ივნისის TOP მზარდი კრიპტოვალუტა
მიმქოინმა Brett-მა 2024 წლის ივნისში ფასის ზრდის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილება დააფიქსირა და მთელი 30 დღის მანძილზე ამ მაჩვენებლით საუკეთესო შედეგი გვანახა. მისი კონსისტენტური ზრდა კი, ზოგადად ბაზრის პოზიტიურ სენტიმენტზე მიგვითითებს.
2024 წლის პირველ ივნისს კრიპტოს ფასი $0.1452 შეადგენდა. მომავალი 30 დღის განმავლობაში მისი ღირებულება იცვლებოდა, თუმცა მაინც სტაბილურად იმატებდა. 10 ივნისისათვის კრიპტოს ფასი $0.1555-მდე გაიზარდა, რაც ათი დღის ვადაში საკმაოდ კარგი შედეგია, ხოლო თვის შუა რიცხვებისთვის, კრიპტოვალუტის ღირებულებამ $0.1690 მიაღწია.
საბოლოოდ, პირველი ივნისიდან 30 ივნისამდე Brett-ის ღირებულებამ დაახლოებით 74%-ით მოიმატა, რამაც ინვესტორების დაინტერესება და ბაზრის გამოცოცხლება გამოიწვია.
რა არის კრიპტოვალუტა Brett (Based)?
კრიპტოვალუტა ბრეტი, რომელსაც ხშირად კრიპტო საზოგადოებაში BRETT-ად მოიხსენიებენ, 2024 წელს გაეშვა. ის მიმქოინების დიდი სამყაროს ერთ-ერთი და ყველაზე ახალი წარმომადგენელია, უშუალოდ აქტივის შექმნა კი, ინტერნეტ კულტურას უკავშირდება, სადაც მთავარი პერსონაჟი ლურჯი ფერის არსება, სახელად Brett-ია.
ქოინის მიზანია, Base Chain-ის ქსელის ყველა უპირატესობის გამოყენება და ამ სისტემაზე შექმნილ პროექტებში ჩართულობა, როგორც ანგარიშსწორების საშუალება. მიმქოინების ბოლო დროინდელი პოპულარობა კი, კრიპტოვალუტას კიდევ უფრო მეტ ინტერესს სძენს იმ ადამიანებშიც კი, რომლებსაც კრიპტო ინდუსტრიაში დიდი გამოცდილება არ აქვთ.
რომელ ბლოკჩეინზე მუშაობს Brett?
როგორც ზემოთ ვახსენეთ, კრიპტოვალუტა Brett დაფუძნებულია Base Chain-ზე. ეს ბლოკჩეინ პლატფორმა უამრავ დეცენტრალიზებულ აპლიკაციასა და ტოკენს ამუშავებს საკუთარ ქსელზე, ერთ-ერთი ასეთი კი სწორედ, მიმქოინების ახალი წარმომადგენელი BRETT-ია.
Base Chain რამოდენიმე უპირატესობას სთავაზობს მომხმარებელს, მათ შორის ქსელის მიმზიდველია დეველოპერებისათვისაც. უპირატესობები მოიცავს:
- მოცულობა: Base Chain მისი ტექნოლოგიის წყალობით დიდი და ბევრი მოცულობის ტრანზაქციებს მარტივად და სწრაფად უმკლავდება.
- დაბალი საკომისიოები: ბევრ ცნობილ ქსელთან შედარებით, იქნება ეს ბიტკოინი თუ სხვა ბლოკჩეინი, Base Chain დაბალი საკომისიოებით გამოირჩევა.
- თავსებადობა: ბლოკჩეინის ტექნოლოგია იძლევა საშუალებებს, რომ ის სხვა ქსელებს დაუკავშირდეს და ინფორმაცია მარტივად გაცვალოს.
- უსაფრთხოება: ქსელში ინტეგრირებულია ყველა თანამედროვე სისტემა, რომელიც გადარიცხვებსა და ტრანზაქციებს სრულიად უსაფრთხოს და დაცულს ხდის.
- დეცენტრალიზებულობა: ქსელი იყენებს კრიპტო ინდუსტრიის მთავარ უპირატესობას - დეცენტრალიზაციას, რითაც იცავს როგორც მთლიან ეკოსისტემას, ასევე ზოგადად ინდუსტრიის სტანდარტებს.
- ხალხის ჩართულობა: იმის გათვალისწინებით, რომ ქსელი უამრავ მიმქოინს „მასპინძლობს“ და მიმების ირგვლივ გაერთანებული ადამიანები აქტიურნი არიან, Base Chain-ში ნებისმიერ საკითხზე იპოვნი შენთვის საჭირო დახმარებას.
