უამრავი ადამიანისთვის არსებობს შეკითხვა, სად წავიღო დანაზოგი და როგორ შეიძლება ჩემი დანაზოგიდან მეტი სარგებლის მიღება.
სხვადასხვა კომპანიების აქციებში დანაზოგის ინვესტირება ფულის გამომუშავების ტრადიციულ მეთოდად ითვლება. ღია საფონდო ბირჟებზე განთავსებული სხვადასხვა კომპანიის ფასიან ქაღალდს, ანუ აქციას ყიდულობ და შემდგომ ელოდები კომპანიის წარმატებას, რათა შენს ნაყიდ აქციას ღირებულება გაეზარდოს.
მაგრამ, ბაზარზე გამოჩნდა პასიური შემოსავლის გაჩენის ახალი ალტერნატივა. კრიპტოვალუტების პოპულარობის ზრდასთან ერთად ბევრი ინვესტორი განიხილავს სხვადასხვა ციფრული აქტივის საკუთარ პორტფელში დამატებას. კრიპტოებს, ანუ ციფრულ აქტივებს, გააჩნიათ ის ხასიათი, რაც ბევრი ადამიანისათვის მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს ქმნის. მათ სწრაფად შეუძლიათ შენი პასიური შემოსავლის გაზრდა.
ამ ბლოგში შევადარებთ ინვესტირების ორ გზას - კრიპტოვალუტებში და კომპანიების აქციებში და მოგიყვებით, რატომ არის კრიპტოვალუტები უკეთესი არჩევანი შენი ფინანსური აქტივების გასაზრდელად.
გაითვალისწინე, ბლოგში გაჟღერებული არც ერთი ფრაზა ფინანსური რჩევა არ არის, ტერმინები კი მოყვანილია მაგალითების მარტივად აღსაქმელად და მეტი სიცხადისათვის.
რატომ ღირს კრიპტოში ინვესტირება?
კრიპტოვალუტები არიან ციფრული აქტივები, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის წყალობით გამოირჩევიან დაცულობითა და დეცენტრალიზებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არ კონტროლდებიან რომელიმე ერთი ინდივიდის ან სახელმწიფოს მიერ.
ბიტკოინი, როგორც თანამედროვე კრიპტოვალუტა, არის პირველი და ყველაზე გავრცელებული ციფრული აქტივი, რომელიც 2009 წელს შეიქმნა. პირველი ზრდა კი, უკვე 2010 წელს დაფიქსირდა, როდესაც პირველი ბიტკოინ ბირჟა გაჩნდა. მოთხოვნის ზრდასთან ერთად კი, კრიპტოვალუტების ფასებიც მთვარისკენ გაფრინდა!
- თუკი 2010 წელს 500₾ ღირებულების Bitcoin-ის იყიდდი, დღეს მისი ღირებულება 36 250 000 ლარს გაუტოლდებოდა, რაც შენი პასიური შემოსავლის შვიდ ნიშნა პროცენტულ ზრდას ნიშნავს!
- თუკი ინვესტორი 2015წელს 500₾ ღირებულების ეთერიუმს იყიდდა, დღეს მის მიერ შეძენილი ETH-ის ფასი 1 მილიონი ლარი იქნებოდა. საინვესტიციო პორტფელის ამ რაოდენობით უპრეცედენტო ზრდა, მხოლოდ კრიპტო აქტივების ბაზარზე გვხვდება.
კრიპტოვალუტებით პასიური შემოსავლის გაჩენა არა მხოლოდ ინვესტირებით, არამედ უფრო ნაკლებ რისკიანი გზითაც არის შესაძლებელი. თუ ამ ინდუსტრიაში შემობიჯება გადაწყვიტე, კრიპტო ყულაბის გახსნა, სადაც ყოველდღიურად გერიცხება სარგებელი კარგი აზრია. გაიგე მეტი:
რას ნიშნავს აქციებში ინვესტირება?
