კრიპტოვალუტა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მკვიდრდება
ყოველწლიურად კრიპტოვალუტა სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს გარშემო და უამრავი ადამიანი ერთვება კრიპტო რევოლუციაში.
სულ უფრო მეტია ისეთი ადამიანი, რომელსაც კრიპტოვალუტის შესახებ რაიმე გაუგია ან თუნდაც კრიპტოს ფლობენ, იქნება ეს ბიტკოინი, ლაითქოინი თუ სხვა პოპულარული ციფრული აქტივები.
მაგალითად, თურქეთში ისეთი ადამიანების რიცხვი, რომლებსაც კრიპტოვალუტა აქვთ ან ერთხელ მაინც გამოუყენებიათ 2019 წელს მთელი მოსახლეობის 20% იყო, ხოლო 2023 წლის მონაცემებით ასეთი ადამიანების რიცხვი ქვეყანაში 47% შეადგენს.
მიუხედავად ამისა, რეალური კრიპტო ადაპტაციისგან ჯერ შორს ვართ და კრიპტოვალუტას წინ ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. სწორედ ამ გზას გადის შვეიცარიის ერთ-ერთი ქალაქი ლუგანო, სადაც კრიპტოვალუტა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე დამკვიდრდა და მოსახლეობას ახლა კომუნალურების გადახდაც კი შეუძლიათ ბიტკოინისა და USDT-ის გამოყენებით.
ამ ბლოგში მოკლედ გეტყვით, რა სიახლეა ლუგანოს მოსახლეობისთვის კრიპტო ადაპტაციის კუთხით, რადგან მომავალში იქნებ ჩვენი ქალაქებიც შეუერთდნენ ამ კრიპტო რევოლუციას.
კრიპტო გადახდები
შვეიცარიის ერთ-ერთი ქალაქი, ლუგანო, კრიპტო ციებ-ცხელებაში გაეხვა. მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ეძლევათ სხვადასხვა კომუნალური გადასახადები და საკომისიოები კრიპტოვალუტით გადაიხადონ, კონკრეტულად - ბიტკოინი და USDT. ეს ლუგანოს მცხოვრებთათვის მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში კრიპტოვალუტები შემოდის, რაც მეტ ფინანსურ თავისუფლებას ნიშნავს, ხოლო გადასახადებისა თუ სხვა მოსაკრებლის ამ მეთოდით გადახდა, სიმარტივესთან ასოცირდება.
კრიპტო ადაპტაციის ეს მაგალითი მხოლოდ დასაწყისია და ქალაქის საბჭო USDT-ისთან პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს. მანამდე კი, უნდა ვთქვათ ის, რომ ლუგანოს მოსახლეობას დეკემბრის დასაწყისში გაცხადებულ ინიციატივამდე შეეძლოთ ონლაინ პლატფორმებზე ბიტკოინისა და USDT-ის გამოყენებით ქალაქთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისები თუ პროდუქტები შეეძინათ.
კრიპტო გადახდები ლუგანოს მცხოვრებთათვის მხოლოდ დასაწყისია და ქალაქის ხელმძღვანელობა მხოლოდ კომუნალურ გადახდებზე შეჩერებას არ გეგმავს.
ლუგანო და კრიპტოვალუტა
ორი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინისა და USDT-ის მხარდაჭერით ლუგანო სულ უფრო კრიპტო ქალაქი ხდება. როგორც ზემოთ ვახსენეთ, კრიპტო ადაპტაცია ამით არ სრულდება და ქალაქს აქვს უფრო დიდი გეგმები. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში კრიპტოვალუტებით შესაძლებელი იქნება ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა გადახდების განხორციელება, მაგალითად როგორიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაა ან სხვა მუნიციპალური ხარჯების დაფარვა, იქნება ეს ჯარიმები თუ ა.შ.
ამ ციებ-ცხელებაში დიდი როლი უჭირავს შვეიცარიულ კრიპტო ფირმა Bitcoin Suisse-ს, რომელმაც ინფრასტრუქტურის პროგრამულად და ტექნიკურად გამართვა უზრუნველყო. ინტეგრაცია ძალიან მარტივი გამოდგა და პლატფორმის დახმარებით მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ კრიპტო გადარიცხვების განხორციელება და სხვადასხვა სერვისების შესყიდვა პირდაპირ მათივე ონლაინ კრიპტო საფულიდან, დამატებითი მოწყობილობების გარეშე.
ტრანზაქციის განხორციელებისას საჭიროა, რომ ყოველი გადარიცხვის წინ დაასკანერო შესაბამისი QR კოდი, რომელიც ლუგანოში ნებისმიერ ინვოისს თან ახლავს და აირჩიო რომელი კრიპტოვალუტით ახორციელებ გადარიცხვას.
უამრავმა კრიპტო ენთუზიასტმა შეაქო ქალაქი ლუგანო და მისი მცხოვრებლები, რომლებიც კრიპტო ადაპტაციაში უდიდეს როლს თამაშობენ.