Სარჩევიchevron-down
კრიპტოაქტივი ახლა უფრო ხელმისაწვდომია - რა ხდება?
რა უპირატესობებს გთავაზობს თანხის ანგარიშზე ამ მეთოდით შეტანა?
როგორ გავაკეთო ეს?
კრიპტოვალუტა სულ უფრო ახლოვდება.
Georgian wording on the left side of the visual with Fast Payment Machine and Cryptal Logo on the right side 1000x300
2024-10-08clock4 minutes

კრიპტოაქტივი ახლა უფრო ხელმისაწვდომია - რა ხდება?

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოაქტივები ბევრი ადამიანისთვის უკვე ნაცნობი სფეროა, მათი ყიდვა და ფლობა ჩვენს გონებაში შეიძლება მაინც ბევრ სირთულესთან ასოცირდებოდეს. სინამდვილეში კი, კრიპტოაქტივი ასე ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა!

ქართული კრიპტო ბირჟა კრიპტალის დახმარებით კრიპტო აქტივების ყიდვა, შენახვა და სურვილისამებრ განკარგვა რეალურად ძალიან მარტივია. კრიპტოაქტივების სამართავად სულაც არ გჭირდება რთული პროცედურების გავლა, შუამავლების დახმარება და მსგავსი გაურკვეველი ნაბიჯები.

კრიპტალი მარტივად გაძლევს საშუალებას, პირველი ნაბიჯები გადადგა კრიპტო ინდუსტრიაში და გაეცნო პლატფორმას, სადაც სწრაფად შეძლებ საკუთარი თანხის სასურველ და ისეთ პოპულარულ კრიპტოებში გადაცვლას, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და სხვები არიან.

მეტი ხელმისაწვდომობისათვის კი, კრიპტალი, OPPA და ლიბერთი ბანკი დამეგობრდნენ! მეგობრობის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ კრიპტოაქტივებთან უფრო მარტივად, სწრაფად და დამოუკიდებლად ჰქონდეთ შეხება, თუნდაც სრულიად პირველად.

OPPA-სა და ლიბერთი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გამოყენებით მარტივად შეგიძლია თანხის კრიპტალის ანგარიშზე შეტანა, სწორედ ისე, როგორც მობილურის ბალანსს ავსებ ან კომუნალურ გადასახადს იხდი. გაითვალისწინე, ამ ეტაპზე საკუთარ ანგარიშზე მხოლოდ ლარის შეტანა შეგიძლია.

შემდგომ კი, კრიპტალის პლატფორმა გეხმარება კრიპტოაქტივების მარტივად მართვაში, იქნება რომელიმე სასურველი კრიპტოს ყიდვა, სხვა მისამართზე გადარიცხვა თუ ნებისმიერი პროცედურა.


რა უპირატესობებს გთავაზობს თანხის ანგარიშზე ამ მეთოდით შეტანა?

  • თუ ბანკს ვერ იყენებ - მაშინ კრიპტოაქტივები საშენოა. ხომ გახსოვს, კრიპტოს ყიდვა კრიპტალის დახმარებით მარტივად, ყოველგვარი შუამავლების გარეშე შეგიძლია, ტრადიციული ფინანსური სისტემისა და ბანკების სივრცის გვერდის ავლით. OPPA-სა და ლიბერთი ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებით ანგარიშზე თანხის შეტანა კი, ასევე შუამავლების გარეშე ხორციელდება.

    თუ სხვადასხვა მიზეზების გამო საბანკო სერვისებს ვერ იყენებ, არ ინერვიულო, კრიპტალის გამოყენება და სწრაფი ჩარიცხვის აპარატების დახმარებით თანხის ანგარიშზე შეტანა სრულიად თავისუფლად შეგიძლია.

  • თუ ხელმისაწვდომობა გინდა - მაშინ მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატები დაგეხმარება კრიპტოაქტივებთან წვდომაზე, თანაც ყოველგვარი შესვენებისა და უქმე დღეების გარეშე - 24/7-ზე!

    თანხის ბალანსზე შეტანა საქართველოს მასშტაბით არსებული PayBox-ის 1000-ზე და ლიბერთი ბანკის 600-ზე მეტი სწრაფი ჩარიცხვის აპარატით შეგიძლია.

  • თუ სიმარტივე გინდა - მაშინ ანგარიშზე თანხის შეტანის ყველაზე იოლ გზას სწორედ OPPA-სა და ლიბერთი ბანკის აპარატები გთავაზობენ, რომლებთანაც შეხება თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად აქვს. ანგარიშზე ლარის შეტანა კი, ისეთივე მარტივია როგორც მობილური ბალანსის შევსება.

