Სარჩევიchevron-down
რა არის Notcoin ანუ შემდეგი ბიტკოინი?
როგორ გამოვიმუშაო Notcoin?
როგორ გავაორმაგო Notcoin-ის გამომუშავება?
რა დამატებითი გზები არსებობს გამომუშავებისთვის?
რა მსგავსება არსებობს Notcoin-სა და ბიტკოინს შორის?
რა პლიუსები აქვს Notcoin-ს?
Notcoin კრიპტო ბირჟაზე გამოჩნდა?
შეჯამება: დაიწყე Notcoin-ის გამომუშავება
Georgian Text on the left side of the visual with Meme on the right side 1000x300
2024-03-25clock5 minutes

რა არის Notcoin ანუ შემდეგი ბიტკოინი?

Notcoin არის ტელეგრამში გამოჩენილი ახალი კრიპტოვალუტა, რომელიც მომხმარებლებს ქოინების გამომუშავების შესაძლებლობას ნოტქოინზე დაკლიკვით აძლევს. მონაწილეებს შეუძლიათ რომ მარტომ მიიღონ პროექტში მონაწილეობა, შექმნან ჯგუფი, მოიწვიონ მეგობრები და შეასრულონ სხვადასხვა დამატებითი დავალებები.

მოკლედ, Notcoin არის მიმ ქოინების კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელიც TON-ის ბლოკჩეინზე შექმნილი და მისი პოპულარობა ტელეგრამის მოხმარებასთან არის გარკვეულწილად გადაჯაჭვული.

პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანია სათამაშო ტოკენები, რომელთა შესახებაც ბლოგში მოგიყვებით. გამომუშავებაში ახლად ჩართულ ადამიანებს კი, კარგი შანსი აქვთ ტოკენები ბონუსური სისტემით გამოიმუშაონ.

Notcoin-ის გამომუშავება ტელეგრამის ჩაწერითა და შესაბამის არხში გაწევრიანებით შეგიძლია, ყველაფერს დეტალურად გეტყვით.

როგორ გამოვიმუშაო Notcoin?

როგორც ზემოთ ვახსენეთ, Notcoin-ის გამომუშავება მათ ტელეგრამ არხზე გაწევრიანებით შეგიძლია, როგორც მარტოს, ასევე გუნდურად. პრინციპი იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენია. უბრალოდ სწრაფად უნდა აკლიკო ქოინს, შეაგროვო თამაშში არსებული რაკეტები და გამოიყენო დამატებითი ბენეფიტები, რომელსაც პროექტი გთავაზობს.

დამატებით, მომხმარებლებს შეუძლიათ თამაშში თავიანთი მეგობრები მოიწვიონ რეფერალური პროგრამის სახით.

ყოველ მოწვეულ მეგობარზე შენ 2,500 Notcoin-ით დაჯილდოვდები.

დამატებით, ახალ წევრებს საჩუქრად ასევე 2,500 Notcoin გადაეცემათ. ამის მიზანი კი არის ის, რომ შეიძინო თამაშში არსებული დამატებითი ბენეფიტები, რომლებიც მოგვიანებით კიდევ უფრო მეტი ქოინის გამომუშავებაში გეხმარება.

როგორც არაერთხელ ვახსენეთ, თამაშის ფარგლებში არსებობს გარკვეული გზები, რომლებითაც შენს გამომუშავებულ აქტივებს გააორმაგებ და ამ გზებზე ბლოგში აუცილებლად ვისაუბრებთ.

მანამდე კი, გეტყვით, რომ დაკლიკე და გამოიმუშავე პრინციპი მხოლოდ მობილური ტელეფონებიდან და სმარტფონებიდან არის ხელმისაწვდომი. სტრატეგია მარტივია: ყოველ სამ წამში აკლიკე ნოტქოინის ლოგოს.

ასე მარტივია, არც მეტი, არც ნაკლები.

როგორ გავაორმაგო Notcoin-ის გამომუშავება?

ამისათვის თამაშში რამოდენიმე გზა არსებობს და ამ ბენეფიტების ყიდვა პროექტის ფარგლებში გამომუშავებული ტოკენებით შეგიძლია:

  • ენერგია

თუ კომპიუტერული თამაში ერთხელ მაინც გითამაშია, გეცოდინება გამძლეობის ინდიკატორის შესახებ, რომელიც შენს კომპიუტერულ პერსონაჟს აქვს. სწორედ ასეა ენერგიის საზომი ნოთქოინში, რომელიც შენი ქმედებების რაოდენობის დღიურ ლიმიტს განსაზღვრავს. რაც უფრო დიდია შენი ენერგიის მაჩვენებელი, მით უფრო მეტი კრიპტოს გამომუშავება შეგიძლია.

  • სიჩქარე

ეს ფუნქცია თამაშში გეხმარება აკონტროლო თუ რამდენად ნელა იცლება შენი ენერგია ან რამდენად სწრაფად ივსება ის, რათა დაუბრკოლებლად შეძლო Notcoin-ის გამომუშავება. ენერგიის სწრაფი შევსება ნიშნავს, რომ კვლავ შეგიძლია გააგრძელო დაკლიკვა და ტოკენის გამომუშავება.

  • მრავალჯერადი დაკლიკვა

თუკი ერთი დაკლიკვით ქოინის გამომუშავება შეგიძლია, წარმოიდგინე მრავალჯერადი დაკლიკვით რამდენად ასწრაფდება შენი აქტივები. ეს ფუნქცია გეხმარება, რომ შენი დაკლიკვა მრავალჯერადად ჩაითვალოს გარკვეული დროით.

