ეთერიუმი vs. ბიტკოინი
ბოლო პერიოდის განმავლობაში, კრიპტო ბაზარი გამოცოცხლდა და ეთერიუმი (ETH) ფასის ზრდის კუთხით ბიტკოინს (BTC) არ ჩამორჩა, გაიმეორა მისი ტრაექტორია და საკუთარი ღირებულება გაზარდა. თუმცა, ფასის ცვალებადობის გარდა უამრავი ასპექტი არსებობს და თუ კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ეთერიუმი ზოგიერთ პარამეტრში ბიტკოინზე კარგად გამოიყურება, განსაკუთრებით კი მისი კრიპტო საფულეში შენახვის კუთხით და ამაში წვლილი დიდ ინვესტორებს, ანუ ვეშაპებს უჭირავთ.
- პლატფორმა IntoTheBlock-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ეთერიუმი კრიპტო საფულეში უფრო დიდხანს უფრო მეტ ადამიანს აქვს, ვიდრე ბიტკოინი.
IntoTheBlock-ის მონაცემებზე დაყრდნობითა და ეთერიუმის & ბიტკოინის ქსელების გაანალიზებით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეთერიუმს უფრო მეტი HODL-ერი ჰყავს, ვიდრე ბიტკოინს. უფრო კონკრეტულად კი, ეთერიუმი დაახლოებით 73 მილიონ ადამიანს აქვს შენახული, ვიდრე ბიტკოინი, რომელსაც 33 მილიონი ადამიანი HOLD-ავს (საუბარია ინდივიდებზე, რომლებსაც კრიპტოვალუტა ერთ წელზე მეტხანს აქვს შენახული). თუკი ვეშაპების, ანუ დიდი ინვესტორების საფულეებს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ისეთი საფულე, რომელშიც 1,000-დან 10,000 ETH-მდე ინახება სულ 5,370 ერთეულია, ხოლო იმავე რაოდენობის ბიტკოინი 1,920 კრიპტო საფულეში გვხვდება. ხოლო ისეთი კრიპტო საფულე, რომელშიც 10,000-დან 100,000 ეთერიუმამდე ინახება 106,000 მფლობელი ჰყავს, ბიტკოინის შემთხვევაში კი ეს რიცხვი დაახლოებით 103,000 უტოლდება.
ისეთი მისამართების რაოდენობა ეთერიუმის შემთხვევაში, სადაც 100,000 ETH-ზე მეტია განთავსებული 108 ერთეულია, იმავე რაოდენობის ბიტკოინი კი, 4 მისამართზე იძებნება. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ეთერიუმს უფრო მეტი ადამიანი უფრო დიდი ხნით ფლობს, ვიდრე ბიტკოინს.
რატომ ფლობს უფრო მეტი ადამიანი ეთერიუმს, ვიდრე ბიტკოინს?
სულ ცოტა ხნის წინ, მფლობელების რაოდენობით ბიტკოინი უპირატესობას არავის უთმობდა. გასული წლის განმავლობაში კი, ორივე კრიპტოვალუტა, ბიტკოინიცა და ეთერიუმიც დიდი ზრდით გამოირჩა, როგორც ფასის მხრივ, ასევე ქსელში არსებული საფულეების რაოდენობითაც. შესაბამისად ჩნდება კითხვა, რატომ ფლობს უფრო მეტი ადამიანი ეთერიუმს, ვიდრე ბიტკოინს?
ეთერიუმის გრძელვადიანი მფლობელების ზრდა კრიპტო ბაზარზე არსებულ რამოდენიმე ფაქტორს შეგვიძლია მივაწეროთ, თუმცა ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ფაქტორი სტეიკინგია.
რა არის სტეიკინგი?
მკითხველისთვის გასაგებ ენაზე რომ ავხსნათ, სტეიკინგი საბანკო სერვის ანაბრის მსგავსი მომსახურებაა, რა დროსაც შენ ანგარიშზე გარკვეული დროით შეგაქვს კრიპტოვალუტა, რომელზეც სარგებლის სახით პროცენტი გერიცხება.
