ლაითქოინმა (LTC) კრიპტო სამყაროსა და ბაზარზე პირველივე გამოჩენისთანავე მიიქცია უამრავი ადამიანისა და ინვესტორის ყურადღება. ეს მისი ტექნოლოგიის, ლაითქოინის გუნდისა და უშუალოდ კრიპტო ვალუტის დამსახურება იყო. დღეს კი, 12 წლის შემდგომ, ინვესტორების იმედები სრულად გამართლდა, კრიტიკოსების კი - პირიქით.
ამ ბლოგში გაგაცნობთ ლაითქოინის სამყაროს, რა არის მისი პროექტი, რაში შეგიძლია ის გამოიყენო, როგორ დაგეხმარება კრიპტო დამატებითი შემოსავლის გამომუშავებაში და რაც მთავარია, როგორ შეგიძლია იყიდო ის ყველაზე სწრაფად და მარტივად.
რა არის ლაითქოინი (LTC)?
ლაითქონი არის კრიპტოვალუტების ციებ-ცხელების ერთ-ერთი საწყისი შემოქმედი, რომელსაც ხშირად კრიპტო ვერცხლად მოიხსენიებენ, როგორც ბიტკოინის ანალოგი, რომელიც თავისთავად კრიპტო ოქროდ ხასიათდება. მხოლოდ ეს შერქმეული სახელი გვანიშნებს, რამდენად მნიშვნელოვანი კრიპტოვალუტაა ლაითქოინი ამ ბაზარზე.
დეცენტრალიზებული ლაითქოინი შეიქმნა 2011 წლის ოქტომბერში ჩარლი ლის მიერ. კრიპტო ბევრი თვისებით გაქვს ბიტკოინს, თუმცა მისგან საკმაოდ განსხვავდება კიდეც, მაგალითად ლაითქოინს ახასიათებს გაცილებით სწრაფი ტრანზაქციები და განსხვავებული მუშაობის ალგორითმი.
რა ბლოკჩეინს იყენებს ლაითქოინი? - მას საკუთარი ბლოკჩეინ ეკოსისტემა აქვს, რომელსაც მარტივად, ლაითქოინის ბლოკჩეინი ქვია. ბიტკოინის მსგავსად, ლაითქოინიც დეცენტრალიზებული ქსელია, სადაც რეალური შემოქმედნი სწორედ მასში ჩართული ადამიანები არიან და ყოველი ტრანზაქცია ინახება ბლოკში, რომელიც დაცულია გარეგანი მანიპულაციებისა და ჩარევებისგან.
სწორედ ეს ბლოკჩეინი არის ლაითქოინის სისწრაფის მთავარი წყარო.
ცირკულაციაში კი, მაქსიმუმ 84 მილიონი ქოინი ჩაეშვება, ანუ ის მიწოდებაში შეზღუდული რაოდენობით გამოვა. ეს კი, ქოინს გაცილებით ფასეულს ხდის.
რისთვის გამოიყენება ლაითქოინი (LTC)?
ლაითქოინი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვაგვარ გამოყენებას. პირველ რიგში, მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურ კრიპტო ტრანზაქციებში, რადგანაც ლაითქოინი გამოირჩევა უსწრაფესი ტრანზაქციებით და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დაცულობით, რაც თქვენს ფინანსებს ხელშეუხებელს ხდის.
დამატებით, ლაითქოინი შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც დაგროვებისა და პასიური შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობა.
მაგალითად:
- 2021 წლის ივნისში ლაითქოინის ფასი საშუალოდ $41 უტოლდებოდა
- 2023 წლის ივნისში ლაითქოინის ფასი კი - $77 შეადგენს
კრიპტოვალუტები და განსაკუთრებით ლაითქონი, დროის მოკლე მონაკვეთში სწრაფი პროცენტული ზრდით გამოირჩევიან, რაც სწორედ მიმზიდველია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც დამატებითი, პასიური შემოსავლის გაჩენა და აქტივებში ინვესტირება სურთ.
როგორ ინარჩუნებს ლაითქოინი (LTC) ფასს?
ზოგადად, კრიპტოვალუტების ფასს უამრავი ფაქტორი განაპირობებს და გამონაკლისი ამ მხრივ არც ლაითქოინია.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ფაქტორია მყარი რეპუტაცია და ისტორია, რომელიც ლაითქოინმა დაწერა კრიპტოვალუტების გამოჩენასთან ერთად. როგორც ვახსენეთ, ის იყო ერთ-ერთი პირველი კრიპტოვალუტა, რომელმაც კრიპტოს ოქროს ხანას საფუძველი ჩაუყარა, შესაბამისად ადამიანებისთვის ის კარგად ნაცნობი და სანდო საინვესტიციო აქტივია.
მეორე ფაქტორი, რომლითაც ლაითქოინი გამოირჩევა, მისი ბლოკჩეინ სისტემაა. ლაითქოინის ბლოკჩეინი გამორჩეულია უსაფრთხოებითა და სისწრაფით, რაც თავის თავში სხვა ქსელებთან შედარებით ტექნოლოგიურ უპირატესობას ნიშნავს და ის არის დაცული გარეგანი მანიპულაციებისაგან.
მესამე ფაქტორი, რომელიც თავის თავში პირველ ორ ასპექტს აერთიანებს, არის ლაითქოინის გარშემო შეკრებილი კრიპტო საზოგადოება. ისინი პირველ რიგში ხელს უწყობენ კრიპტო გადახდების დანერგვას, ასეთ სერვისებზე მოთხოვნის ზრდით, შემდგომ უკვე კი, შესაბამისი საჭიროებების მიხედვით ცდილობენ ტექნოლოგია რეალობაში დანერგონ.
როგორ ვიყიდოთ ლაითქოინი (LTC) ყველაზე მარტივად და სწრაფად?
ყოველდღიურად იზრდება კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა და შესაბამისად იმატებს ლაითქოინის ტრანზაქციების რაოდენობაც. მისი სისწრაფიდან გამომდინარე, ლაითქოინს უამრავი ადამიანი იყენებს საქართველოში, როგორც ყოველდღიური ტრანზაქციებისათვის განკუთვნილ კრიპტოვალუტას.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგხვდება სწრაფი გადახდის აპარატი, რომელსაც გამორჩეული დიზაინით ამოიცნობ და ის დაგეხმარება, რომ სულ რამოდენიმე კლიკით ლაითქოინი შენს საფულეში მოხვდეს.
- ირჩევ - კრიპტოს შეძენა
- შეგყავს - პირადი ნომერი & SMS კოდი
- ირჩევ სასურველ კრიპტოვალუტას
- ასკანერებ - საფულის QR კოდს
სულ ეს არის, სულ ოთხი კლიკით ლაითქოინი შენს საფულეშია!
შეჯამება
ლაითქოინმა კრიპტო მოყვარულებში თავი უკვე დაიმკვიდრა, როგორც სწრაფმა, უსაფრთხო და მომგებიანმა კრიპტო აქტივმა, რომელიც დაფუძნებულია საიმედო ბლოკჩეინზე და ზურგს უამრავი მომხმარებელი უმაგრებს.
ის გამოიყენება, როგორც ყოველდღიური გადახდებისა და ტრანზაქციების საშუალება, სწორედ ამიტომ, CRYPTAL-ისა და PayBox-ის მეშვეობით, მისი ყიდვაც ისეთივე მარტივი და ხელმისაწვდომია, როგორც თავად ლაითქოინის გამოყენება.