებს და აქტივს მუდმივად უნდა ადევნებდე თვალს.

Dogecoin ყიდვა: კონვერტაცია & Spot ბირჟა

თუკი კრიპტოს ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი, აქ გაჩვენებთ ყველაზე მარტივ და მოკლე გზას, რათა DOGE შეძენა შეძლო. ამისათვის კრიპტალი დაგეხმარება, რადგან კრიპტო ბირჟაზე წარმოდგენილია ბაზარზე არსებული საუკეთესო ფასები და ყველაზე დაბალი საკომისიოები.

ამისათვის, პლატფორმა ორ მარტივ გზას გთავაზობს:

  • კონვერტაცია - კრიპტოს ყიდვა მომენტალურად
  • Spot ბირჟა - კრიპტოს ყიდვა საუკეთესო ფასით

კონვერტაცია

ეს ფუნქციონალი განკუთვნილია მათთვის, ვისაც კრიპტოს ყიდვა მომენტალურად, ყოველგვარი ლოდინის გარეშე უნდა. გარდა ამისა, კონვერტაცია გამოსადეგია მათთვისაც, ვისაც კრიპტოვალუტებში არანაირი გამოცდილება არ აქვს და სულ პირველ ნაბიჯებს დგამს ინდუსტრიაში.

  • შედი Cryptal-ზე
  • დააკლიკე კრიპტოს შეძენა
  • აირჩიე DOGE და TOGEL
  • მიუთითე რაოდენობა
  • დააკლიკე ყიდვა

რა უპირატესობები აქვს კონვერტაციას?
  • მარტივია - დოჯქოინის ყიდვა რამოდენიმე კლიკში შეგიძლია
  • სწრაფია - კრიპტოვალუტა შენს საფულეში წამებში გაჩნდება

Spot ბირჟა

ბირჟა არის ადგილი, სადაც ერთმანეთს კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველები ხვდებიან.

აქ მომხმარებლები თავიანთ ყიდვა & გაყიდვის მოთხოვნას, ანუ Order-ს ათავსებენ და შემდგომ ელოდებიან ადამიანს, რომელიც საპირისპირო მხრიდან გამოჩნდება და თრეიდი შედგება.

მაგალითად: ერთ თრეიდერს უნდა რომ 100 TOGEL-ის სანაცვლოდ 470 დოჯქოინი შეიძინოს.მეორე თრეიდერს კი, სურს საკუთარი კრიპტოვალუტა გაყიდოს. აღმოჩნდა, რომ მისთვის პირველი თრეიდერის მიერ მითითებული ფასი მისაღებია და კრიპტო საფულეში შესაბამისი რაოდენობის აქტივებიც აქვს. მეორე თრეიდერი თანხმდება ამ Order-ს და ვაჭრობას შედგა.

მომხმარებლებს ბირჟაზე ოპერირება ორი ფუნქციონალის გამოყენებით შეუძლიათ:

ა. Market Order - რომლის გამოყენებითაც ბირჟა ავტომატურად გაწვდის იმ მომენტში ბაზარზე არსებულ საუკეთესო ფასს შენს სასურველ კრიპტოვალუტაზე.

ბ. Limit Order - რომლის გამოყენებითაც ხელით უთითებ DOGE ფასის იმ მაქსიმალურ და მინიმალურ ლიმიტებს, რომლის გადახდისთვისაც მზად ხარ, ბირჟა კი გაკავშირებს მითითებული ლიმიტების შუალედში არსებულ საუკეთესო ფასთან.

რა უპირატესობა აქვს Spot ბირჟას?
  • მომგებიანია - ბირჟა მომხმარებელს კრიპტოს საუკეთესო ფასს აწვდის

შეჯამება: დოჯქოინის ყიდვა 2024 წელს!

ყველა ფაქტორის გათვალისწინებით დოჯქოინის ყიდვა 2024 წელს საკმაოდ გამართლებულია. კრიპტოვალუტა კვლავ აგრძელებს საინვესტიციო როლის გამართლებას და ადამიანებს კარგ ამონაგებსაც სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ აქტივი დიდი ვოლატილობით გამოირჩევა, ეს ზოგადად კრიპტო სამყაროზეც შეგვიძლია ვთქვათ. DOGE კი, შეუძლია იქცეს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან საინვესტიციო კრიპტოდ.

კრიპტალის დახმარებით კი, კრიპტოს ყიდვა მარტივად შეგიძლია როგორც კონვერტაციის გამოყენებით, ასევე ბირჟაზე ვაჭრობით.

გაითვალისწინე, ბლოგში გაჟღერებული არც ერთი წინადადება ფინანსური რჩევა არ არის.

Support