Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
Georgian text on the left side of the visual, with the Digital Art and NFT displayed on the right side
2023-02-24clock6 minutes

ლოს-ანჯელესის ოლქის ხელოვნების მუზეუმმა (LACMA)-მ გამოაცხადა მნიშვნელოვანი და ღირებული NFT ნამუშევრების კოლექციის შეძენის შესახებ. ეს მუზეუმს ციფრული ხელოვნების ნიმუშების ერთ-ერთ წამყვან ადგილად აქცევს. 22-ტოკენიზირებული ციფრული კოლექციის გარკვეული ნაწილი მუზეუმს ცნობილი NFT კოლექციონერის, Cozomo de’ Medici-ის მიერ გადაეცა. კოლექციაში შედის CryptoPunks NFT #3831, რომელიც 2021 წელს გაიყიდა 2,1 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ღირებულების ეთერიუმად.

საინტერესოა, რომ LACMA-მ თავი აარიდა ტერმინ NFT-ის გამოყენებას, რადგან არ უნდოდათ მათ მფლობელობაში არსებული ციფრული აქტივები ჩამჯდარიყო მხოლოდ NFT ჩარჩოებში, არამედ მიეღო ახალი, მზარდი ტიპის ხელოვნების სტატუსი. სანაცვლოდ, დაინერგა ტერმინები, როგორიც არის “ბლოკჩეინ ხელოვნება“ (blockchain art) და „ჯაჭვური ხელოვნება“ (on-chain art).

ზოგიერთმა სხვა ბრენდმაც იგივე გზა აირჩია, მათ შორის არის Reddit-იც.

LACMA-ს საკუთრებაში არსებული ციფრული ნამუშევრები ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდი ბლოკჩეინ კოლექციაა, რომელიც რომელიმე ამერიკულ მუზეუმს აქამდე შეუძენია. გარდა ლოს-ანჯელესის ოლქის ხელოვნების მუზეუმის შენაძენისა, მათ დამატებით მიიღეს დონაციები პარიზის პომპიდუს ხელოვნების ცენტრისგან. თავის მხრივ, მათ CryptoPunk-ის NFT კოლექცია Yuga Labs-სგან მიიღეს.

იუგამ ასევე გადასცა CryptoPunk-ის ნამუშევრები მაიამის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტს 2021 წლის ნოემბერში.

ზემოაღნიშნული კოლექციის გარდა, LACMA-მ ასევე შეიძინა მრავალი სხვა NFT, მათ შორის მხატვრის ერიკ „სნოუფრო“ კალდერონის Chromie Squiggle, რომელიც Art Blocks-ის დამფუძნებელია.

თუ გაინტერესებს, რატომ ანიჭებს ლოს-ანჯელესის ხელოვნების მუზეუმი CryptoPunk-ის NFT კოლექციას დიდ მნიშვნელობას და ზოგადად, რატომ ყიდულობენ მუზეუმები ციფრული ხელოვნების ნიმუშებს უფრო ხშირად, გაეცანით 5 ფაქტს საილუსტრაციოდ:

  1. CryptoPunks არის 10,000 უნიკალური 8-ბიტიანი პერსონაჟის სერია, შექმნილი Larva Labs-ის მიერ 2017 წელს, რომლებიც ითვლება NFT ნამუშევრების ერთ-ერთ ადრეულ ნიმუშად. თითოეულ CryptoPunk-ს აქვს თავისი უნიკალური თვისებები და ატრიბუტები, რომელთაგან ზოგიერთი უფრო იშვიათი და ღირებულია, ვიდრე სხვები.
  2. CryptoPunk #3831, რომელიც გადაეცა LACMA-ს, არის ერთ-ერთი იმ იშვიათი ნამუშევართაგანი, სადაც "უცხოპლანეტელი" ფიგურირებს. ასეთი მხოლოდ ცხრა არსებობს.
  3. CryptoPunks გახდა ძალიან მოთხოვნადი კოლექციონერებსა და ინვესტორებს შორის. ზოგიერთი პერსონაჟი აუქციონებზე მილიონ დოლარადაც კი იყიდება. ხოლო CryptoPunks-ის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1 მილიარდ დოლარზე მეტად არის შეფასებული.
  4. CryptoPunks-ის ღირებულება დიდწილად განპირობებულია მათი სიმცირით, უნიკალურობით და ისტორიული მნიშვნელობით, როგორც ადრეული NFT ხელოვნება. CryptoPunk ასევე გახდა NFT ციებ-ცხელების სიმბოლო.
  5. CryptoPunk და სხვა NFT ნამუშევრების შემოწირულობა LACMA-სთვის მნიშვნელოვანი ეტაპია NFT-ების, როგორც ხელოვნების ახალი ფორმის დამკვიდრებისთვის. იგი ასევე ხაზს უსვამს მზარდ კავშირს ხელოვნებისა და ტექნოლოგიების სამყაროებს შორის.

შეჯამება

ბოლო წლებში NFT ბუმი შენელდა, თუმცა ციფრული აქტივების შესყიდვის კუთხით მუზეუმები გააქტიურდნენ, რაც მეტყველებს იმას, რომ შესაძლებელია ინდუსტრია კვლავ ძველ ტალღას დაუბრუნდეს. ამას გარდა, მნიშვნელოვნად იმატებს ინტერესი Bitcoin-ის ბლოკჩეინზე შექმნილ NFT ნამუშევრებზე.

თუ გადაწყვეტილი გაქვთ რომ თქვენი პირველი NFT შეიძინოთ, ან თქვენს უკვე არსებულ კოლექციას დამატებით შესძინოთ ნამუშევრები, ამისთვის კრიპტოვალუტები დაგჭირდება. ხელოვნების ციფრული ნამუშევრების შესყიდვისათვის ორი ძირითადი კრიპტო აქტივი გამოიყენება, ეს არის Polygon MATIC და Ethereum.

აღნიშნული კრიპტოს შეძენა კი Cryptal-ზე შეგიძლიათ, როგორც სწრაფი გადაცვლის, ასევე Spot ბირჟის გამოყენებით.

Support