Ether-ის დასტეიკებული კრიპტოვალუტების რაოდენობა 2023 წლის მონაცემებით თითქმის გაორმაგდა და ბაზარზე მიმოქცევაში არსებული ჯამური ეთერიუმის 24% სტეიკინგ დეპოზიტზეა განთავსებული. ამ ციფრული აქტივების უდიდესი ნაწილი კი, 12 თვის განმავლობაში ხელუხლებლად დევს შესაბამის მისამართზე, შესაბამისად HODL-ერების რაოდენობამაც სტატისტიკურად იმატა. სწორედ სტეიკინგით დაინტერესება გახდა ეთერიუმის ბიტკოინზე გალიდერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის და კრიპტო ექსპერტთა დიდი ნაწილი საუბრობს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სფეროში ეთერიუმის ბიტკოინზე ლიდერობას. ეთერიუმი იმგვარი ტიპის კრიპტოვალუტაა, რომელიც ბიტკოინთან შედარებით გაცილებით მრავალფუნქციურია და მომხმარებლებსაც მეტ თავისუფლებას აძლევს გამოყენების კუთხით.
ეთერიუმის დახმარებით შესაძლებელია:
- ეთერიუმის ქსელზე შეიქმნას სხვა კრიპტოვალუტები და სტაბილური ქოინები
- შეიქმნას Non-fungible ტოკენები (NFT) და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები
- დაიწეროს ფინანსური, გეიმინგ თუ სხვა ტიპის დეცენტრალიზებული აპლიკაციები (DApps)
- წარიმართოს სხვადასხვა კრიპტო ოპერაციები, როგორიც არის კრიპტო სესხი, სტეიკინგი, ICO და ა.შ.
DeFi ინდუსტრიაში განხორციელებული $22 მილიარდის ღირებულების ETH ინვესტიცია გაცილებით აღემატება ბიტკოინის $162 მილიონიან წილს. ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად კი, სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება ეთერიუმის ყიდვის სურვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ფასი გასული წლის განმავლობაში შედარებით უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ეთერიუმის ფასი, კრიპტოვალუტა მხოლოდ ღირებულებითი ციფრები არ არის და მნიშვნელოვანია სხვა მეტრიკებიც. ეთერიუმის პოტენციალი, მიიზიდოს ინვესტორები უფრო მრავალფეროვანი ინდუსტრიებიდან მნიშვნელოვანია, თუმცა ბიტკოინი კვლავაც ლიდერ კრიპტოვალუტად რჩება საბაზრო კაპიტალიზაციის კუთხით.
რას ნიშნავს ეს შენთვის?
მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის წამყვანი როლი ჯერაც არ დგება ეჭვქვეშ, ეთერიუმი მნიშვნელოვან წინსვლას განაგრძობს და მისი მფლობელების ზრდაც ამის მეტყველია.
მაგრამ, რას შეიძლება ნიშნავდეს შენთვის ის ფაქტი, რომ ეთერიუმს უფრო მეტი ადამიანი ფლობს ვიდრე ბიტკოინს და როგორ გამოგადგება ეს ინფორმაცია შენ.
- გაზრდილი მოთხოვნა = გაზრდილი ფასი
როდესაც კრიპტოვალუტა ხდება მოთხოვნადი და მას სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს სხვადასხვა მიზნებისათვის, მისი ფასიც იზრდება. იმ ადამიანებისთვის კი, რომლებსაც თავიანთ კრიპტო საფულეში ეთერიუმი აქვთ შენახული, ეს მხოლოდ სასიკეთო ინფორმაციაა, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება ETH მფლობელი, შესაბამისად სწრაფდება ეთერიუმის კრიპტო ადაპტაცია და მისი ღირებულება, როგორც მრავალფუნქციური აქტივი იზრდება.