  • დაკლიკვის ბოტი

ეს შენი პერსონალური დამხმარე და საუკეთესო მეგობარია. წარმოიდგინე, რომ საკუთარი რობოტი გყავს, რომელიც ყველაფერს შენს ნაცვლად აკეთებს, მაშინაც კი, როდესაც შენ გძინავს.

გაითვალისწინე, რომ ბოტის ყიდვა მხოლოდ Silver ლიგაში მყოფ მონაწილეებს შეუძლიათ 20 000 ტოკენის სანაცვლოდ.

რა დამატებითი გზები არსებობს გამომუშავებისთვის?

თამაშში 4 დამატებითი ფუნქციაა, რომელიც გამომუშავებული აქტივების კიდევ უფრო გაბევრებაში გეხმარება და ესენია:

  • $TON NFT-ის ყიდვით 100 000 ტოკენი გერიცხება
  • Web3 სამყაროში შესრულებული ყველა დავალების ნაცვლად 100 000 ტოკენს იღებ
  • ტელეგრამის პრემიუმის გამოწერის შემთხვევაში, შენ დამატებით 100 000 ტოკენს მიიღებ
  • მეგობრების მოწვევა კი, დამატებით 100 000 ტოკენს ნიშნავს

რა მსგავსება არსებობს Notcoin-სა და ბიტკოინს შორის?

  • დეცენტრალიზებული ბუნება: ბიტკოინი დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტაა, ყოველგვარი ერთი მმართველი ორგანოს გარეშე, სავარაუდოა რომ Notcoin-იც სწორედ ასეთი ტიპის ციფრული აქტივი იქნება გაშვებისას.

  • ბლოკჩეინ ტექნოლოგია: ორივე კრიპტოვალუტა იყენებს ინფორმაციის შენახვის ციფრულ ჯაჭვს, რომელსაც ბლოკჩეინ ტექნოლოგია ჰქვია.

  • ციფრული ხასიათი: როგორც Notcoin ასევე ბიტკოინი ციფრული ვალუტებია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი გამოყენება ინტერნეტის მეშვეობით მთელი მსოფლიოს გარშემო შეგიძლია.

  • ტრანზაქციები: ორივე კრიპტოვალუტა შესაძლოა იქნას გამოყენებული ტრანზაქციებში, როგორც ანგარიშსწორების ან მიმოცვლის საშუალება.

  • ციფრული საფულე: რადგანაც ორივე არის კრიპტოვალუტა, მათი შენახვის პრინციპიც ერთია - მოათავსო ისინი კრიპტო საფულეში.

რა პლიუსები აქვს Notcoin-ს?

  • პოტენციალი: მზარდი პოპულარობისა და მომხმარებლების რაოდენობის გამო, Notcoin-ს საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს გახდეს შემდეგი ბიტკოინი. ადამიანების სულ უფრო მეტი დაინტერესებისა და ჩართულობის გამო კრიპტოვალუტა უფრო მოთხოვნადი ხდება, პროექტი კი - ინვესტორებისთვის საინტერესო.

    პროექტის პარალელურად კი, იზრდება ტელეგრამის პოპულარობაც. ერთი პროექტი მეორეს უწყობს ხელს და პირიქით.

  • უფასოა: Notcoin-ის დახმარებით ფულის გამომუშავება არ საჭიროებს საწყის კაპიტალსა და ინვესტირებას. არაფერს კარგავ, უბრალოდ ტელეგრამში სრულიად უფასო არხში წევრიანდები, რატომ არ შეიძლება ფულის გამომუშავების ეს შანსი გამოიყენო?

Notcoin კრიპტო ბირჟაზე გამოჩნდა?

Storm Trade-ზე, რომელიც TON-ის ქსელზე არსებული ციფრული აქტივებით სავაჭრო პლატფორმაა, Notcoin-ის ფიუჩერსები გამოჩნდა. მომხმარებლებს აქტივით ვაჭრობა მის ოფიციალურად გამოჩენამდე შეუძლიათ.

მომხმარებლებს შეუძლიათ Notcoin-ის ფიუჩერსის სანაცვლოდ საგარანტიოდ TON ტოკენები განათავსონ, სანაცვლოდ კი სურვილისამებრ ივაჭრონ.

გარდა ამისა, Notcoin ისეთ კრიპტო ბირჟებზეც გამოჩნდა, როგორიც ცნობილი Gate.io და ბაინანსი არიან.

შეჯამება: დაიწყე Notcoin-ის გამომუშავება

როგორც ვახსენეთ, Notcoin ახლად წარმოქმნილი კრიპტოვალუტაა, რომლის გარშემოც დიდი აურზაურია შექმნილი. შესაძლოა ის ჯერ გაშვებული არ არის, თუმცა ბევრი ადამიანი დაინტერესდა ამ ციფრული აქტივით და სწორედ ამითაც არის განპირობებული მისი Gate.io-სა და ბაინანსზე გამოჩენა.

Notcoin კი კარგი გზაა დაიწყო ფულის გამომუშავება, ამისათვის ტელეგრამი დაგჭირდება, სადაც კრიპტოვალუტის არხში გაწევრიანდები და დაკლიკვით ქულებს დააგროვებ.

მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ზოგიერთმა ადამიანმა Notcoin-ს შემდეგი ბიტკოინიც კი უწოდა.

გაითვალისწინე, ბლოგში გაჟღერებული აზრები სუბიექტურია.

Support