აქციებში ინვესტირება ნიშნავს, შეიძინო რომელიმე კომპანიის საჯარო აქციების ნაწილი. როდესაც ინვესტორი ყიდულობს რომელიმე კომპანიის აქციას, ის ხდება კომპანიის წილის ან მოგების გარკვეული ნაწილის მფლობელი.
აქციებით ვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ძველი მეთოდია. ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, სხვადასხვა ინოვაციური კომპანიების აქციებზეც იზრდება მოთხოვნა და შესაბამისად მათი აქტივების ფასებიც.
- NVidia არის წამყვანი გრაფიკული პროცესორების მწარმოებელი კომპანია, რომლის პროდუქციაც თითქმის ყველა ციფრულ მოწყობილობაში გამოიყენება. თუკი ინვესტორი 2010 წელს შეიძენდა 500 ლარის ღირებულების Nvidia-ს აქციებს, მისი აქტივები დღეს 23 000 ლარის ღირებულების იქნებოდა, რაც 4 500%-იან ზრდას ნიშნავს. შთამბეჭდავი რიცხვია, თუმცა კრიპტო აქტივების ზრდის მაჩვენებელთან მაინც უმნიშვნელოდ გამოიყურება.
- 2010 წელს 500 ლარის ღირებულების საქართველოს ბანკის აქტივების შეძენის შემთხვევაში, ინვესტორს დღეს ექნებოდა 6 500 ლარის ღირებულების აქციები, რაც 1 200%-იანი ზრდა არის.
- ხოლო, თუ ინვესტორი არჩევანს Amazon-ის აქციებზე შეაჩერებდა, 500 ლარიანი ინვესტირების შემთხვევაში დღეს მის ანგარიშზე 40 000 ლარის ღირებულების აქტივები იქნებოდა.
რატომ ჯობს კრიპტოში ინვესტირება აქციებში ინვესტირებას?
- იღებ მაღალ სარგებელს - როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითებში ვნახეთ, კრიპტოვალუტები ზრდის სწრაფი ტემპით გამოირჩევიან და მათ შორის გამონაკლისი არც მცირე საბაზრო კაპიტალიზაციისა და ნაკლებ პოპულარული კრიპტო აქტივებია.
- იღებ სწრაფად მზარდ ლიმიტირებულ აქტივებს - აქციებისგან განსხვავებით, რომელთა გამოცემაც შეუზღუდავი რაოდენობით არის შესაძლებელი, კრიპტოვალუტების რაოდენობა ლიმიტირებულია. რაც უფრო იმატებს მოთხოვნა კრიპტო აქტივებზე, მით უფრო იმატებს მათი ფასი.
- გაქვს დაბალი საკომისიო - კრიპტოში ინვესტირება გაცილებით ნაკლებ საკომისიოებს მოიცავს, ვიდრე აქციებში ინვესტირება, რადგან კრიპტო სამყაროში არ არიან ცენტრალიზებული შუამავლები, რომლებიც ტრანზაქციებში მონაწილეობენ.
- გაქვს უსაფრთხოება - ბლოკჩეინ ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, რომ ყველა ტრანზაქცია იყოს გამჭვირვალე და უცვლელად, გარეგანი მანიპულაციებისაგან უსაფრთხოდ ჩაიბეჭდოს ქსელში. ეს ამცირებს თაღლითობების რისკს.
შეჯამება
აქციებში ინვესტირება თანხის გამომუშავების ტრადიციულ გზად ითვლება, თუმცა კრიპტოვალუტების გამოჩენამ ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები გააჩინა. კრიპტო აქტივები სწრაფ და მაღალ სარგებელს იძლევიან, არიან დეცენტრალიზებულები და აქვთ ლიმიტირებული რაოდენობა, რაც მათ საკმაოდ მიმზიდველ საინვესტიციო აქტივებად აქცევს.
გარდა ამისა, Cryptal-ზე შესაძლებელია კრიპტო ყულაბის შექმნა და 30%-მდე სარგებლის მიღება. თუ გაინტერესებს ეს როგორ გააკეთო, გაეცანი ჩვენს ბლოგს:
გაითვალისწინე, ბლოგში გაჟღერებული არც ერთი წინადადება ფინანსური რჩევა არ არის!