- დეცენტრალიზებულობა
ეთერიუმის პოპულარობის ზრდასთან ერთად, იზრდება იმ პროგრამისტების რაოდენობაც, რომლებიც მისი ქსელის დახმარებით უამრავ საინტერესო ფინანსურ თუ სხვა სახის პროდუქტს ქმნიან.
კრიპტოვალუტა და ეთერიუმი ჭეშმარიტად დეცენტრალიზებული პროდუქტია, შესაბამისად შენთვის სულ უფრო მეტი სერვისი და პროდუქტი ხდება დეცენტრალიზებული, რაც ნიშნავს შუამავლებისა და საკომისიოების შემცირებას, დამატებით კი, ფინანსურ თავისუფლებას და ანონიმურობას.
- ჭკვიანი კონტრაქტები
თუკი ეთერიუმის განვითარებასა და მისი ბლოკჩეინის დახვეწაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჭკვიანი კონტრაქტები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების აქტიური ნაწილი ნელ-ნელა ხდება.
ეთერიუმის მეტი მფლობელი ნიშნავს ჭკვიანი კონტრაქტების ტექნოლოგიის მეტად ათვისებას, ეს უკანასკნელი კი, გვაძლევს საშუალებას სხვადასხვა ხელშეკრულებები, პირადი თუ ბიზეს გარიგებები გავაფორმოთ ონლაინ, ავტომატურ რეჟიმში.
შენ სახლიდან გაუსვლელად დებ ხელშეკრულებას, რომელსაც ჭკვიანი კონტრაქტი ჰქვია, სადაც მხარეები წერენ, თუ რა ვალდებულების შესრულების შემთხვევაში რა მოხდება და შესაბამისად ქრება რისკი, რომ რომელიმე მხარე ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
სმარტ კონტრაქტი ავტომატურად, დათქმული პირობის აღსრულებისთანავე ამოქმედდება.
ფაქტები ეთერიუმის შესახებ:
- ეთერიუმი მსოფლიოში მეორე ყველაზე გამოყენებადი კრიპტოვალუტა არის
მსოფლიოში ყველაზე მეტად გამოყენებადი კრიპტოვალუტა ბიტკოინია და მას ხშირად „კრიპტო ოქროდ“ მოიხსენიებენ. ეთერიუმი ამ მონაცემით მხოლოდ ბიტკოინს ჩამორჩება და „კრიპტო ვერცხლი“ მეორე ადგილს იკავებს.
- ბიტკოინისგან განსხვავებით, ეთერიუმს ლიმიტები არ აქვს
ბიტკოინისგან განსხვავებით, რომელსაც ფიქსირებული, 21 მილიონ ქოინიანი მიწოდება აქვს, ეთერიუმი ამგვარი ლიმიტით არ ხასიათდება. არ არსებობს ის რაოდენობა, რის შემდგომაც ეთერიუმის ახალი ქოინები ქსელში აღარ ჩაეშვება, ამჟამად კი, წელიწადში 18 მილიონი Ether „იბეჭდება“.
- ეთერიუმს საკუთარი Test Network აქვს
ეთერიუმი დეველოპერებს სთავაზობს სხვადასხვა Test Network-ებით სარგებლობას, რომ თავიანთი აპლიკაციები ან ჭკვიანი კონტრაქტები სრულიად უსასყიდლოდ გამოცადონ და დატესტონ. სატესტო ქსელები არის უსაფრთხო და საკომისიოების გარეშე გამართული რეალური ქსელის კლონი, სადაც შეგიძლია ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც მაგალითად ეთერიუმის ქსელში იზამდი - ეთერიუმის გადარიცხვა, ტოკენების გამოყენება, ჭკვიანი კონტრაქტების შექმნა, დეცენტრალიზებული აპლიკაციის დაწერა და ა.შ.
გარდა უფასო სატესტო გარემოსი, ტესტ ქსელები მომხმარებლებს უამრავ საჩუქრებსა და ეირდროპებს სთავაზობს, მისი გამოყენება და ტესტირება ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია.