Სარჩევიchevron-down
რა არის Pi Network?
როგორ მუშაობს Pi Network?
როგორ მუშაობს Pi-ის მაინინგი?
Pi Network-ის ტოკენის განაწილება და მაინინგის ჯილდო
შეჯამება
Pi crypto coin logo with Georgian text 1000x300
2025-03-17clock7 minutes

რა არის Pi Network?

Pi Network არის კრიპტო და ბლოკჩეინ პროექტი, რომელიც მუშაობს მობილურ პლატფორმაზე და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაამაინინგონ ტოკენი (Pi) სმარტფონის მეშვეობით. პროექტი ოფიციალურად გაეშვა 2019 წლის 14 მარტს - Pi დღეს - როგორც გამოხმაურება მათემატიკურ კონსტანტა π-ზე.

პროექტი შეიქმნა სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორებისა და კურსდამთავრებულებისგან დაკომპლექტებულმა გუნდის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ დოქტორი ნიკოლას კოკალისი და დოქტორი ჩენგდიაო ფანი. მათი მიზანი იყო მომხმარებლებისათვის კრიპტო აქტივების ხელმისაწვდომობის გაზრდა ყოველდღიურ ოპერაციებში. Pi Network-ის მისიაა შექმნას მსოფლიოში ყველაზე ინკლუზიური ეკოსისტემა და ფართოდ გავრცელებული კრიპტო, რომლის მაინინგი ნებისმიერს შეეძლება საკუთარი სმარტფონის გამოყენებით.

შემქმნელები და ისტორია - Pi Network-ის ძირითადი გუნდი თავდაპირველად სტენფორდის მკვლევარებისგან შედგებოდა. დოქტორი ნიკოლას კოკალისი (ტექნოლოგიების ხელმძღვანელი) არის კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტი, რომელმაც 2018 წელს სტენფორდში პირველად ჩაატარა დეცენტრალიზებული აპლიკაციების კურსი, ხოლო დოქტორი ჩენგდიაო ფანი (პროდუქტის ხელმძღვანელი) არის ანთროპოლოგი, რომელიც ონლაინ სოციალურ სისტემებზე მუშაობს.

ერთად მათ 2019 წელს შექმნეს Pi Network, რომელიც მიზნად ისახავდა აკადემიური ცოდნის რეალურ პრაქტიკასთან შერწყმას. ქსელი სხვადასხვა გზებით სწრაფად გაიზარდა. ბეტა ფაზის დასასრულს Pi-ს 3.5 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა და შემდგომ წლებში მან განაგრძო სწრაფად გაფართოება.

როგორ მუშაობს Pi Network?

Pi მუშაობს საკუთარ ბლოკჩეინზე, რომელიც თავისი ამჟამინდელი ფორმით დაფუძნებულია Stellar Consensus Protocol-ის (SCP) ვარიანტზე. ეს ნიშნავს, რომ Pi იყენებს ბიზანტიური შეთანხმების ფორმას – კონსენსუსის ალგორითმს, რომელიც არ საჭიროებს ენერგოინტენსიურ Proof of Work მაინინგს. Pi ბლოკჩეინში Node-ები შეთანხმებას ტრანზაქციების ვალიდურობაზე „კვორუმზე დაფუძნებული“ ნდობის სისტემის მეშვეობით აღწევენ. ქსელის შიგნით თითოეულ მონაწილეს შეუძლია შექმნას სანდო წევრებისაგან შემდგარი "უსაფრთხოების წრე". მრავალი ასეთი წრეები კი, ერთად ქმნიან გლობალური ნდობის ფართო ქსელს, რომლებიც გამოიყენებიან ტრანზაქციების დასადასტურებლად და ქსელში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მარტივად რომ ვთქვათ, Pi-ის კონსენსუსი ეყრდნობა მომხმარებლებს შორის ნდობაზე დამყარებულ ქსელს და არა „ამოცანების ამოხსნის“ პრინციპს. ეს მიდგომა შემუშავებულია Stellar ბლოკჩეინის დიზაინიდან, თუმცა Pi მას ცვლის იმგვარად, რომ მარტივმა მოწყობილობებმა (როგორიცაა მობილური ტელეფონები და ლეპტოპები) შეძლონ მაინერებად მუშაობა.

