WATCH-geo-1000x300-
2023-07-21clock3 minutes

NFT საათი - სესხის აღების ახალი მეთოდი?

NFT-ების ერთ-ერთი შემგროვებელი და მფლობელი ინტერნეტში საკუთარ ისტორიას აზიარებს, თუ როგორ აიღო სესხი საკუთარი ძვირადღირებული საათის NFT-ად გარდაქმნის დახმარებით.

მომხმარებელმა, რომელსაც სესხის აღება უნდოდა, საკუთარი ძვირადღირებული საათი, პატეკ ფილიპი, გაუგზავნა კომპანია 4K Protocol-ს, რომელიც ფიზიკური ნივთებით გამყარებული NFT ნამუშევრების შექმნაზეა ორიენტირებული, სანაცვლოდ კი მიიღო NFT, რომელიც მას საათის რეალურ მფლობელობას უდასტურებდა.

აღნიშნული NFT ნამუშევარი მოგვიანებით განთავსდა NFT-ების ინტერნეტ ბაზარზე, სადაც ამ ტიპის კოლექციები გასაყიდად თავსდება და სანაცვლოდ გარკვეული თანხა ითხოვა.

ნამუშევრის მფლობელი ერთ-ერთ შეთავაზებას დათანხმდა და სესხიც აიღო, საკუთარი ძვირადღირებული საათის NFT კი, გირაოდ კრიპტო საფულეში განათავსა მანამ, სანამ ნასესხებ თანხას უკან არ დააბრუნებდა.

თუკი მსესხებელი ვერ გადაიხდის აღებულ თანხას, NFT და შესაბამისად საათიც გადაეცემა გამსესხებელ პირს, ასეთია პირობა.

შუამავალმა NFT პლატფორმამ განმარტა, რომ ამგვარი სესხები და ტრანზაქციები სრულიად ანონიმურად შეიძლება განხორციელდეს, რაც კიდევ ერთი დამატებითი სიახლე და უპირატესობაა.

მსესხებელსა და გამსესხებელს არ სჭირდებათ, რომ თავიანთი რეალური ვინაობები სადმე დააფიქსირონ, ყველაფერი ჭკვიანი კონტრაქტების ან კრიპტო პლატფორმების დახმარებით ანონიმურად ხორციელდება.

დამატებით, NFT-ის დახმარებით გამყარებული სესხები თანამედროვე საფინანსო სამყაროს ლიკვიდურობას მატებს, რაც კრიპტოვალუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მარტივად: როგორ წარიმართა სესხის აღების პროცესი NFT-ის დახმარებით?

  • მსესხებელი, რომელსაც სესხის აღება უნდოდა, საკუთარი ძვირადღირებული პატეკ პილიპის საათი გირაოდ გამოიყენა
  • მსესხებელმა საათი NFT კომპანიაში გაგზავნა, რომელიც ფიზიკური ნივთებით გამყარებული ციფრული ნამუშევრების წარმოებით არის ცნობილი
  • სანაცვლოდ, კომპანიამ უკან დაუბრუნა NFT ნამუშევარი, რომელიც ფიზიკური საათის მფლობელობას ადასტურებდა
  • მსესხებელმა საათის NFTატვირთა DeFi პლატფორმაზე, რომ მისი დახმარებით სესხი მიეღო
  • საბოლოოდ, მსესხებელს ერთი ადამიანი გამოეხმაურა, რომელმაც მას $35 000 წლიურად 12%-ში ასესხა
  • საათის NFT კი, სესხის 60 დღიანი ვადის დაფარვამდე გირაოს სახით NFT კომპანიას გაეგზავნა და უსაფრთხოდ ციფრულ საფულეში განთავსდა
  • თუკი მსესხებელი თანხას არ დაფარავს, გამსესხებელი მიიღებს NFT ნამუშევარს და შესაბამისად უფლებებს ძვირადღირებულ საათზე

შეჯამება: NFT და სესხი

მართალია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წავიდეს ბანკში ან სხვა საფინანსო დაწესებულებაში და კონკრეტული ნივთის სანაცვლოდ სესხი აიღოს, თუმცა NFT სესხები სრულიად ახალი სიტყვაა.

ისტორია კი ადასტურებს, რომ NFT-ები არ არიან მოკლე ვადიანი პროექტები, ან მხოლოდ ხელოვნების კონკრეტული დარგის წარმომადგენლები.

NFT ტექნოლოგიას გაცილებით დიდი როლი აქვთ და წარმატებით შესაძლოა გამოიყენებოდნენ როგორც ახალ ფინანსურ ბაზრებზე, ასევე ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ ეკონომიკურ აქტივობებში.

ის მომხმარებლებს სთავაზობს სისწრაფეს, სიმარტივესა და სრულ ანონიმურობას.

Support