  • თუ სისწრაფე მნიშვნელოვანია - მაშინ ამ მეთოდით ანგარიშზე შეტანილი თანხა მომენტალურად, ლოდინის გარეშე აგესახება ბალანსზე. სისწრაფე კი კრიპტო ინდუსტრიაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

    გაითვალისწინე, ლიბერთი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატით მინიმუმ 10 ლარის, ხოლო მაქსიმუმ 1000 ლარის შეტანა შეგიძლია. დღიური ლიმიტი კი 4500 ლარს შეადგენს.

  • თუ დაბალ საკომისიოებს ეძებ - მაშინ კრიპტალი ბაზარზე არსებულ ყველაზე დაბალ საკომისიოებს გთავაზობს კრიპტო სერვისების მომსახურების სანაცვლოდ.

როგორ გავაკეთო ეს?

იმისთვის, რომ ლიბერთი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან კრიპტალის ბალანსზე ლარის შეტანა შეძლო, რამდენიმე მარტივი ნაბიჯი უნდა გაიარო:

ნაბიჯი 1 - იპოვე კრიპტო პლატფორმა

პირველ რიგში საჭიროა, რომ აპარატში კრიპტალი იპოვო. ამისათვის, საძიებო ველში ჩაწერე „კრიპტალი“ - ქართულად ან ლათინური ასოებით.

კრიპტო ბირჟის პოვნა მეორე მეთოდითაც შეგიძლია. მთავარ გვერდზე კატეგორიების ველში დააკლიკე სხვა-ს, შემდგომ აირჩიე სხვა პროვაიდერები, ბოლოს კი ეკრანზე კრიპტალს დაინახავ.

მას შემდგომ, რაც სასურველ პროვაიდერს იპოვი, თანხის ანგარიშზე შეტანისთვის მარტივ და სწრაფ იდენტიფიკაციას გადიხარ.

ნაბიჯი 2 - შეიყვანე პირადი ნომერი

მომხმარებლის ვერიფიკაციის ეტაპი პირადი ნომრის მითითებით იწყება.



ნაბიჯი 3 - ჩაწერე მობილურის ნომერი და შეიყვანე SMS-ით მიღებული კოდი

იდენტობის ვერიფიკაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი შენს ნომერზე მიღებული ერთჯერადი კოდის აპარატში შეყვანაა.

ნაბიჯი 4 - გადახდის გვერდი და თანხის შეტანა

მას შემდგომ, რაც აპარატში ერთჯერად კოდს შეიყვან, გადახდის გვერდზე მოხვდები, სადაც სხვადასხვა ინფორმაცია გამოჩნდება - შენი მონაცემები, შეტანილი თანხა, საკომისიო და ა.შ.

ამ ეტაპზე შეგიძლია შენთვის სასურველი თანხა აპარატში მოათავსო. გაითვალისწინე, ჯერ-ჯერობით ანგარიშის შევსება მხოლოდ ქართული ლარის მეშვეობით შეგიძლია.

ნაბიჯი 5 - გადახდის დასრულება

მას შემდგომ, რაც აპარატში სასურველ თანხას შეიტან და შენი კრიპტალის ბალანს შეავსებ, გადახდაც დასრულდება, თანხა ანგარიშზე მომენტალურად აგესახება, დადასტურების ნიშნად კი შესაბამის გვერდზე მოხვდები.


კრიპტოვალუტა სულ უფრო ახლოვდება.

მოკლედ, თუ კრიპტოვალუტა რთული და მიუწვდომელი ინდუსტრია გეგონა, კრიპტალის დახმარებით კრიპტოს ყიდვა, შენახვა, გადარიცხვა და სხვა ყველა პროცედურა იმაზე ხელმისაწვდომია, ვიდრე არასდროს!

OPPA-სა და ლიბერთი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გამოყენებით კი, შენს ანგარიშზე ლარის შეტანა სწრაფად, მარტივად და მომენტალურად შეგიძლია, ყოველგვარი შუამავლებისა და საბანკო სივრცის გვერდის ავლით.

თუ სისწრაფე, დაბალი საკომისიოები, ხელმისაწვდომობა და საბანკო ბიუროკრატიის გვერდის ავლა გინდა, მაშინ ეს მეთოდი ანგარიშის შესავსებად და ბალანსზე ლარის ჩასარიცხად ყველაზე მოსახერხებელია.

კრიპტალზე სიახლეები ამით არ მთავრდება. პლატფორმის დახმარებით კრიპტოვალუტა მომავალში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება!

Support