პროექტის მიზანია დეცენტრალიზებული ქსელის შექმნა, სადაც ნებისმიერ პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ტრანზაქციების ვალიდაციასა და დადასტურებაში თუ მას სხვები ენდობიან. ეს მოდელი, ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს მარტივად ჩაერთონ ქსელში და ამავდროულად, თავი დაიზღვიონ თაღლითური ან საეჭვო ტრანზაქციებისაგან.

Pi-ის არქიტექტურა მჭიდროდ მიჰყვება ტრადიციული ბლოკჩეინის სტრუქტურას: ტრანზაქციები დადასტურებულია მომხმარებელთა პირადი გასაღებებით, გადაიცემა ქსელში და ჯგუფდება ბლოკებად, რომლებსაც შემდგომ Node-ები ამოწმებენ და საბოლოოდ ამატებენ ბლოკჩეინში. SCP კონსენსუსის წყალობით, Pi-ის ქსელში დადასტურების პროცესი შედარებით სწრაფია – Node-ები ცვლიან შეტყობინებებს შეთანხმების მისაღწევად, ნაცვლად იმისა, რომ ჩაერთონ ჰეშირების შეჯიბრებებში, როგორც ეს ბიტკოინის ან სხვა ტრადიციული ბლოკჩეინის შემთხვევაში ხდება.

ეს Pi-ის საშუალებას აძლევს დაამუშაოს ტრანზაქციები მინიმალური საკომისიოებითა და ენერგიის მოხმარებით.

როგორ მუშაობს Pi-ის მაინინგი?

Pi-ის მაინინგი რადიკალურად განსხვავდება ბიტკოინის ან სხვა ტრადიციული კრიპტო მაინინგისგან. Pi ქსელმა დანერგა "ენერგიის დამზოგავი" მობილური მაინინგის მექანიზმი. პრაქტიკულად, Pi-ის მაინინგი გულისხმობს Pi აპლიკაციის სმარტფონში აპლიკაციის გახსნას და მაინინგის სესიის გასააქტიურებლად ყოველ 24 საათში ერთხელ ღილაკზე დაჭერას.

როდესაც აპლიკაციაში „ელვის“ ღილაკზე აჭერ, Pi ავტომატურად იწყებს მაინინგს წინასწარ განსაზღვრული საათობრივი სიხშირით. სპეციალური აპარატურა ან სხვა დამატებითი ზომები საჭირო არ არის - შესაძლებელია რომ აპლიკაცია გაითიშოს ან ჩაიხუროს, Pi-ის მაინინგი მაინც უწყვეტად გაგრძელდება. დიზაინი განზრახ არის ამგვარად მოწყობილი: Pi-ის მაინინგი უფრო მეტად არის მონაწილეობისა და პიროვნების დადასტურებაზე ორიენტირებული, ვიდრე კრიპტოგრაფიული ამოცანების ამოხსნაზე.

მნიშვნელოვანია, ისიც რომ Pi-ის მაინინგი დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს - ის არ აფუჭებს სმარტფონის ელემენტს ან არ აზიანებს მონაცემებს, რადგან კონსენსუსის მძიმე სამუშაო სრულდება ცალკეული Nodes-ების მიერ და არა თქვენი მოწყობილობის დახმარებით. თუმცა, აპლიკაციაში ინტეგრირებულია რეკლამები, რომლის დახმარებითაც Pi-ის გუნდი განვითარების დასაფინანსებელ შემოსავლებს იღებს, ნაცვლად იმისა რომ მომხმარებლები საკომისიოებით დაბეგრონ.

