მოძრავი საშუალო არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სასარგებლო ინდიკატორი თრეიდერებისთვის. მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ თრეიდერებს და სიგნალი იძლევა წარმატებული ვაჭრობისათვის აუცილებელ ინფორმაციას.
თუ გაინტერესებს, როგორ გახადო შენი თრეიდინგი უფრო მომგებიანი Moving Average-სთან ერთად, ეს ბლოგი შენთვის არის - გაიგებ, თუ რა არის მოძრავი საშუალო, რისთვის გამოიყენება ის, როგორ წაიკითხო და როგორ დაამატო Cryptal-ის Trading Chart-ზე ის.
რა არის მოძრავი საშუალო (Moving Average)?
მოძრავი საშუალო არის ტექნიკური ინდიკატორი, რომელიც აანალიზებს და განიხილავს ბაზარზე მომხდარ სხვადასხვა ძვრებს.
ინდიკატორი გამოიყენება დროის კონკრეტულ მონაკვეთში, აქტივებზე არსებული საშუალო ფასის გასაგებად. ამით კი, თრეიდერს ეძლევა საშუალება რომ ფასზე მოქმედი სხვადასხვა გარემოებები და რყევები გაითვალისწინოს და აქტივის ღირებულების მაქსიმალური გასაშუალოებული ფასი გაიგოს.
მაგალითად, 15 დღიანი მოძრავი საშუალო გვიჩვენებს კონკრეტული აქტივის საშუალო ფასს 15 დღის განმავლობაში.
რა ტიპის მოძრავი საშუალოები არსებობს?
- მარტივი მოძრავი საშუალო (Simple Moving Average (SMA))
SMA მონაცემებს აგროვებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში და შემდგომ გამოითვლის აქტივის საშუალო ფასს, ამ მონაცემთა ერთობლიობისთვის.
სხვაობა ჩვეულებრივ და Simple Moving Average-ს შორის არის ის, რომ როგორც კი ახალი მონაცემი ემატება უკვე არსებულ მონაცემთა ერთობლიობას, ყველაზე ძველი მონაცემი იშლება.
მაგ: თუ თრეიდერი ითვლის მარტივ მოძრავ საშუალოს 15 დღის განმავლობაში, ეს ნიშნავს, რომ როგორც კი ახალი მონაცემი გახდება ცნობილი, ანუ მე-16 დღეს, წაიშლება ყველაზე ძველი - პირველი დღის მონაცემი.
- შეწონილი მოძრავი საშუალო (Weighted Moving Average (WMA))
WMA ინდიკატორი გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ბოლო, უახლესს მონაცემს. თითოეულ მონაცემს ენიჭება „წონა“, ანუ რაც უფრო ახალია მონაცემი, მით უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ინდიკატორი მას.
- ექსპონენციალური მოძრავი საშუალო (Exponential Moving Average (EMA))
Exponential Moving Average ძალიან გავს შეწონილ მოძრავ საშუალოს. მთავარი განსხვავება არის ის, რომ მონაცემები არასოდეს ტოვებენ საშუალოს. მაშინაც კი, როდესაც ინდიკატორი თრეიდერის მიერ არჩეული დიაპაზონის მიღმა რჩება.
როგორ დავაყენოთ მოძრავი საშუალო Cryptal-ზე?
- შედი Spot ბირჟაზე
- მოძებნე Indicator-ები
- აირჩიე შესაბამისი მოძრავი საშუალო (Moving Average)
როგორ წავიკითხოთ ინდიკატორი?
მნიშვნელოვანია, სწორად გვესმოდეს რას გვეუბნება შესაბამისი ინდიკატორი, იქნება ეს ჩვეულებრივი მოძრავი საშუალო (Moving Average), შეწონილი მოძრავი საშუალო (Weighted Moving Average) თუ ექსპონენციალური მოძრავი საშუალო (EMA)