
CoinGecko-ს ინფორმაციით, კრიპტო აქტივების 50%-ზე მეტი მკვდარია!
გასული ათწლეულის განმავლობაში კრიპტოები ნამდვილ რევოლუციას აწყობენ და დეცენტრალიზებულ ქსელზე მომუშავე აქტივები არნახულ ზრდას განიცდიან. კრიპტოსა და კრიპტო პროექტების მონიტორინგის წამყვანმა პლატფორმა CoinGecko-მ 2014 წლიდან 24,000-ზე მეტი კრიპტო და ქოინი განათავსა საკუთარ ვებ-გვერდზე. აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოში არსებული ჯამური კრიპტოების რაოდენობასთან შედარებით ეს რიცხვი არაფერია და ცირკულაციაში გაცილებით მეტი ქოინი და ტოკენია ჩაშვებული.
თუმცა, კრიპტოების კონკურენტულ და უზარმაზარ სამყაროში ყველა ციფრული აქტივი ვერ განვითარდა და ვერც გადარჩა. სწორედ CoinGecko-ს მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პლატფორმაზე განთავსებული კრიპტოების ნახევარზე მეტი დღეს აქტიური აღარ არის და ისინი მკვდარ აქტივებად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
პლატფორმა დეაქტივირებულ ან მკვდარ კრიპტოდ მოიხსენიებს იმ აქტივებს, რომლებიც ერთ დროს CoinGecko-ზე იყვნენ განთავსებული და დღეს აღარ უფიქსირდებათ სავაჭრო აქტივობა. ამ კატეგორიაში შემავალი კრიპტოების უმეტესობა კი, სქემერული პროექტებია. ასევე, ქოინის სიკვდილი შეიძლება უბრალოდ პროექტის დახურვამ, გუნდის დაშლამ და მსგავსმა ფაქტორებმაც გამოიწვიოს.
რა არის CoinGecko?
CoinGecko ციფრული აქტივების უზარმაზარ სამყაროში კრიპტოების აგრეგატორ პლატფორმად გვევლინება და 2014 წლიდან მომხმარებლებს სანდო და დადასტურებულ ინფორმაციას აწვდის სხვადასხვა კრიპტოს თუ კრიპტო პროექტის შესახებ. დამატებით, კოინგეკო ყოველდღიურად ახდენს უამრავი ბლოკჩეინისა და მასზე არსებული ტოკენების მონიტორინგს, რითაც ზუსტად ინახავს კრიპტოების ისტორიულ და დეტალურ ღირებულებას.
როგორც ვახსენეთ, CoinGecko სხვადასხვა პროექტს აფასებს და პლატფორმაზე სპეციალური Gecko Score მოქმედებს, რომლითაც პროექტის ირგვლივ არსებული ქომუნითის აქტიურობა, დეველოპერების გუნდი, ლიკვიდურობა და მსგავსი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორები ფასდება. ეს მნიშვნელოვანი ნიუანსები მომხმარებლებს კრიპტოს ყიდვამდე და ინვესტიციის განხორციელებამდე დეტალურ ინფორმაციას აწვდის პროექტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით არ ჩანდეს.
რამდენი კრიპტო აქტივი „გადაშენდა“?
კრიპტოების ნახევარზე მეტმა არსებობა შეწყვიტა. CoinGecko-ზე 2014 წლის შემდგომ 24000-ზე მეტი კრიპტო დაილისტა, თუმცა 14039 დღეს უკვე აღარ არსებობს.
გაუქმებული კრიპტოების უმეტესობა 2020-2021 წლებში კრიპტოების ციებ-ცხელების დროს შექმნილი აქტივებია. უფრო კონკრეტულად კი, ასეთი 7530 კრიპტოა და CoinGecko-ზე არსებული მკვდარი კრიპტოების 53.6% შეადგენენ. ხოლო მანამდე არსებულ Bull Run-ზე 11000 კრიპტო აქტივი გამოჩნდა, რომელთა 70%-ზე მეტი დღეს აღარ ფუნქციონირებს.
ანუ, 2017-დან 2018 წლამდე პერიოდში შექმნილი 3000 პროექტიდან 70%-ზე მეტი, 1450 კრიპტო გაქრა.
2020-2021 წლების პერიოდში გამოჩენილი კრიპტოები და მათი სიუხვე შეგვიძლია ტოკენების შექმნის გამარტივებასა და მიმქოინების აღზევებას მივაწეროთ. სწორედ მიმქოინების უმეტესობა, რომლებიც სახუმაროდ შექმნილი აქტივებია, „გადაშენდა“.
