კრიპტოვალუტებმა შეცვალეს ჩვენი აღქმა ფინანსური სამყაროს მიმართ. Blockchain ტექნოლოგიამ, რომელიც კრიპტოვალუტების ინსპირაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, ახალი განზომილება შემატა უსაფრთხოებას, ფინანსურ თავისუფლებასა და დეცენტრალიზაციას. ორი ყველაზე ცნობილი ალგორითმი, რომლის ირგვლივაც კრიპტოვალუტების ინდუსტრია ბრუნავს Proof of Work (PoW) და Proof of Stake (PoS) არის.
ამ ბლოგში ჩვენ ვისაუბრებთ, რა სხვაობა და მსგავსებაა PoW-სა და PoS-ს შორის, მოვიყვანთ მარტივ მაგალითს მათი მუშაობის პრინციპის გასაგებად და გეტყვით, რომელი ცნობილი კრიპტოვალუტები, რომელ მექანიზმს იყენებენ.
რა არის Proof of Work (PoW)?
სხვადასხვა კრიპტოვალუტები ტრანზაქციების ვალიდურობის დასადასტურებლად იყენებენ PoW ალგორითმს. ტრანზაქციის დაფიქსირებისას ქსელში ჩართულ მომხმარებლებს, ანუ უამრავ კომპიუტერულ მოწყობილობას მთელი დედამიწის მასშტაბით, უწევს კომპლექსური მათემატიკური ამოცანების ამოხსნა, რითაც ადასტურებენ ამა თუ იმ ტრანზაქციას. ამ ამოცანებს სხვანაირად უწოდებენ კრიპტოგრაფიკულ პაზლებს. ამოხსნისთანავე კი, ბლოკი გადაინაცვლებს ბლოკჩეინში და ჩაებმება სხვა ბლოკებისგან შემდგარ ჯაჭვში.
პირველი მომხმარებელი, რომელიც ამ პრობლემას ამოხსნის, ანუ გახდება ტრანზაქციის ვალიდატორი, საჩუქრად იღებს კონკრეტულ კრიპტოვალუტას.
- მაგალითად: პირველი ვალიდატორი, რომელიც ბიტკოინის ტრანზაქციას დაადასტურებს, საჩუქრად 6.25 BTC-ს იღებს ყოველი ბლოკისათვის.
თუმცა, შესაძლოა ტრანზაქცია არა ერთმა, არამედ რამოდენიმე, ან სულაც ასობით მომხმარებელმა ერთად ამოხსნას, ასეთ დროს 6.25 BTC ნაწილდება მათი კონტრიბუციის შესაბამისად.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ისიც, რომ ვალიდატორობის შედეგად მიღებული ბიტკოინის რაოდენობა ოთხ წელში ერთხელ ნახევრდება. ამ პროცესს განახევრება, ანუ Halving ქვია. შემდეგი ჰალვინგი კი 2024 წელს არის დაგეგმილი, რა დროსაც ვალიდატორების საჩუქარი არა 6.25 ბიტკოინი, არამედ მისი ნახევარი - 3.125 BTC იქნება.
რა არის Proof of Stake (PoS)?
PoS კრიპტოვალუტების მუშაობაში გამოყენებული მექანიზმის კიდევ ერთი ალგორითმია. ასეთ დროს, მომხმარებელი საკუთარ კრიპტო აქტივს აბანდებს ვალიდატორობის სანაცვლოდ. თავის მხრივ კი, ვალიდატორები რენდომად შეირჩევიან.
რაც უფრო დიდ დაბანდებას აკეთებს მომხმარებელი, მით უფრო დიდია შანსი, რომ გახდეს ვალიდატორი. რაც შეეხება პრიზს, რომელსაც ისინი ტრანზაქციების დადასტურების შედეგად იღებენ მოიცავს არა ცალკე გაცემულ კრიპტოვალუტას, არამედ უშუალოდ დადასტურებული ტრანზაქციებიდან აღებულ საკომისიოს.
მაგალითად, წარმოიდგინე რომ სახლი გაქვს. შეგიძლია შენი სახლი სხვა ადამიანს მიაქირავო, სანაცვლოდ კი ის გარკვეულ თანხას გაძლევს. რაც უფრო მეტ სახლს გააქირავებ, მით უფრო მეტ გასამრჯელოს იღებ იმ ადამიანებისგან, ვისაც ის მიაქირავე.
ახლა წარმოიდგინე, რომ ბევრ ადამიანს უნდა საკუთარი სახლის გაქირავება. ნაცვლად იმისა, რომ მათ დაიწყონ კონკრეტული ადამიანების ძებნა, რომლებსაც სახლის ქირაობა სურთ, ისინი მიდიან სპეციალურ კომპანიაში, კრიპტო ენაზე ვალიდატორთან, რომელიც მათ ნაცვლად მოიძიებს დამქირავებლებს. ვალიდატორი, ანუ კომპანია, ინახავს მონაცემებს, თუ ვინ არის სახლის რეალური მფლობელი და ვინ მქირავებელი, შესაბამისად, ვინ რა გასამრჯელო უნდა მიიღოს.
მარტივად რომ ვთქვათ, ვალიდატორები თავიანთი კრიპტო აქტივების დაბანდებით გამოიმუშავებენ დამატებით სარგებელს და პასიურ კრიპტო შემოსავალს.
თუ გადაწყვეტ, რომ PoS ალგორითმი შენთვის მიმზიდველად გამოიყურება და გაქვს კრიპტო აქტივები, რომლებსაც კრიპტო ანაბარზე განათავსებ და ამათი სარგებელი დაგერიცხება, Cryptal დაგეხმარება. დამატებითი ინფორმაციისთვის კი, შეგიძლია ჩვენს ბლოგს გაეცნო:
რა სხვაობაა ორ ალგორითმს შორის?
ორივე, PoW-ცა და PoS-იც ეძებენ ვალიდატორებს სხვადასხვა კრიპტო ტრანზაქციების დასადასტურებლად. ორივეგან საჭიროა მომხმარებლები, რომლებიც გადაჭრიან გარკვეულ პრობლემას თავიანთი ჩართულობით და ორივე ალგორითმში იღებენ გასამრჯელოს.
- კრიპტოვალუტები, რომლებიც PoW ალგორითმს იყენებენ: Bitcoin (BTC); Ethereum (ETH) და Litcecoin (LTC).
- კრიპტოვალუტები, რომლებიც PoS ალგორითმს იყენებენ: Cardano (ADA); Polkadot (DOT) და Tezos (XTZ).
რა სხვაობაა?
მთავარი განსხვავება, რომელიც Proof of Work-სა და Proof of Stake-ს შორისაა მოხმარებული ენერგიაა. PoW იყენებს კომპიუტერული მოწყობილობების დიდ რესურსს, რაც ენერგიის დიდ მოხმარებასთან არის დაკავშირებული.
მეორე მხრივ, PoS გაცილებით ნაკლებ კომპიუტერულ მოწყობილობებსა და ენერგიას მოითხოვს.
დამატებით, PoW უფრო დეცენტრალიზებული ალგორითმია, ვიდრე Proof of Stake.
შეჯამება:
Proof of Work და Proof of Stake ორი ყველაზე პოპულარული ალგორითმია, რომელსაც კრიპტო მომხმარებლები ტრანზაქციების დასადასტურებლად იყენებენ. ორივე ალგორითმს ახასიათებს მსგავსებები, როგორიც არის ჯილდო და საბოლოო მიზანი, თუმცა არსებობს სხვაობებიც.