Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
Georgian text on the left side of the visual with NBA NFT on the right side
2023-03-21clock10 minutes

“NBA Top Shots არის ახალი და უნიკალური მეთოდი გულშემატკივრები კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდნენ თავიანთ საყვარელ გუნდებს და ამავე დროს, ჰქონდეთ ინვესტირების შესაძლებლობა“ Dapper Labs-ის CEO

რა არის NBA Top Shot?

NBA Top Shots შეიქმნა NBA-ის, NBA Players Association-ისა და Dapper Labs-ის საერთო კოლაბორაციით და არის NFT-ების უნიკალური კოლექცია, რომელიც დაფუძნებულია ვირტუალური „ქარდების“ ბლოკჩეინ სისტემაზე. პლატფორმა დამყარებულია FLOW-ს ბლოკჩეინზე, რომელიც შეიქმნა მომავალი თაობის აპლიკაციების, ციფრული აქტივებისა და ციფრული სპორტის განვითარებისათვის.

NBA Top ShotNFT-ები არის ციფრული ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც აერთიანებს საკალათბურთო მატჩიდან ამოკრებილ მომენტებს. თითოეულ ამ მომენტს მინიჭებული აქვს საკუთარი უნიკალური ციფრული კოდი, რაც უზრუნველყოფს საკუთრების ავთენტურობასა და უსაფრთხოებას. სწორედ ამ მომენტების ერთობლიობა ქმნის ახალ ეკოსისტემას NFT სამყაროში, რომელსაც NBA Top Shot ქვია. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მეშვეობით კი, გულშემატკივრებს ეძლევათ საშუალება NBA-ის ლიცენზირებული კოლექციები იყიდონ, გაყიდონ და ივაჭრონ.

თუ ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდი, NBA Top Shot-ის პოტენციალში, რამოდენიმე საინტერესო ფაქტი შენთვის:

  1. 2021 წლის თებერვალში, $208.000 გაიყიდა ლებრონ ჯეიმსის NBA Top Shot მომენტი, რომელიც დღემდე ყველაზე ძვირადღირებულ NBA NFT-ად ითვლება.
  2. პროექტის გაშვების პირველ წელს მომენტების გაყიდვებით გამომუშავდა $700 მილიონზე მეტი.
  3. NBA Top Shot, როგორც პროექტი, გეგმავს გასცდეს საკუთარ საზღვრებს და მხოლოდ კალათბურთით არ შემოიფარგლოს, არამედ პოტენციურად აითვისოს სპორტის სხვა სახეობებიც.

როგორ მუშაობს NBA Top Shot?

მომენტები, ანუ დასამახსოვრებელი ვიდეოები სხვადასხვა მატჩებიდან, იქმნება გარკვეული კატეგორიზაციით. ყოველ კვირას გამოდის ახალი NFT „შეკვრა“, რომელიც შედგება მიმდინარე სეზონის საუკეთესო მომენტებისაგან.

თუმცა, NBA გულშემატკივრებს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინონ არამხოლოდ ბოლო, უახლესი სეზონების მომენტები, არამედ ლეგენდარული მომენტებიც გასული სეზონებიდან, მაგალითად როგორიც არის მაიკლ კარტერ-ვილიამსის 2013 წლის ჩატენვა.

რა ტიპის NBA Top Shot-ები არსებობს?

NBA Top Shot გულშემატკივარს აძლევს შესაძლებლობას შეიძინონ სხვადასხვა იშვიათობის მომენტები, რომლებიც დაყოფილი არის ოთხ ჯგუფად, ანუ „შეკვრად“: Common, Fandom, Rare და Legendary. დამატებით არსებობს ერთი ჯგუფი, Ultimate rarity, რომელიც ივაჭრება აუქციონებზე და მხოლოდ ერთეულებად გამოდის.

  • Common მომენტები შეადგენს NBA Top Shot კოლექციის 96.6%. ისინი ნაწილდება გულშემატკივრებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Common ტიპის მომენტები მარტივად ხელმისაწვდომია და ასეთად მოიაზრება კარმელო ენტონის სამ ქულიანი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კონკრეტული მომენტი Common ტიპად ითვლებოდეს, მაინც შესაძლოა მას დიდი ღირებულება გააჩნდეს და ამის კარგი მაგალითია ფრედ ვანვლიითის სამ ქულიანი, რომელიც $140 190 გაიყიდა.
  • Fandom ტიპის მომენტები დაფუძნებულია უნიკალურ და იშვიათ შემთხვევებზე. ასეთი ტიპის მომენტები გულშემატკივრებს მხოლოდ თამაშზე დასწრებისას შეუძლიათ მიიღონ და არა ციფრულად შესყიდვით ან სხვა რომელიმე გზით. მაგალითად, კილიან ჰეიესის პასი მხოლოდ 2 776 ერთეულ NFT-ად იწარმოა და ყველა იმ გულშემატკივრებზე დარიგდა, რომლებიც კონკრეტულ მატჩს ესწრებოდნენ.
  • Rareმომენტები მთლიანი NBA Top Shot კოლექციის მხოლოდ 2.25% შეადგენს. მასში შედის ისეთი ისტორიული და ლეგენდარული NBA მომენტები, როგორიც არის ტრეი იანგის სამ ქულიანი. ამ კონკრეტული მომენტის მხოლოდ 750 ეგზემპლარი არსებობს.
  • Legendary მომენტები კი, ყველაზე იშვიათ კატეგორიად ითვლება და საერთო NFT კოლექციის მხოლოდ და მხოლოდ 0.11% შეადგენს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ასეთი მომენტის გაქვს, ნამდვილად იღბლიანი ხარ. ამ ტიპის მომენტად ითვლება ჯიანის ანტეტოკუმპოს ბლოკი NBA-ის ფინალში და ის ლიმიტირებულად, მხოლოდ 120 ცალი იწარმოვა.

ყველაზე ძვირადღირებული NBA Top Shot მომენტები

2021 წლის იანვრის შემდგომ, NBA Top Shotმომენტები გაყიდვების არნახულ მწვერვალებს აღწევს. FantasyLabs-ის დამფუძნებლებმა, Jonathan Bales-მა და Peter Jennings-მა $35 000 შეიძინეს ჯა მორანტის მომენტი, ხოლო SnapBack Sports-ის დამფუძნებელმა, Jack Settleman-მა კობისადმი მიძღვნილ მატჩში ლებრონ ჯეიმსის ჩატენვის მომენტში 47 000 ა.შ.შ დოლარი გადაიხადა.

$100 000 გაიყიდა #1 ზიონ ჰოლოს მომენტი, მაგრამ ყველაზე ძვირადღირებული NBA Top Shot მაინც ვერ გახდა, რადგან 2021 წლის აპრილში გასაოცარ, $387 600-ად გაიყიდა ლებრონ ჯეიმსის ჩატენვა 2020 NBA ფინალში.

$100 000 გაიყიდა #1 ზიონ ჰოლოს მომენტი, მაგრამ ყველაზე ძვირადღირებული NBA Top Shot მაინც ვერ გახდა, რადგან 2021 წლის აპრილში გასაოცარ, $387 600-ად გაიყიდა ლებრონ ჯეიმსის ჩატენვა 2020 NBA ფინალში.

თუ შენ ხარ კალათბურთის მოყვარული და ყოველთვის გინდოდა დამატებით აქტივობაში ჩართულიყავი, გვიან არასდროს არის, იქნებ ახლაც პირდაპირ ეთერში უყურებ მომავალ ლეგენდარულ მომენტს, რომელიც NBA Top Shot-ად გადაიქცევა.

Support