როლები და ჯილდო:

  • პიონერი (Pioneer): ყველა მომხმარებელი ავტომატურად პიონერია - ანუ უბრალოდ ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად დაკავებულია მაინინგით. გასამრჯელოდ პიონერები ყველაზე მინიმალურ ზღვარს იღებენ.

  • კონტრიბუტორი (Contributor): მას შემდეგ, რაც მინიმუმ 3 დღის განმავლობაში ამაინინგებ მონეტებს, შეგიძლიათ გახდეთ კონტრიბუტორი, 3-5 სანდო წევრისგან შემდგარი უსაფრთხოების წრის შექმნით. ამის გაკეთებით შესაძლებელია გაზრდილი ჯილდოს მიღება, რადგან სხვა ადამიანების ვალიდაციით იზრდება ქსელის უსაფრთხოება.

  • ელჩი (Ambassador): Pi-ში ახალი ადამიანების მოწვევით, მომხმარებელი ელჩის სტატუსს იღებს. ყოველი ადამიანისთვის, ვინც აპლიკაციას შემოუერთდება რეფერალური კოდით, თქვენც და ახალი წევრიც იღებთ ბონუსს - მაინინგის ჯილდო იზრდება 25%-მდე, მანამ, სანამ მოწვეული ადამიანები აქტიურები იქნებიან. რეფერალური პროგრამა ორიენტირებულია ზრდაზე - რაც უფრო მეტ ადამიანს მოიწვევთ, მით მეტ Pi-ის მოიპოვებთ.

  • ნოდები (Nodes): მომხმარებლები, რომლებიც აინსტალირებენ Pi Node პროგრამულ უზრუნველყოფას სმარტფონში ან ლეპტოპზე და აკმაყოფილებენ გარკვეულ ტექნიკურ მოთხოვნებს, შეიძლება გახდნენ Node ოპერატორები. Node-ები მონაწილეობენ ტესტნეტის (და ახლა მეინნეტის) მუშაობაში ტრანზაქციებისა და ბლოკების ვალიდაციით, და ისინი დამატებით Pi-ს გამოთვლითი რესურსების გამოყენებისა და ბლოკჩეინის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სანაცვლოდ იღებენ. Node-ის როლი გადამწყვეტია დეცენტრალიზაციისთვის.

შედარება ტრადიციულ კრიპტო მაინინგთან:

  • არ საჭიროებს Proof of Work-ს: ბიტკოინს (და ეთერიუმს სანამ ის Proof of Stake-ზე გადავიდოდა) სჭირდება მაინერები, რომლებმაც უნდა შეასრულონ ინტენსიური გამოთვლითი სამუშაო, მოიხმარონ მნიშვნელოვანი რაოდენობის ელექტროენერგია და ამით გადაჭრან მათემატიკური ამოცანები, შემდგომ კი, დამუშავებული ინფორმაცია ბლოკში დაამატონ. ეს Proof-of-Work (PoW) მიდგომა უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას, თუმცა კრიტიკის საგანია ენერგიის მოხმარების გამო. Pi-ს შემთხვევაში კი, საერთოდ არ გამოიყენება PoW - მაინინგი არ მოიცავს არანაირი გამოცანების ამოხსნას ან CPU/GPU-ს გამოყენებას. სინამდვილეში, Pi-ს კონსენსუსი (SCP) არ ამაინინგებსახალ მონეტებს კონკურენციის გზით; ახალი Pi მაინინგდება ნდობისა და ქსელში ჩართულობის პარალელურად. ამრიგად, Pi მაინინგი უკიდურესად ენერგოეფექტურია. გუნდის თქმით, მობილური მაინინგი "თითქმის არ იყენებს ელემენტს ან მოწყობილობის რესურს”, რაც მას მაინინგის ერთ-ერთ ყველაზე ეკომეგობრულ გზად აქცევს.