რისთვის გამოიყენება კრიპტოვალუტა Brett?
როგორც იცით, მიმქოინებს კონკრეტული დანიშნულება არ აქვთ და ისინი საზოგადოების უბრალო აქტიურობის შედეგად იქმნებიან, ხშირად სახუმარო მოტივებზე. სწორედ ასეთია კრიპტოვალუტა Brettt. მისი მთავარი დანიშნულება კულტურული როლის შესრულებაა იმ კრიპტო საზოგადოებისათვის, რომლებმაც ის შექმნეს.
თუმცა, ისევე როგორც დიდი კრიპტოვალუტები, ბიტკოინი, ეთერიუმი თუ სხვა, მიმქოინებიცა და კონკრეტულად Brett-იც აერთიანებს თავის თავში საინვესტიციო და საგადახდო პოტენციალს.
როგორც ვიცით, მიმქოინების ფასები ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა და ბევრმა ადამიანმა საკუთარ ინვესტიციაში დიდი მოგება ნახეს, ხოლო Brett-ის ბლოკჩეინის გათვალისწინებით, კრიპტოვალუტა სისწრაფიდან და სიიაფიდან გამომდინარე კარგი საგადახდო აქტივიც შეიძლება იყოს.
Brett (Based)-ის მახასიათებლები:
- შექმნის თარიღი: 2024
- ბლოკჩეინი: Base Chain
- ცირკულაცია: დაახლოებით 9.91 მილიარდი BRETT
- მაქსიმალური რაოდენობა: 10 მილიარდი BRETT
- ყველაზე მაღალი ფასი: $0.1939 (2024 წლის 9 ივნისი)
- ყველაზე დაბალი ფასი: $0.01945 (2024 წლის 19 მარტი)
რა უპირატესობები აქვს კრიპტოვალუტა Brett-ს?
მომხმარებლების მიერ „დადგენილი“ კრიპტოს ფასი:
როგორც ყველა მიმქოინი, Brett-იც დიდი და ძლიერი ქომუნითით გამოირჩევა. მათი აქტიური ჩართულობა კი, კრიპტოს ფასზე პოზიტიურად მოქმედებს, ზუსტად ისევე, როგორც ეს შიბა ინუსა და დოჯქოინის შემთხვევაში ხდება.
მრავალფუნქციურობა და მარტივი ინტეგრაცია:
კრიპტოვალუტა Brett Base-ის ეკოსისტემის ნაწილია, რაც მას შესაძლებლობას აძლევს გამოყენებულ იქნას სხავადასხვა პლატფორმებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციების ფუნქციონირებისთვის.
დაბალი საკომისიოები:
სხვა პოპულარულ ბლოკჩეინებთან შედარებით, როგორიც ეთერიუმი, ბიტკოინი და ა.შ. არიან, Base Chain დაბალი საკომისიოებით გამოირჩევა, რაც კრიპტოვალუტით ვაჭრობას კიდევ უფრო მიმზიდველსა და ხელმისაწვდომს ხდის.
მაღალი ლიკვიდურობა:
კრიპტოვალუტა Brett-ის ყიდვა შესაძლებელია როგორც ცენტრალიზებულ (CEX), ასევე დეცენტრალიზებულ ბირჟებზე (DEX), რაც მაღალი ლიკვიდურობის გარანტიაა. ლიკვიდურობა კი, კრიპტოს ყიდვა გაყიდვაში დიდ როლს ასრულებს.
ანტი ინფლაციური მექანიზმი:
Brett-ის ტოკენომიკა იმგვარად არის მოწყობილი, რომ ტოკენების გარკვეული ნაწილი მუდმივად იწვება და ცირკულაციიდან ქრება, რაც აბალანსებს მოთხოვნა მიწოდების ჯაჭვს და ინფლაცია ნაკლებ სარისკო ხდება.
შეჯამება: კიდევ ერთი მიმქონი თვის TOP კრიპტოვალუტა გახდა!
Brett მიმქოინების მორიგი წარმატებული წარმომადგენელია, თუმცა დოჯქოინისა და შიბა ინუსგან განსხვავებით კრიპტოვალუტების გუნდში ახალი დანამატია.
კრიპტოვალუტა ტოპ 100 ყველაზე დიდ ციფრულ აქტივს შორის მოხვდა, რითაც ინვესტორების დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა წარმატება ამით არ დასრულებულა და ის ივნისის თვეში ყველაზე მზარდი ქოინი გახდა იმ უამრავ კრიპტოს შორის, რომელიც ბაზარზე არსებობს.
რომ შევაჯამოთ, Brett-მა მთელი ივნისის განმავლობაში სტაბილური ზრდა აჩვენა და 74%-იანი მატება დააფიქსირა.