მკვდარი კრიპტო აქტივების სტატისტიკა, რომლებიც 2021 წლის ბულ რანზე გამოჩნდნენ
კრიპტო აქტივების სამყაროში 2021 წელი ერთნაირად კარგი და ცუდი იყო. კარგი, იმიტომ რომ ამ დროს კრიპტოს აღმავლობა და ბულ რანი დაიწყო, რა დროსაც უამრავი აქტივის ღირებულება გაიზარდა და მაგალითად ბიტკოინის ფასი ყველა დროის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიუახლოვდა. ცუდი კი იმიტომ, რომ 2024 წლის მონაცემებით, 2021 წელს შექმნილი კრიპტოდან 5724 პროექტი დღეს საერთოდ აღარ ფუნქციონირებს.
CoinGecko-ზე დალისტული კრიპტოები კი, რომლებიც 2022 წელს შეიქმნა და დღეს აღარ არსებობს 3520 ერთეულ ითვლის.
ამ სტატისტიკით, 2023 წელს გამოჩენილი კრიპტო პროექტები ნამდვილად გამონაკლისი გამოდგა, რადგან პლატფორმაზე დალისტული 4000 კრიპტოდან, მხოლოდ 289 შეწყვიტა ფუნქციონირება, რაც მხოლოდ 10%-ია. ეს ტენდენცია კი, შეიძლება მეტად დახვეწილ და გამართულ პროექტებზე მიგვანიშნებდეს, სადაც სქემერული კრიპტოებიც ნაკლებად ჩნდება და ზოგადად ინდუსტრია სიჯანსაღისკენ მიემართება.
შექმნის წლების მიხედვით დახურული პროექტების რაოდენობა კი ასე გამოიყურება:
- შექმნის წელი - მკვდარი კრიტპოვალუტების რაოდენობა
2014 – 37
2015 – 27
2016 – 32
2017 – 346
2018 – 1104
2019 – 1154
2020 – 1806
2021 – 5724
2022 – 3520
2023 – 289
რა შემთხვევაში ითვლება კრიპტო აქტივი გაუქმებულად?
- კრიპტოები, რომლებსაც ბოლო 30 დღის განმავლობაში არ უფიქსირდებათ სავაჭრო აქტივობები - ბირჟებზე კრიპტოს ყიდვა და გაყიდვა.
- რეპუტაციული წყაროებიდან დადასტურებული ინფორმაცია, რომ კრიპტო ან კრიპტო პროექტი სქემერული და თაღლითურია.
- პროექტები, რომლებიც თვითონ მოსთხოვენ დეაქტივაციას - გუნდის დაშლა, რებრენდინგი, პროექტის შეწყვეტა ან სხვა მიზეზი.
ცნობილი კრიპტო აქტივები, რომლებიც აღარ ფუნქციონირებენ:
- BitConnect (BCC) – 2016 წელს გაშვებული BitConnect, რომელმაც არსებობის პერიოდში $2.5 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაცია მოაგროვა, ხოლო 2017 წლის დეკემბერში კრიპტოს ფასის მაქისმალური $471 ნიშნული დააფიქსირა, საბოლოოდ პირამიდის ტიპის თაღლითური სქემა აღმოჩნდა.
- FTX Token (FTT) - კრიპტო ბირჟა FTX-ის მშობლიური კრიპტო 2019 წელს ჩაეშვა მიმოქცევაში და საკმაო პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა კომპანიამ 2022 წლის 11 ნოემბერს ბანკროტის შესახებ გამოაცხადა, რაც ცხადია მის ქოინზეც აისახა და დღეს ეს კრიპტო აქტივი სავაჭრო მიმოქცევაში აღარ გამოიყენება.
- Alubala (AAA) - კრიპტო თავდაპირველად ეთერიუმის პლატფორმაზე შეიქმნა, რა დროსაც მისი ჯამური მიწოდება თითქმის 400 000 000 ქოინს შეადგენდა, დღეს კი ამ კრიპტოს 0 მიმოქცევა აქვს სავაჭრო ბირჟებზე.
გახსოვს, კრიპტალი CoinGecko-ზეა?
საქართველოში წამყვანი კრიპტო ბირჟა კრიპტალი მსოფლიოში ცნობილ პლატფორმა CoinGecko-სთან დამეგობრდა და ვებ-გვერდზე გამოჩნდა. პარტნიორობა არა-მხოლოდ ხაზს უსვამს იმას, რომ კრიპტალი პირველი ქართული კრიპტო პროექტია, რომელიც კოინგეკოზე გამოჩნდა, არამედ ბირჟის სანდოობაზეც მეტყველებს.
ზოგად ჭრილში კი, კრიპტალის CoinGecko-ზე დალისტვა, ქართულ კრიპტო ინდუსტრიას პოზიტიურად წარადგება და სხვა ქართულ პროექტებსაც გაუხსნის გზას, საქართველოს კი, კრიპტო რუკაზე კიდევ ერთხელ წარმოაჩენს.