Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
Georgian text on the left side of the visual with footballer Khvicha Kvaratskhelia depicted in the Token on the right side
2023-03-15clock7 minutes

“ფან ტოკენებს პოტენციურად შეუძლიათ შეცვალონ სპორტის ინდუსტრია და ის, თუ როგორ მონაწილეობენ გულშემატკივრები საფეხბურთო გუნდების მართვაში“ Chiliz-ის CEO ალექს დრეიფუსი.

კრიპტომ და ბლოკჩეინმა არაერთ ინდუსტრიაში მოახდინეს რევოლუცია, მათ შორის - სპორტშიც. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კრიპტო ინოვაცია ფან ტოკენებია, რომლებიც გულშემატკივრებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩართულნი იყვნენ თავიანთი საყვარელი გუნდის მართვის პროცესში.

ერთ-ერთი ასეთი პოპულარული ფან ტოკენი არის Napoli Fan Token (NAP), რომელიც ნაპოლის გულშემატკივრებს უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს. თუ შენ ქომაგობ ნაპოლის და ხვიჩა კვარაცხელიას, გინდა მაქსიმალურად ჩართული იყო ყველა პროცესში, ამ ბლოგში მოგიყვებით როგორ გეძლევა შესაძლებლობა გახდე რიგით გულშემატკივარზე მეტი, ნაპოლის ერთ-ერთი მფლობელი ფან ტოკენის მეშვეობით!

რა არის ფან ტოკენი?

ფან ტოკენები არიან ციფრული აქტივები, რომლებიც გამოიყენება რომელიმე სპორტული გუნდის „შენი წილი“ ციფრული საკუთრების დასადასტურებლად. ისინი როგორც წესი დაშენებულნი არიან ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე, რაც ტოკენების მართვის და ფლობის პროცესს გამჭვირვალეს ხდის.

ფან ტოკენები, ყველა კრიპტოვალუტის მსგავსად, შესაძლოა გაიყიდოს ან გაიცვალოს სხვა ციფრულ აქტივებში.

მათი ძირითადი მიზანი გულშემატკივრებისთვის უნიკალური გამოცდილებებისა და უფლებების მინიჭებაა.

ნაპოლის ფან ტოკენები

ნაპოლის ფან ტოკენი არის ბლოკჩეინ კომპანია ჩილიზის მიერ შექმნილი ციფრული აქტივი, რომელიც განკუთვნილია საფეხბურთო კლუბ ნაპოლის გულშემატკივრებისათვის.

Fan Token-ის შეძენა შესაძლებელია Socios.com-ზე.

ტოკენისა და ტოკენომიკის შესახებ:

  • სახელი: Napoli Fan Token
  • აბრევიატურა: NAP
  • რაოდენობა: 10.000.000
  • მიმოქცევაშია: 1.350.000

რაში გამოიყენება ნაპოლის ფან ტოკენი?

როგორც ნაპოლის გულშემატკივარს, ნაპოლის ფან ტოკენი რამოდენიმე უპირატესობას გაძლევს.

პირველ რიგში, გულშემატკივრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროცესში, მაგალითად შეარჩიონ გუნდის ახალი ფორმის დიზაინი, აირჩიონ შეძახილები, რომლებიც სტადიონზე გაისმის და სხვა.

დამატებით, გულშემატკივრებს სხვადასხვა ქვიზებსა და გათამაშებებში მონაწილეობის მიღებით შეუძლიათ ექსკლუზიური პრიზები მოიგონ.

ასევე, ნაპოლის ფან ტოკენის ფლობთ, შენ გეძლევა წვდომა ექსკლუზიურ მერჩენდაიზზე, რომელიც სხვა მხრივ გულშემატკივრებისთვის მიუწვდომელია, მაგალითად გუნდის წამყვან ფეხბურთელებთან შეხვედრა და VIP ღონისძიებებზე დასწრება.

მნიშვნელოვანი უპირატესობები ფან ტოკენების მფლობელთათვის:

  1. ექსკლუზიურ მერჩენდაიზზე წვდომა
  2. ხმის მიცემის უფლება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე
  3. VIP გამოცილების მიღება (ვარსკვლავებთან შეხვედრა)

როგორ ვიყიდოთ ტოკენი?

Napoli Fan Tokens-ის შეძენა შესაძლებელია პლატფორმა Socios.com-დან. ვებ-გვერდი ქმნის და აერთიანებს ფან ტოკენების დიდ ბაზას მსოფლიოს სხვადასხვა ელიტარული გუნდებისა და ორგანიზაციებისთვის.

  1. რეგისტრირდები Socios.com-ზე
  2. Cryptal-ზე ყიდულობ Chiliz ($CHZ)
  3. ნაყიდი ქოინი გადაგაქვს Socios-ის საფულეში
  4. $CHZ-ს Socios-ის პლატფორმაში ცვლი ნაპოლის ფან ტოკენებში

შეჯამება:

Napoli-ს ფან ტოკენები არის უნიკალური და რევოლუციური მეთოდი, თუ როგორ ურთიერთობენ და მონაწილეობენ გულშემატკივრები კლუბის მართვასთან დაკავშირებულ პროცესებში.

ტოკენების ფლობით, შესაძლებლობა გეძლევა მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, გამოიმუშაო სხვადასხვა სარგებელი და მიიღო უნიკალური გამოცდილება.

პარალელურად, ბლოკჩეინზე დაფუძნებული რევოლუციური ტექნოლოგია უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და ციფრული საკუთრების დაცვის გარანტიას.

ნაპოლის ფან ტოკენებში ინვესტირება კარგი აზრია, თუ ბავშვობაში გიოცნებია საფეხბურთო კლუბის ფლობაზე.

Support