  • არ საჭიროებს Proof of Stake-ს: თანამედროვე ქსელები, როგორიც Ethereum არის, იყენებენ Proof-of-Stake (PoS) ალგორითმს, სადაც ვალიდატორებმა უნდა “დააკავონ” დიდი რაოდენობის კრიპტო, როგორც ერთგვარი გარანტია ბლოკების საწარმოებლად. ეს ქმნის ფინანსურ ბარიერს მონაწილეობისთვის (საჭიროა ათეულობით ათასი დოლარის ღირებულების ETH ეფექტური ვალიდატორობისთვის). Pi Network არ მოითხოვს სტეიკინგს ან რაიმე ფულად ინვესტიციას მაინინგისთვის. გარანტია, რომელსაც ადამიანი დებს, არის მისი დრო, პირადი ქსელი და პიროვნების ვერიფიკაცია. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მონაწილეობის ბარიერს - ნებისმიერ ადამიანს ტელეფონით შეუძლია წვლილი შეიტანოს, მაშინაც კი, თუ მას არ აქვს ფული ინვესტიციისთვის. Pi-ის შემქმნელები ამბობენ, რომ ეს მოდელი უფრო ფართომასშტაბიანია და შეუძლია მიაღწიოს იმ ადამიანებამდე, რომლებიც PoW და PoS მექანიზმის გამო, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიღმა რჩებიან.

  • ჯილდო: ბიტკოინის ქსელში მაინინგის ჯილდო ფიქსირებულია თითოეულ ბლოკზე (და ნახევრდება ყოველ ოთხ წელიწადში) და მხოლოდ ერთი მაინერი (ან მაინერთა ჯგუფი) იღებს ამ ჯილდოს თითოეულ ამოხსნილ ამოცანასა და დამატებულ ბლოკზე. Pi-ში კი, ჯილდოები ნაწილდება ყველა აქტიურ მაინერს შორის, მათი განაკვეთების პროპორციულად. არ არსებობს კონკურენცია ან "რბოლა" მომხმარებლებს შორის თავსატეხის ამოსახსნელად.
    ამის ნაცვლად, Pi-ის ქსელში ჩართული ადამიანები ჯილდოს მისაღებად, მხოლოდ მონაწილეობას საჭიროებენ.ეს პრინციპი აღმოფხვრის შეჯიბრებასა და ფუჭ ძალისხმევას, რაც დამახასიათებელია PoW მაინინგისთვის და ანაცვლებს მას თანამშრომლობის მოდელით, სადაც ყველას შეუძლია გამოიმუშაოს კრიპტო, თუკი წვლილს შეიტანს.

  • აპარატურა და ღირებულება: ტრადიციული მაინინგი ხშირად ძვირადღირებულ აპარატურას, ელექტროენერგიის ხარჯებსა და გაგრილების პრობლემას უკავშირდება. მაინერებს ამ ყველაფრის უზრუნველყოფა ხშირად ასობით ან ათასობით დოლარი უჯდებათ, ამის გამო, მაინინგში ჩართულნი ხშირად ისინი არიან, ვისაც ამგვარი ხარჯების გაღება უფრო ადვილად შეუძლიათ. Pi არ მოითხოვს რაიმე დამატებით ხარჯებს - აპლიკაცია უფასოა და მთავარი რესურსი, რასაც მომხმარებელი დებს, არის ყოველდღიურად რამდენიმე წამიანი ყურადღება.

Pi Network-ის ტოკენის განაწილება და მაინინგის ჯილდო

Pi-ის ქსელის ტოკენომიკა

Pi Network-ის ტოკენომიკის მოდელი შექმნილია იმისთვის, რომ პრიორიტეტი მიანიჭოს საზოგადოების მფლობელობას და უზრუნველყოს ეკოსისტემის მდგრადი ზრდა, როგორც ეს აღწერილია 2019 წელს, ქსელის Whitepaper-ში. Pi-ს მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდულია 100 მილიარდ ტოკენამდე, სადაც განაწილება ხდება 80/20 პრინციპით - უმეტესობა გამოყოფილია მომხმარებლებისთვის, ხოლო Pi Core Team-ს უფრო მცირე ნაწილი რჩება.

