Სარჩევიchevron-down
კრიპტოაქტივი ახლა უფრო ხელმისაწვდომია - რა ხდება?
რა უპირატესობებს გთავაზობს თანხის ანგარიშზე ამ მეთოდით შეტანა?
როგორ გავაკეთო ეს?
კრიპტოაქტივები სულ უფრო მარტივდება
Georgian wording on the left side of the visual with Fast Payment Machine and Cryptal Logo on the right side 1000x300
2024-10-08clock5 minutes

კრიპტოაქტივი ახლა უფრო ხელმისაწვდომია - რა ხდება?

იმის გათვალისწინებით, რომ კრიპტო აქტივები, იგივე კრიპტო, ბევრი ადამიანისთვის უკვე ნაცნობი სფეროა, მათი ყიდვა, გაყიდვა და ფლობა ჩვენს გონებაში შეიძლება მაინც ბევრ წინაღობასთან იყოს დაკავშირებული. სინამდვილეში კი, კრიპტო აქტივი ასე ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა!

ქართული კრიპტო ბირჟა CRYPTAL-ის დახმარებით კრიპტოს ყიდვა, შენახვა და განკარგვა რეალურად ძალიან მარტივია. კრიპტო აქტივების სამართავად საერთოდ არ გჭირდება რთული და დაუსრულებელი პროცედურების გავლა, მესამე პირებისა და შუამავლების დახმარება ან ნებისმიერი ისეთი ნაბიჯი, რომელმაც შესაძლოა ზედმეტი დისკომფორტი გამოიწვიოს.

CRYPTAL მარტივად გაძლევს საშუალებას, სულ პირველი ნაბიჯები გადადგა კრიპტო ინდუსტრიაში და გაეცნო პლატფორმას, სადაც სწრაფად შეძლებ საკუთარი თანხის სასურველ და ისეთ პოპულარულ კრიპტოებში გადაცვლას, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და სხვები არიან.

მეტი ხელმისაწვდომობისათვის კი, კრიპტალი და PayBox დამეგობრდნენ! მეგობრობის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ კრიპტო აქტივებთან უფრო მარტივად, სწრაფად და დამოუკიდებლად ჰქონდეთ შეხება, თუნდაც სრულიად პირველად.

PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გამოყენებით, რომლებსაც საქართველოს მასშტაბით ყველგან შეხვდები, მარტივად შეგიძლია თანხის კრიპტალის ანგარიშზე შეტანა, სწორედ ისე, როგორც მობილურის ბალანსს ავსებ ან კომუნალურ გადასახადს იხდი. გაითვალისწინე, ამ ეტაპზე საკუთარ ანგარიშზე მხოლოდ ლარის შეტანა შეგიძლია.

შემდგომ კი, კრიპტალის პლატფორმა გეხმარება კრიპტო აქტივების მარტივად მართვაში, იქნება რომელიმე სასურველი კრიპტოს ყიდვა, სხვა მისამართზე გადარიცხვა თუ ნებისმიერი პროცედურა.

რა უპირატესობებს გთავაზობს თანხის ანგარიშზე ამ მეთოდით შეტანა?

  • მოქნილობა - თუ არ გაქვს წვდომა საბანკო სერვისებთან, მაშინ კრიპტო აქტივები გამოგადგება. CRYPTAL-ის დახმარებით კრიპტოს ყიდვა მარტივად, ყოველგვარი შუამავლებისა და ბანკების გარეშე შეგიძლია.

    PayBox-ის სწრაფი გადახდის აპარატებით ანგარიშზე სასურველი თანხის შეტანა, ასევე შუამავლების გარეშე ხორციელდება.

    მოკლედ, თუ სხვადასხვა მიზეზის გამო, საბანკო სერვისებს ვერ იყენებ, ანგარიშის შევსება მაინც შეგიძლია, სირთულეებისა და ზედმეტი ნაბიჯების გარეშე.


  • ხელმისაწვდომობა - PayBox-ის 1000-ზე მეტი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი საქართველოს მასშტაბით, 24/7-ზე მუშაობს, რაც მუდმივ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.


  • სიმარტივე - თუკი სწრაფი გადახდის აპარატით ერთხელ მაინც შეგივსია მობილურის ბალანსი, ჩაგირიცხავს თანხა საბანკო ანგარიშზე ან გადაგიხდია კომუნალური გადასახადი, მაშინ კრიპტალზე თანხის შეტანა შენთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

    მარტივი ინტერფეისი, რომელსაც აპარატები გთავაზობენ, ბალანსის შევსების ყველაზე იოლ გზას გთავაზობს.


  • სისწრაფე - PayBox-ის აპარატებით შევსებული ბალანსი მყისიერად, ლოდინის გარეშე შეივსება.

როგორ გავაკეთო ეს?

მას შემდგომ, რაც PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან მიხვალ:

  • იპოვე Cryptal ფინანსური მომსახურების ველში

  • აირჩიე ბალანსის შევსება

  • შეიყვანე პირადი ნომერი - შენი ანგარიშის იდენტიფიცირებისთვის საჭიროა რეგისტრაციისას მითითებული პირადი ნომრის შეყვანა

  • შეიყვანე მობილურის ნომერი - ჩაწერე ის ნომერი, რომელიც მითითებული გაქვს კრიპტალის საკუთარ ანგარიშში

  • ჩაწერე ერთჯერადი კოდი - მას შემდგომ, რაც აპარატში ჩაწერ შენს მობილურის ნომერს, დამატებითი უსაფრთხოებისთვის SMS-ის სახით გამოგეგზავნება ერთჯერადი OTP კოდი

  • შეიტანე თანხა (ნაღდი ფული) - ბოლო ეტაპი კი, სასურველი რაოდენობის თანხის აპარატში მოთავსებაა, ზუსტად ისე, როგორც მობილური ბალანსის შევსებისას ან სხვა ნებისმიერი პროცედურისას ვაკეთებთ

სულ ეს არის, შენ კრიპტალის ანგარიშზე ნაღდი ფული შეიტანე, რომელიც საფულეში რამდენიმე წამში, სწრაფად და მარტივად აგესახება.

კრიპტოაქტივები სულ უფრო მარტივდება

თუ კრიპტო აქამდე რთული, კომპლექსური და მიუწვდომელი ინდუსტრია გეგონა, CRYPTAL-ის დახმარებით ეს მითი აუცილებლად დაიმსხვრევა. კრიპტოს ყიდვა, შენახვა, გადარიცხვა და სხვა ყველა პროცედურა ასეთი ხელმისაწვდომი ჯერ არასდროს ყოფილა.

PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გამოყენებით კი, შენს ანგარიშზე ლარის შეტანა მომენტალურად, მარტივად და მყისიერად შეგიძლია, ყოველგვარი შუამავლებისა და ბანკების გამოყენების გარეშე.

უამრავი აპარატის წყალობით კი, რომლებიც 24/7-ზე მუშაობენ, ციფრულ აქტივებთან ხელმისაწვდომობა უფრო გაზრდილია.

CRYPTAL-ზე სიახლეები ამით არ მთავრდება. პლატფორმის დახმარებით კრიპტოაქტივები სულ უფრო მარტივდება!

Support