Სარჩევიchevron-down
მაგალითი:
შეიძლება გამოგადგეს:
marketmaker-geo-1000x300
2023-01-17clock5 minutes

Maker/Taker-ებს კრიპტო ბაზრის მოძრაობაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით - ისინი ქმნიან როგორც ვოლატილობას, ასევე ფასების ცვალებადობას. თუ გინდა ბაზრის მოქმედების პრინციპი გაიგო და წარმატებული თრეიდერი იყო, კარგად უნდა გესმოდეს მათი როლი, რომელზეც ამ ბლოგში ვისაუბრებთ.

ვინ არიან Market Maker/Taker-ები?

ისინი არიან მომხმარებლები, რომლებიც ბაზარზე ქმნიან აქტივების ყიდვისა და გაყიდვის მოთხოვნებს (Order). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაზრისთვის ქმნიან ლიკვიდურობას.

Market Maker -ები ბირჟაზე ათავსებენ შესყიდვის Orders, პარალელურად სპრედის მეშვეობით ნახულობენ სარგებელს.

ისინი სავაჭროდ იყენებენ სხვადასხვა სიგნალებსა და ინდიკატორებს იქნება ეს RSI, AD თუ სხვა. თუ გაინტერესებს უფრო მეტი ამ თემაზე, გაეცანი ჩვენს ბლოგებს.

Market Taker-ები კი, ძალიან მარტივად, არიან ადამიანები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორდერის წარმატებით შესრულებას, მასზე თანხმობით. ისინი ბირჟაზე აქტივებს შეიძენენ იმ მიზნით, რომ მოკლევადიან ან გრძელვადიან პერიოდში ნახავენ ფასთა სხვაობით სარგებელს.

როგორ აწვდიან ისინი ბაზარს ლიკვიდურობას?

კრიპტო ბირჟა არის ადგილი, სადაც შეგიძლია იყიდო და გაყიდო სხვადასხვა კრიპტო აქტივი. მისი შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის კი, აუცილებელია ლიკვიდურობის არსებობა.

Maker/Taker-ები კი, არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ბირჟას აწვდიან ლიკვიდურობას, მაშინ, როდესაც ბაზარზე მყიდველის ან გამყიდველის სიმცირეა, თუმცა აქტივები გამოტანილია.

შესაბამისად ასრულებენ შუამავლის როლს და წინასწარ ნაყიდი აქტივებით აკმაყოფილებენ სხვადასხვა ორდერს.

ეს ერთი მხრივ ქმნის ლიკვიდურობას და მეორე მხრივ შეუფერხებელ პროცესს.

Market maker დებს BTC-ის ყიდვის ბრძანებას - $50 000-ად და გაყიდვის ბრძანებას - $50 050-ად.

ეს ქმნის ვიწრო სპრედს ყიდვისა და გაყიდვის ფასს შორის, რითიც სხვა თრეიდერებს აქტივის სწრაფად გადაცვლის საშუალება ეძლევათ.

მეორე მხრივ, Market taker დებს BTC-ის ყიდვის ორდერს - $50 050-ად და გაყიდვის ორდერს - $50 000-ად, რაც საბოლოოდ ლიკვიდურობას ქმნის.

რა არის მათი როლი?

როგორც ვთქვით, მათი როლი დიდია ბირჟის გამართულად ოპერირებაში, რადგან ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან ლიკვიდურობას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენად სწრაფად შეიძლება გადაიქცეს ბირჟაზე დადებული თქვენი მოთხოვნა, შესრულებულ ტრანზაქციად.

Market Maker-ების მიერ დადებულ ორდერს, Market Taker-ები გარდაქმნიან წარმატებულ ორდერად.

მარტივად რომ ვთქვათ, თუ გინდათ რომ ბირჟაზე თქვენი ორდერი სწრაფად აღსრულდეს და ლოდინი არ მოგიწიოთ დიდხანს, ამაში Market maker/taker-ების როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც ბაზარზე აქვთ გასაყიდი კრიპტო აქტივი და ასევე, ამ აქტივების შესყიდვისთვის საჭირო ფული.

Market maker-ები არიან მყიდველები, რომლებიც შეისყიდიან გამოტანილ აქტივებს და ინახავენ იმ იმედით, რომ ისინი აქტივს ნაყიდზე ძვირად გაყიდიან.

ამ ქმედებით, ქმნიან ბირჟის ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ვოლატილობას.

მათ მიერ დადებული ორდერების ხილვა Order Book-შია შესაძლებელი.

Support