ტოკენის განაწილება

მომხმარებლები - 80%

Pi-ის ქსელში ჩართული მომხმარებლები ტოკენების ჯამური რაოდენობიდან 80 მილიარდ Pi ტოკენს მიიღებენ და განაწილება სამ პრინციპზე დაყრდნობით ხდება:

მაინინგის ჯილდო (65 მილიარდი Pi):

  • ყველაზე დიდი პროცენტული წილი იმ მომხმარებლებს ხვდებათ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ქსელის მუშაობაში.
  • Mainnet-ის გაშვებამდე დაახლოებით 30 მილიარდი Pi შეიქმნა, თუმცა KYC პროცედურებმა ეს რიცხვი შესაძლოა 10-20 მილიარდამდე შეამცირონ.
  • გრძელვადიანი მდგრადობის შენარჩუნებისთვის, Pi-ის დარჩენილი მარაგები მაინინგის ახალი მექანიზმით განაწილდება.

ეკოსისტემის მშენებლობა (10 მილიარდი Pi):

  • ტოკენის მარაგებიდან გარკვეული რაოდენობა ისეთ მიმართულებებში ნაწილდება, რომლებიც ხელს უწყობენ ეკოსისტემის განვითარებას.
  • აქტივები მოხმარდება დეცენტრალიზებული აპლიკაციების (dApps)-ების შექმნასაც.

ლიკვიდურობის ავზი (5 მილიარდი Pi):

  • Pi-ის ეკოსისტემის ლიკვიდურობის შენარჩუნებისთვის გამოიყოფა გარკვეული რაოდენობის ტოკენები.
  • ლიკვიდურობის ავზში გადატანილი ტოკენები ტრანსაქციების სისწრაფეს უწყობს ხელს.

გუნდი- 20%

ქსელის შექმნისა და მოვლისთვის გუნდი მთლიანი რაოდენობიდან ტოკენების 20% მიღებს, რაც 20 მილიარდი ტოკენია.

  • გუნდისთვის განკუთვნილი ტოკენების რაღაც ნაწილი მაინინგის პროცესთან ერთად იხსნება და ის ერთბაშად არ არის ხელმისაწვდომი.
  • ქსელის სტაბილურობისთვის დამატებითი ჩამკეტი მექანიზმები შეიძლება შემუშავდეს.

მაინინგის ჯილდოს სტრუქტურა

Pi-ის ქსელის მაინინგის ჯილდო პერიოდულად ვრცელდება, რათა ახალი მომხმარებლები წახალისდნენ და შენარჩუნდეს ეკოსისტემის მდგრადობა:

ყოველწლიური შემცირება:

  • მიწოდების დასარეგულირებლად, ყოველ მომდევნო წელს უფრო ნაკლებია მაინინგ ჯილდო.

შეჯამება

Pi Network რეალურად ცვლის მაინინგის პროცესს და PoW ალგორითმისგან განსხვავებით გვთავაზობს სრულიად ახალ მეთოდს, რომელსაც პიროვნების ვერიფიცირების ეტაპი ჰქვია. ქსელი პრიორიტეტად ისახავს კრიპტოსა და ტოკენების ხელმისაწვდომობის გაზრდას, რათა ისინი უფრო პოპულარული გახდნენ და მომავალში ყოველდღიურ სარგებლობაშიც დაინერგონ.

Pi მომხმარებლებს კრიპტო სამყაროში შებიჯებას ყოველგვარი ფინანსური რისკების გარეშე სთავაზობს. უამრავმა ადამიანმა გამოიმუშავა Pi ტოკენები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და თუკი კრიპტოს ფასი ბაზარზე საგრძნობ მაჩვენებელს მიაღწევს, მონაწილეებისთვის ეს კრიპტოს გამომუშავების კარგი გზა გახდება.

Pi Network-ის სამომავლო პერსპექტივები ოპტიმისტურია. პროექტმა გადალახა მნიშვნელოვანი დაბრკოლება ქსელის წარმატებული გაშვებით და გარკვეული ფასის შენარჩუნებით.

Support